22:43, Friday, 23.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მართლმსაჯულება

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2017-12-13
დედა-შვილის გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია
11 დეკემებერს, ქალაქ  გორში, ჭალის დასახლებაში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში დედა-შვილი გარდაცვლილი ნახეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. 

2017-11-29
სუნთქვის მწვავე უკმარისობა თუ სამსახურეობრივი გულგრილობა
„ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა“, - 25 ოქტომბერს ნუცუბიძის ფერდობზე გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, 21 ნოემბერს პროკურატურამ გამოაქვეყნა დასკვნა. პროკურატურა გარდაცვალების მიზეზად ჰაერის უკმარისობას ასახელებს. ამასთან, დასკვნაში ვკითხულობთ, რომ გარდაცვლილის ორგანიზმში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების კვალი არ აღმოჩნდა.
2017-11-28
აზერბაიჯანელი აქტივისტების დევნა საქართველოში
„სიმართლე გითხრათ, ამ მომენტისთვის თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობ. ჩვენ მიმართ ხორციელდება ზეწოლა და თვალთვალი“, - აცხადებს აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი და აქტივისტი დაშგინ აღალარლი. დაშგინ აღალარლი არ არის ერთადერთი აზერბაიჯანელი აქტივისტი, ვინც საქართველოში თავს დაცულად ვერ გრძნობს. ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში აზერბაიჯანელი აქტივისტების დევნა გაძლიერდა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს საქართველოს ტერიტორიიდან. მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა, იძულებული გახდა, შვილთან ერთად, საქართველო დაეტოვებინა.
2017-11-28
ლიკვიდირებულის ფოტოდან ახლობლებმა ახმედ ჩატაევი ამოიცნეს
მედიით გავრცელებული ფოტოდან, რომელზეც თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას აფეთქების შედეგად შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის დანაწევრებული სხეულია ასახული, ახლობლებმა ახმედ ჩატაევი ამოიცნეს.
2017-11-15
ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, გიორგი ოქროპირიძე ე. წ. ცრუ დასმენის საქმეზე გამართლდა
ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარების შედეგად, მსჯავრდებული გიორგი ოქროპირიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულო ცნო ე. წ. ცრუ დასმენის საქმეზე.
2017-09-06
სახალხო დამცველის განცხადება ე.წ. ციანიდის საქმის განაჩენთან დაკავშირებით
სახალხო დამცველი ეხმიანება ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოტანილ განაჩენს და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით მართლმსაჯულება არ აღსრულდა.
2017-09-05
ადამიანის უფლებათა ცენტრი ე. წ. ციანიდის საქმეზე გამოტანილ განაჩენს აფასებს
ადამიანის უფლებათა ცენტრი არ იზიარებს ე. წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლის ძალითაც დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 
2017-07-20
უარი ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსზე და მუქარა მისი ოჯახის მისამართით
დემირელის სკოლის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ოჯახს უცნობი პირები ლიკვიდაციით ემუქრებიან - ამის შესახებ მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე, თუბა ჩაბუქი აცხადებს. ოჯახი სახელმწიფო დაცვის დანიშვნას ითხოვს. ამ მოვლენებამდე რამდენიმე დღით ადრე კი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ მუსტაფა ემრე  ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.
2017-06-20
გორის ვიცე-მერის ბავშვების ძიძამ ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო
15 ივნისს, საღამოს საათებში, ქალაქ გორის ვიცე-მერის საცხოვრებელ ბინას ნიღბიანები დაესხნენ თავს და დააყაჩაღეს. თავდაპირველი ვერსიით, დაყაჩაღების დროს დროს, სხეულის დაზიანება მიიღო გორის მერის მოადგილის, გოგა რაზმაძის ბავშვების ძიძამ.
2017-04-14
ყოფილი მთავარი პროკურორის მამამ სოფელ მანავში 28 მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორისა და ამჟამად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის გიორგი ბადაშვილის მამა - ნუგზარ ბადაშვილი სხვადასხვა სახელმწიფო საწარმოებშია დასაქმებული, მისი ხელფასი კი ყოველწლიურად ორმაგდება. ნუგზარ ბადაშვილმა 2016 წლის განმავლობაში საგარეჯოს სოფელ მანავში 227 467 მ2 სასოფლო მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა.
2017-02-25
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები მოწმის დაკითხვის ახალი წესის კვლევის ფარგლებში მამუკა ახვლედიანს შეხვდნენ
მიმდინარე წლის 23 თებერვალს, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები თბილისის  საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს მამუკა ახვლედიანს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს მოწმის დაკითხვის ახალი წესის  კვლევის ფარგლებში, მამუკა ახვლედიანისგან 17 თებერვლის დაკითხვის შესახებ ინფორმაციის მიღება წარმოადგენდა. მამუკა ახვლედიანმა ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებს სასამართლოში მისი დაკითხვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 
2017-01-30
მარგველაშვილმა ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულები შეიწყალა
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 27 იანვარს  ე.წ. კაბელების გახმაურებულ საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით მსჯავრდებული თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილი თანამშრომელი შეიწყალა.
[1] 2
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC