კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით კიდევ ერთხელ მიმართავს

6 ივლისი, 2023
 
HUMANRIGHTS.GE

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გოჩა დიდავას განჩინებით, ლაზარე გრიგორიადისს უარი ეთქვა სამოქალაქო  სარჩელის განსახილველად მიღებაზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოადგენს მოსარჩელის, 7-8 მარტის საპროტესტო აქციის მონაწილე აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის ინტერესებს, რომელმაც სამოქალაქო სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა, მის შესახებ საჯაროდ გავრცელებული პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადების გავრცელების გამო,  საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელე, ასევე, მოითხოვს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მოიხადონ ბოდიში საჯაროდ.

4 ივლისს გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ლაზარე გრიგორიადისს შეხვდა ადვოკატი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი დიმიტრი ნოზაძე. შეხვედრისას გადაწყდა, რომ ლაზარეს გრიგორიადისი განმეორებით  მიმართავს სამოქალაქო სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეები - საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  და პარტია „ქართული ოცნების“: თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. 

ცვლილებაა ლაზარე გრიგორიადისის მოთხოვნაში - მოპასუხეებს დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება 2-2 ლარის ოდენობით, თავდაპირველად მოთხოვნილი 15-15 ლარის ნაცვლად. ბოდიშის საჯაროდ მოხდა კვლავ ძალაშია.

ახალი ამბები