კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი პატიმარ გოჩა ფაცურიას ცემის ფაქტს წამებად მიიჩნევს

18 იანვარი, 2006

სახალხო დამცველი პატიმარ გოჩა ფაცურიას ცემის ფაქტს წამებად მიიჩნევს

თბილისი.17.01.06.მედიანიუსი. საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის #1 საპყრობილეში პატიმარი გოჩა ფაცურია მოინახულა. პატიმარი სასტიკად არის ნაცემი და სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, გოჩა ფაცურია სასჯელს ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმართა დაწესებულებაში იხდიდა, სადაც შელაპარაკება მოუვიდა დაწესებულების ხელმძღვანელობასთან. მისი განცხადებით, 14 იანვარს, როდესაც შეხვედრების ოთახში დედასა და დას ხვდებოდა, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა, ტუბზონის უფროსის მოადგილემ და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ იგი სასტიკად სცემეს. ფაცურიას განცხადებით, ფიზიკური შეურაცხყოფა დედასაც მიაყენეს.

ინციდენტის შემდეგ ნაცემი პატიმარი ქსნის კოლონიაში გადაიყვანეს და კარცერში ჩასვეს, სადაც კოლონიის უფროსმა და მოადგილემ ხელკეტებით სცემეს.

15 იანვარს სასტიკად ნაცემი გოჩა ფაცურია თბილისის #1 საპყრობილეში გადაიყვანეს.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრისას, ცემის ფაქტს ფაცურიას დედა და დაც ადასტურებენ.

სახალხო დამცველმა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბაჩო ახალაიას გოჩა ფაცურიას პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართა.

სოზარ სუბარმა ასევე რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის სამინისტროს სასამართლო  ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსს ირაკლი კლდიაშვილს, რათა პატიმარს ფიზიკურ დაზიანებებთან დაკავშირებით საექსპერტო გამოკვლევა ჩაუტარდეს.

როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, ადგილი ჰქონდა პატიმრის წამებასა და მის მიმართ სასტიკ მოპყრობას. შესაბამისად, მან რეკომენდაციით მიმართა გენერალურ პროკურორს და აღნიშნული საკითხის შესწავლა სთხოვა.

ახალი ამბები