მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
მართლმსაჯულება
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
დისშვილმა დეიდა „13-წლიან შარში“ გახვია
24 აგვისტო, 2007
„ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო, როდესაც ხმამაღლა განაცხადეს, ის, რომ ბებიაშვილი არ არის ნასამართლევი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის დანაშაულებრივ ცხოვრებას არ ეწეოდაო. თუ 15 წელი სკოლაში მუშაობა დანაშაულებრივი საქმიანობა იყო, ნამდვილად არ ვიცოდი და ამიტომ, ჩემი დანაშაულებრივი ცხოვრების თუნდაც ერთი საბუთი მაინც წარმოადგინონ“, - განაცხადა განსასჯელმა ნანა ბებიაშვილმა
ნიგერიელი ტურისტები ბათუმის ციხეში
22 აგვისტო, 2007
აგვისტოს დასაწყისში, სარფში, სასაზღვრო პოლიციამ ნიგერიის სამი მოქალაქე დააკავა. მათ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედებათ ბრალად. ნიგერიის მოქალაქეების განცხადებით, მათ კანონი არ დაურღვევიათ და საპროცესო გარიგებისათვის გადასახდელ თანხაზე მეტად საპყრობილეში გატარებული არდადაგები ედარდებათ.
ბათუმის სასამართლოში თარჯიმნის პრობლემაა
14 აგვისტო, 2007
ბათუმის საქალაქო სასამართლოში თარჯიმნის ერთი შტატია. აჭარაში მოქმედ სხვა რაიონულ სასამართლოებში კი ეს შტატი საერთოდ არ არსებობს. მოქალაქეები, რომლებმაც ქართული ენა არ იციან, აცხადებენ, რომ მათ არ ესმით რა ხდება სასამართლო პროცესზე. სახალხო დამცველის აპარატში ამას უმცირესობის უფლებების დარღვევად და შესაბამისად, უკანონობად აფასებენ. ბათუმის საქალაქო სასამართლოში კი, დღეში, საშულოდ, ერთი ისეთი პროცესი მაინც იმართება, რომელშიც თარჯიმნის მონაწილეობა აუცილებელია.
ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმარ ქალს სასჯელს უკანონოდ, დანაშაულის პროვოკაციის შედეგად უხანგრძლივებენ
13 აგვისტო, 2007
ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმარს შორენა გეგელიშვილს, რომელსაც სასჯელის ვადა 8 აგვისტოს ეწურებოდა, რამდენიმე დღით ადრე ორთვიანი აღკვეთის ღონისძიება ისე შეუფარდეს, რომ ის არავის დაუკითხავს. იმის გამო, რომ მოსამართლე და მისი თანაშემწე შვებულებაში იმყოფებიან მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი ნესტან ლონდარიძე საქმის დეტალურად გაცნობას ვერ ახერხებს. ტუბერკულოზით დაავადებული პატიმარი პროტესტის ნიშნად, რამდენიმე დღის განმავლობაში შიმშილობდა, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო, დღეს ის იძულებული გახდა, შიმშილობა შეეწყვიტა.
"სიცხე" ციხეში - საპირფარეშოს რიგში მოხდილი სასჯელი
10 აგვისტო, 2007
ჩეჩენი ვახიდ ალბასტოვი საზღვრის უკანონო გადმოკვეთის ბრალდებით მეოთხე თვეა წინასწარი დაკავების საკანში ზის. ციხეში ყოფნის ოთხმა თვემ ის ისე შეცვალა გარეგნულად, რომ მის ადვოკატს, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტ ნინო ანდრიაშვილს მისი ცნობა გაუჭირდა.
„სისხლის კიბოთი“ დაავადებული პატიმარი შეწყალებას ითხოვს
8 აგვისტო, 2007
ვიტალი გამხუაშვილი უკვე წელიწადია სასჯელს ქურდობისთვის იხდის. ბრალდებული აღიარებს, რომ დანაშაული ნამდვილად ჩაიდინა და შეწყალებას ითხოვს. 22 წლის გამხუაშვილს თავისუფლების სამი წლით აღკვეთა ჯერ ხარაგაულის რაიონულმა სასამართლომ, შემდეგ კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიუსაჯა. თუმცა, არც ერთმა გაითვალისწინა, რომ ბრალდებული ლიმფოგრანულომატოზის (სისხლის კიბო). მესამე სტადიით არის ავად.
„უშვილო“ პატიმარი
7 აგვისტო, 2007
„როდესაც სოფიო კობახიძისათვის განაჩენი გამოჰქონდათ, მოსამართლემაც და პროკურორმაც კარგად იცოდნენ, რომ მას ერთი თვის შვილი ჰყავდა. სოფიოს ადვოკატმა, ანა გაგუამ პროცესზე ბავშვის დაბადების მოწმობა წარადგინა. მოსამართლემ და პროკურორმა მდუმარედ გადახედეს ერთმანეთს და საბოლოოდ ამ გარემოებაზე რატომღაც თვალი დახუჭეს. საქმეში არსად არის ნახსენები სოფიოს ერთი თვის შვილი“, - აცხადებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი დავით მანაგაძე.
„წავახალისოთ“ მკვლელები
2 აგვისტო, 2007
გოგა ხაინდრავა: ,,ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ღირსეულია ჩვენი საზოგადოება და რამდენად შეეგუება ამგვარ პატივაყრილობას. ჩემი პროგნოზით, სააკაშვილის ხელისუფლება სამარცხვინოდ დაასრულებს საკუთარ მოღვაწეობას. ეს არის ტერორი. ტერორს კი საზოგადოება ვერ შეეგუება.“