მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
მართლმსაჯულება
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
სამართალდამცავები სისხლის სამართლის საქმეს წყვეტენ
30 სექტემბერი, 2006
2006 წლის 8 ივლისს, ჟურნალისტ მარინა გოგოლაძისათვის ხელჩანთაში ტყვიის ჩადების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე, დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო შესაძლოა შეწყდეს. ჟურნალისტი ტყვიის ჩადებას ლაგოდეხის პოლიციის უფროსის მოადგილეს გია ლომიძეს უკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტს სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან.
უკანონო პატიმარი 9 თვის შემდეგ გაათავისუფლეს
30 სექტემბერი, 2006
მოსამართლე ნონა მაისურაძემ 20 წლის დავით ბაძგარაძე 9 თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მას ბრალად ედებოდა მოქალაქე სოფიო ზურაბაშვილის დაყაჩაღება და მობილური ტელეფონის წართმევა. მართალია, მის დასაკავებლად საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა, თუმცა ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის ნინო ციხისელის მოთხოვნით, ბაძგარაძეს პატიმრობა მიუსაჯეს.
პოლიციელები უფლებამოსილებას ამეტებენ
28 სექტემბერი, 2006
27 აგვისტოს, საღამოს 6 საათზე გორის რაიონის სოფელ ზერტში შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა სპეცოპერაციისას 25 წლის ბიჭს, მირზა ბესიაშვილს მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობა მიაყენეს. იმ დროისთვის სახლში ოჯახის ყველა წევრი იმყოფებოდა. დაახლოებით 30-მდე ნიღბოსანი პოლიციელი ბესიაშვილის ოჯახში იარაღის სროლით შევიდა. სამართალდამცავთა ინფორმაციით, მირზა ბესიაშვილს სხვადასხვა დანაშაულებრივ ფაქტებზე ედება ბრალი.
საქართველოში პოლიტიკურ კონკურენტებს აპატიმრებენ
27 სექტემბერი, 2006
4 სექტემბერს გორის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი მამუკა ფანიაშვილი დააპატიმრეს. ადგილობრივი სამხედრო პოლიცია მის ჯარში გაწვევას უკანონოდ, ძალით ცდილობდა. ჟურნალისტების აქტიურობისა და 4 საათიანი პატიმრობის შემდეგ კი გაირკვა, რომ სამართალდამცველებს შეცდომა მოუვიდათ და ფანიაშვილი უკანონოდ აიყვანეს. ამის შემდეგ კი იძულებულები გახდნენ, ის გაეთავისუფლებინათ.
ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალი დააპატიმრეს
26 სექტემბერი, 2006
არასამთავრობო ორგანიზაციები ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ გამოდიან და ხელისუფლებას ძალადობის მსხვერპლთა დაცვისკენ მოუწოდებენ. მათი გააქტიურება თბილისში 29 აგვისტოს მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ გამოიწვია, როცა სამართალდამცველებმა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, 32 წლის ფეხმძიმე ნათია ჯანელიძე დააპატიმრეს.
დაკავებათა ახალი სერია გალის რაიონში
20 სექტემბერი, 2006
როგორც მოსალოდნელი იყო, თხილის სეზონის დაწყებასთან ერთად, გალის რაიონში გახშირდა ყაჩაღური თავდასხმები, მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის აწიოკება. მარტო მიმდინარე კვირას, ზედიზედ რამდენჯერმე შევიდა ე.წ. აფხაზური მილიციის ქვედანაყოფები დაბალი ზონის სხვადასხვა სოფელში.
პატიმრები მოქალაქეებს ციხიდან აყაჩაღებენ
19 სექტემბერი, 2006
პატიმრებმა მოქალაქეების დაყაჩაღების ახალ საშუალებას მიაგნეს: ისინი საკნიდან დანაშაულის ჩადენას მობილური ტელეფონის საშუალებით ახერხებენ და თაღლითობით მოქალაქეებს საკუთარ მობილურ ტელეფონებზე ანგარიშს ავსებინებენ. აღნიშნული პროცედურა კი შემდეგნაირად მიმდინარეობს:
პოლკოვნიკს ერთწლიანი პატიმრობა შეუფარდეს
13 სექტემბერი, 2006
ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნანა ჩალათაშვილმა, საზღვრის დაცვის #6 რეგიონული სამმართველოს ყოფილ უფროსს, ბესიკ ზურაბიშვილს ერთწლიანი პატიმრობა შეუფარდა. დაპატიმრებულის ადვოკატი ნინო აგაბეკოვა რაიონული სასამართლოს განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს, კახეთის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები კი ზურაბიშვილის დაპატიმრებას ახირებას უწოდებენ.
ფინანსურმა პოლიციამ მოქალაქე ჩხრეკის ოქმის გარეშე დააკავა
8 სექტემბერი, 2006
„მაჩვენეთ ჩხრეკის ოქმი, მეტს არაფერის ვითხოვ”, – ეუბნებოდა ფინანსური პოლიციის მუშაკებს 53 წლის დაკავებული თამაზ ელბაქიძე, რომელსაც შიდა ქართლის ფინანსური პოლიცია კონტრაბანდული სიგარეტის გადაზიდვაში ედავება. გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ზაზა რამიშვილმა არ გაითვალისწინა დაკავებულისა და მისი ადვოკატის თამარ თედლიაშვილი მოთხოვნა და დაკავებულს ისე შეუფარდა წინასწარი ორთვიანი პატიმრობა, რომ მოსამართლესაც თვალით არ უნახავს ჩხრეკისა და დაკავების ოქმი.
კვიციანის დასაჭერად ჩატარებულ სპეცოპერაციისას ოჯახი დაზარალდა
6 სექტემბერი, 2006
3 აგვისტოს ღამის 4 საათზე, ხულოს რაიონის სოფელ უჩხოში, გივრაძეების ოჯახში, სამართალდამცავები ემზარ კვიციანს, ცეცხლსასროლ იარაღსა და ასაფეთქებელ ნივთიერებებს ეძებდნენ. ჩხრეკისას სპეცრაზმელებმა ოჯახს გარკვეული ზიანიც მიაყენეს. სპეცოპერაციით შეშინებული ოჯახის წევრები ოპერაციის დეტალებს იხსენებენ.