სხვა
აირჩიეთ წელი:
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
2015-02-26
ქუთაისის მერობის კანდიდატს ბრალს ფინანსურ მაქინაციაში სდებენ
„საქართველოს ქალთა პარტია - სამართლიანობისა და თანასწორობისთვის" თავმჯდომარეს, ხათუნა მაჭავარიანს, რომელიც 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს ქუთაისის მერის პოზიციაზე იყრიდა, საკუთარი გუნდის წევრები ფინანსურ მაქინაციაში ადანაშაულებენ და მის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ.
2015-02-25
გორის დეპუტატსა და მოქალაქეს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო
23 თებერვალს შიდა ქართლის ადმინისტრაციულ შენობაში ქალაქის საკრებულოს დეპუტატ იოსებ ფალელაშვილსა და დიცის ყოფილი რწმუნებულის ზაქარია ბატიტაძის შვილს, ბექა ბატიტაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. უცნობია, რას აკეთებდნენ ღამის საათებში ადმინისტრაციულ შენობაში იოსებ ფალელაშვილი და ბექა ბატიტაძე. ასევე უცნობია შელაპარაკების მიზეზიც.
2015-02-24
მოვაჭრეებისა და ინვესტორის ულტიმატუმი გორის მერიას
გორში ქალაქის ცენტრიდან ბაზრის გარეუბანში გადატანამ მოვაჭრეების პროტესტი გამოიწვია. რამდენიმე გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ მოვაჭრეების ნაწილმა ბაზრის ტერიტორიის სკვერი დაიკავა და იქ კუსტარულად მოწყობილ დახლებზე ეწევიან კომერციულ საქმიანობას. მოვაჭრეები ბაზრის მფლობელს, ებრაელ ინვესტროს უპირისპირდებიან.
2015-02-23
ეროვნული პლატფორმის მე-6 საერთო კრებაზე თავმჯდომარე და ჯგუფების კოორდინატორები აირჩიეს
2015 წლის 11 თებერვალს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მე-6 საერთო კრება გაიმართა. კრებას 87 წევრი ორგანიზაცია ესწრებოდა.
2015-02-23
იმერეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს
2015-02-17
ვაზისუბნის მოსახლეობა გაყიდული საძოვრების დაბრუნებას ითხოვს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მდებარე რომანოვების ყოფილი სასახლე, რომელსაც შემდეგ საცდელ ბაზად იყენებდნენ, შპს „ვაზისუბნის მამულმა“ შეიძინა. სახელმწიფომ რომანოვების ყოფილ სასახლესთან ერთად მის გარშემო არსებული საძოვრებიც გაყიდა. სოფელ ვაზისუბნის მოსახლეობა ამ ფაქტს აპროტესტებს. მათი თქმით, საძოვრები მოსახლეობის საკუთრებაში იყო და სახელმწიფომ ქონება ყოველგვარი გაფრთხილებისა და აუქციონის გარეშე გაყიდა.
2015-02-12
სიძულვილის ენის პრობლემა ქართულ მედიაში - ადამიანის უფლებათა ცენტრის ტრენინგი
7 თებერვალს ადამიანის უფლებათა ცენტრის გურჯაანის ოფისში ჩატარდა ერთდღიანი ტრენინგ-კურსი სიძულვილის ენის პრობლემის შესახებ. ტრენინგი ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის, „რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“, ფარგლებში გაიმართა.
2015-02-12
ქუთაისის მერი მის წინააღმდეგ დაგეგმილ კამპანიაზე საუბრობს
„ჩემ წინააღმდეგ ბინძური კამპანია ხორციელდება. ადამიანებს სურთ, ქუთაისის მერი და მთლიანად მერია საზოგადოების თვალში დააკნინონ და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. მზადდება კამპანია, რომელიც ჩვენს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“, - ეს განცხადება ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ 11 თებერვალს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
2015-02-10
სოფელ ჯარიაშენში ე.წ. „საზღვრის“ სადერმაკაციო სამუშაოები განახლდა
რუსეთის და სამხრეთ ოსეთის საჯარისო ნაწილებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. „საზღვრის“ სადერმაკაციო სამუშაოები კვლავ განაახლეს. გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენში მავთულხლართების გავლების შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივების სახნავ-სათესი მიწების ნაწილი მოექცა. როგორც ჯარიაშენში აცხადებენ, ერთკილომეტრიან ზოლზე, ოკუპაციის ხაზმა მნიშვნელოვნად გადმოიწია.
2015-02-06
ISFED გოგა ხაინდრავასგან ცილისმწამებლური ფაქტების უარყოფასა და საჯარო ბოდიშის მოხდას მოითხოვს
2015 წლის 1 თებერვალს, ტელეკომპანია“ იმედის“ თოქშოუში - „იმედის კვირა“, ბ-ნმა გოგა ხაინდრავამ „სამართლიანი არჩევნებს“ და მის აღმასრულებელ დირექტორს, ნინო ლომჯარიას უკანასკნელი წლების განმავლობაში პოლიტიკური კორუფციის სქემაში მონაწილეობაში დასდო ბრალი.
2015-02-06
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი გამგებლის მხრიდან მუქარაზე საუბრობს
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი ხათუნა ხათაშვილი გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით ონიაშვილის მხრიდან მუქარაზე საუბრობს. ხათუნა ხათაშვილის განცხადებით, ონიაშვილმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პროკურატურით დაემუქრა.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას