მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
უჩა ნანუაშვილი: „ვფიქრობ, ლოპოტას ხეობაში არანაირი გატაცება არ მომხდარა“
31 აგვისტო, 2012
„მე ვფიქრობ, რომ ლოპოტას ხეობაში ახალგაზრდების გატაცება საერთოდ არ მომხდარა და ე.წ. ბოევიკები საქართველოს ტერიტორიაზე მინიმუმ რამდენიმე კვირის წინ არიან გადმოსულები. მათ შემთხვევით გადააწყდნენ ახალგაზრდები და ამის გამო გადაწყვიტეს ე.წ. „ბოევიკების“ თავიდან მოშორება. სავარაუდოდ, ხელისუფლებას მათი გამოყენება სხვა მიზნით უნდოდა“, – აღნიშნავს ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, უფლებადამცველი უჩა ნანუაშვილი.
„ქართულმა ოცნებამ“ რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიას 102 საჩივრით მიმართა
31 აგვისტო, 2012
რუსთავში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, საარჩევნო უბნები ერთი კვირის წინ გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ უბნების გახსნიდან მცირე დროა გასული, მათ გამოჩენას უკვე 102 საჩივარი მოყვა. 102 საჩივრის ავტორი კოალიცია „ქართული ოცნების“ რუსთავის შტაბია.
ხელისუფლებამ მოსახლეობისთვის სასურსათო პაკეტები შეიძინა
31 აგვისტო, 2012
ბათუმის მერია და ქობულეთის მუნიციპალიტეტი სოციალურად დაუცველ ოჯახებს სასურსათო პაკეტით ეხმარება. არც ერთი მათგანი აღნიშნულს მოახლოებულ არჩვენებს არ უკავშირებს. თუმცა, იმასაც აღიარებენ, რომ მსგავსი დახმარება გასულ წლებში მათი მხრიდან არ ყოფილა.
სექსუალური ძალადობა საქართველოში
30 აგვისტო, 2012
26 წლის ეკა (პირობითი სახელია) 9 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელს კი 3 წლის წინ მიაკითხა, როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა. ეკა დღეს 3 შვილის დედაა. თუმცა, მისი ფსიქოლოგის, მანანა სონღულაშვილის თქმით, მისი ფსიქო-ტრავმა დღემდე არ დასრულებულა.
პოლიციის შენობაში მოწყობილ სასტუმროში პოლიციელთა ოჯახის წევრები უფასოდ ისვენებენ
30 აგვისტო, 2012
გონიოს პოლიციის შენობაში ამავე უწყების თანამშრომლების ოჯახის წევრები ისვენებენ. პოლიციის კომუნალური ხარჯი კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან იფარება. არასამთავრობო ორგანიზაცია ამ ფაქტს არაპირდაპირ კორუფციად აფასებს.
საქართველო აცხადებს, რომ 3 ქართველი სამხედრო და 11 დივერსანტი მოკლულია რუსეთის საზღვართან
30 აგვისტო, 2012
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა 11 შეიარაღებული კაცი მოკლეს და სამი ქართველი სამხედრო დაიღუპა მაშინ, როდესაც რუსეთის საზღვართან მძევლებს ათავისუფლებდნენ, განაცხადა შსს-მ 29 აგვისტოს.
ამომრჩევლის მოსყიდვა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატის მხრიდან
29 აგვისტო, 2012
ნაციონალური მოძრაობიდან“ დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ ოტიაშვილმა ჩარგალში, ვაჟაობაზე, ერთ–ერთ ამომრჩეველს 500 ლარი გადასცა. როგორც ოტიაშვილმა მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, უსინათლო მომღერალს საკუთარი თანხით დაეხმარა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტის განცხადებით, ეს ფაქტი ამომრჩევლის მოსყიდვაა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.
თავდასხმა ახმეტაში – ნაცემია 2 ჟურნალისტი, დამტვრეულია ვიდეოკამერები
27 აგვისტო, 2012
შს მინისტრის მოადგილესთან გია ლორთქიფანიძესთან და მის ძმასთან, კუდ–ის კახეთის სამმართველოს უფროსთან დავით ლორთქიფანიძესთან დაახლოებულმა პირებმა, 22 აგვისტოს, საღამოს, ახმეტაში სტუდია „GNS“–ის ჟურნალისტები ვასილ დაბრუნდაშვილი და ბაჩო ბულისკერია ცემეს.
მცხეთა – მთიანეთი – წინასაარჩევნო დაიჯესტი N2
27 აგვისტო, 2012
11–დან 18 აგვისტოს ჩათვლით, მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა რეგიონში დააფიქსირა დეპუტატობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლის მცდელობისა და ხულიგნობის 1, დაკავების 2, ზეწოლის 4, დოკუმენტის სავარუდო გაყალბების 1 ფაქტი.
