18:49, Sunday, 08.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საქართველოში მაწანწალა ბავშვები უკვე უკრაინიდან და მოლდოვადანაც შემოდიან

09.08.2005

საქართველოში მაწანწალა ბავშვები უკვე უკრაინიდან და მოლდოვადანაც შემოდიან

თბილისი.05.08.05.მედიანიუსი. ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, ე. წ. მაწანწალა ბავშვები თბილისიდან საკურორტო ზონებში ინაცვლებენ.
 
როგორც "მედიანიუსს" თბილისის გლდანის ბავშვთა სახლის დირექტორმა გიორგი თავაძემ განუცხადა, მცირეწლოვანებს ლუკმა-პურის შოვნა საკურორტო ქალაქებში უფრო უადვილდებათ.

საქართველოში უპატრონო, მაწანწალა ბავშვების შესახებ სტატისტიკა არ არსებობს. თბილისის მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის საქალაქო ცენტრი მათი აღრიცხვისთვის საჭირო თანხის მოძიებას 2003 წლიდან ცდილობს, თუმცა უშედეგოდ.

"მაწანწალა ბავშვების შესახებ უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი მუნიციპალური პროგრამა, რაც გულისხმობს მცირეწლოვანთა აღწერას და მათ განაწილებას. თუმცა მსგავსი პროგრამის განხორციელება ანალიტიკური და სტატისტიკური მონაცემების გარეშე შეუძლებელია. მაწანწალა ბავშვთა რაოდენობის შესახებ ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაცია სასაცილოა. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა აღწერამ ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული შედეგები გვიჩვენა. მათი მონაცემებით, დედაქალაქში 260-დან 2500-მდე მაწანწალა მცირეწლოვანი ცხოვრობს. მიგვაჩნია, რომ ეს ბავშვები სახელმწიფო დაწესებულებამ უნდა აღწეროს და არა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა", _ განუცხადა "მედიანიუსს" თბილისის მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის საქალაქო ცენტრის უფროსმა ბელა სარიამ.

მისივე განცხადებით, ზაფხულის პერიოდში მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს საკურორტო ქალაქებისკენ მიუწევთ გული. ამ პერიოდში დედაქალაქი თითქმის ცარიელდება და მათი შემოსავალიც ნულს უტოლდება. საკურორტო ზონაში მათ ფულის შოვნის მეტი შესაძლებლობა ეძლევათ.

რაც შეეხება გლდანის ბავშვთა სახლს: ის 1 ივნისს თბილისის მერიის ინიციატივით შეიქმნა. ბავშვთა სახლში ყოფნა ნებაყოფლობითია. 8-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს და მოზარდებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ სახლში მისვლაც და მისი დატოვებაც.

"გლდანის ბავშვთა სახლში არ ფუნქციონირებს მიღებისა და განაწილების სამსახური, რაც მზურნველობამოკლებულ ბავშვებთან დაკავშირებით ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრი მოითხოვს ფილტრაციის სამსახურის აღდგენას, რათა აღწერის შემდეგ ბავშვები რაციონალურად გადანაწილდნენ ბავშვთა სახლებში", _ განუცხადა "მედიანიუსს" თბილისის მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის საქალაქო ცენტრის უფროსმა ბელა სარიამ.
მისივე თქმით, თბილისში უცხო ქვეყნიდან შემოსული ბავშვებიც არიან.

"ჩრდილოეთ კავკასიიდან, უკრაინიდან და მოლდოვადან თბილისში 37-მდე მცირეწლოვანია შემოსული. ცხადია, ზუსტი სტატისტიკა არც მათ შესახებ არსებობს. თუმცა ზაფხულში ისინიც საკურორტო ზონებში გადადიან", _ განაცხადა ბელა სარიამ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC