კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები შოვის სტიქიის საქმის გამოძიების მასალებს ეცნობიან

26 ოქტომბერი, 2023
რაჭაში, კურორტ შოვში ღვარცოფის მოვარდნის შედეგად დაზარალებულის უფლებამონაცვლის, დავით მაისურაძის სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი [HRC] იცავს.  

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ დავით მაისურაძე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო, მაგრამ უარი უთხრა საქმის მასალების გადაცემაზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები, როგორც დავით მაისურაძის ადვოკატები, ამ ეტაპზე ეცნობიან საქმის მასალებს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში.

რაჭაში, კურორტ შოვში ღვარცოფის მოვარდნისას დავით მაისურაძის  მეუღლე  შორენა ბიჭაშვილი-მაისურაძე და  შვილები - 24 წლის კოტე და 20 წლის მარიამ მაისურაძე ემსხვერპლნენ. 

დღეის მდგომარეობით, შოვში მომხდარი სტიქიის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 240-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

ახალი ამბები