ტერი ბენჰემი: „საქართველოში ამომრჩეველთა სიები, ჯარიმები და კანონის უზენაესობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“
24 აგვისტო, 2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია დემოკრატიის კომიტეტის“ სპეციალური მრჩევლის, საარჩევნო საკითხების ექსპერტის, ტერი ბენჰემის შეფასებით, საქართველოში ამომრჩეველთა სიები, ჯარიმები და კანონის უზენაესობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
პედაგოგების ექსკურსია მესტიაში თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა
24 აგვისტო, 2012
ხელვაჩაურის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან მესტიაში პედაგოგთა ექსკურსიისათვის 5 000 ლარი დაიხარჯა. საკრებულოს თავმჯდომარე, მალხაზ ფარტენაძე აღნიშნულს მოახლოებულ არჩევნებს არ უკავშირებს. არასამთავრობო სექტორი კი აცხადებს, რომ ეს ამომრჩევლის მოზიდვაა.
ეუთოს კომისარი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას ქართული სოფლების სრული განადგურება
24 აგვისტო, 2012
ეუთოს უმაღლესმა კომისარმა ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკმა მოუწოდა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობას განმარტოს განცხადება, სადაც საუბარი იყო რეგიონის ქართულ სოფლებში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მის შემდეგ მიტოვებული სახლების ნანგრევებისაგან ტერიტორიის გაწმენდის გეგმებზე.
„ქართული ოცნების“ სამ აქტივისტს ხონის სასამართლომ 70-დღიანი პატიმრობა შეუფარდა
24 აგვისტო, 2012
21 აგვისტოს ხონის პოლიციამ „ქართული ოცნების“ ხონის ორგანიზაციის ორი აქტივისტი დააკავა. სოსო სულავას და კობა კუბლაშვილს ბრალი რომან ლიპარტელიანის სიტყვიერ შეურაცხყოფაში ედებათ.
სახიფათო რეისი, რომელსაც სააკაშვილი ოთხი წელი მალავდა
23 აგვისტო, 2012
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მეოთხე წლისთავზე, როგორც წინა წლებში, ამჯერადაც საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში იყო საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. თუმცა საქართველოს ლიდერის ძირითად მესიჯებში ორიგინალური და ახალი არაფერი ყოფილა, თუ არ ჩავთვლით სააკაშვილის მონათხრობ ერთ უცნაურ ამბავს, რომლის შესახებაც ამ ხნის განმავლობაში ფართო საზოგადოებისათვის არაფერი იყო ცნობილი.
„ნაციონალების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლანჩხუთში სააკაშვილის ყოფილი მოწინააღმდეგე იქნება
23 აგვისტო, 2012
22 აგვისტოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სტუმრობდა. სტუმრობის მთავარი მიზანი ლანჩხუთში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარის დეპუტატობის კანდიდატის წარდგენა იყო.
„ნაციონალური მოძრაობის“ შტაბი სოფლის გამგეობაში
22 აგვისტო, 2012
დუშეთის რაიონის სოფელ ჭართალის ტერიტორიული ორგანოს შენობის ერთ–ერთ ოთახში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბია გახსნილი. როგორც მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს შტაბის წარმომადგენელმა ირმა ნანიაშვილმა განუცხადა, გამგეობის შენობაში მისული მოქალაქეებისგან პრობლემებს იწერენ და დახმარებას პირდებიან.
ოპოზიციური პარტიები თვლიან, რომ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა მიზანმიმართულად ჭიანურდება
21 აგვისტო, 2012
ხუთმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 25 მაისს შეიტანა. ისინი საქართველოს ორგანული კანონის _ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების“ შესახებ ექვს ნორმას ასაჩივრებენ. სარჩელი დღემდე არ განხილულა. მოსარჩელეები თვლიან, რომ განხილვა განზრახ ჭიანურდება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 25-მა ლექტორმა პროტესტის ნიშნად დატოვა
21 აგვისტო, 2012
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის 25-მა ლექტორმა პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტი დატოვა. ამის შესახებ „პირველს“ ილიას უნივერსიტეტის უკვე ყოფილმა ლექტორმა გიორგი მიქანაძემ განუცხადა.
„მაგარი შენობა“ და „მაგარი სახურავი“ რუსთავის სკოლებს
21 აგვისტო, 2012
საარჩევნო წელს რუსთავის ყველა სკოლა რემონტდება. „რუსთავში ყველა სკოლის შენობა იქნება მაგარი! ექნება მაგარი სახურავი! სკოლებში იქნება საუკეთესო კომპიუტერული ცენტრები“, - განაცხადა პარტიის ლიდერმა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 16 აგვისტოს რუსთავში სტუმრობისას.
პოლიტიკური რეპრესიები სამტრედიაში
20 აგვისტო, 2012
19 აგვისტოს დილის 11 საათზე სამტრედიის რაიონული განყოფილების პოლიციის თანამშრომლებმა 22 წლის სერგო კიღურაძე დააკავეს. კიღურაძე მოძრაობა „შვიდი ნოემბრის“ წევრია. ამჟამად იგი კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და კოალიცია „ქართული ოცნების“ სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახი კალაძის წინასაარჩევნო კამპანიაშია ჩართული.