მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
ლტოლვილები / დევნილები
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
გზა არსაით - დევნილი ცოლ-ქმარი ბიუროკრატიზმის ჩიხში
20 სექტემბერი, 2010
კოდორის ხეობიდან დევნილი ცოლ-ქმარი, ლუდმილა დოცენკო და ვიტალი ხუროშვილი 2 თვეა, თბილისის ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში ცხოვრობენ. უსახლკარობასა და უსახსრობას უიმედობაც დაემატა - ორწლიანი დაპირების შემდეგ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მათ ფართის გამოყოფაზე ან ფულადი კომპენსაციის მიცემაზე უარი უთხრა.
ვოლტერ კელინი: „დევნილთა ადგილობრივი ინტეგრაცია არ ნიშნავს, რომ მათ ერთმევათ დაბრუნების უფლება“
17 სექტემბერი, 2010
გარემოვაჭრეთა და დევნილთა მორიგი საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან გაიმართება
9 სექტემბერი, 2010
ანტისანიტარიაში მიტოვებული დევნილები
9 სექტემბერი, 2010
აფხაზეთიდან დევნილი 28 ოჯახი წლებია, ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ დასახლებაში ცხოვრობს. თუმცა, მათი საცხოვრებელი ფართების პრივატიზაციის პროცესი ჯერაც არ დაწყებულა. ამასთან, უკვე 2 თვეა, წყალგაყვანილობიდან მუდმივად ჟონავს წყალი და ფეკალური მასები, რის გამოც შენობაში მომრავლებულია მწერები. უსიამოვნო სუნის გამო თითქმის შეუძლებელი დერეფნებსა და ოთახებში გაჩერება.
დევნილებს მარიამობა ელექტროენერგიის გათიშვით „მიულოცეს“
8 სექტემბერი, 2010
სენაკის ე.წ. სამხედრო ქალაქი, სადაც 621 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, დასავლეთ საქართველოში დევნილთა ყველაზე დიდი დასახლებაა. აქ 1828 დევნილია აღრიცხული. 27 აგვისტოს „ენერგო-პრო ჯორგიამ“ მათ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა. წინა დღეებში დევნილებმა კომპანიის განცხადებებზე ხელი არ მოაწერეს და სწორედ ამიტომ დაისაჯნენ.
„სიკვდილი რომ დავაპიროთ, სასაფლაოზე მისასვლელად რუსეთის ვიზა გვჭირდება“
7 სექტემბერი, 2010
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფართობი კიდევ ორი კილომეტრით გაიზარდა. მართალია, ჩვენი ხელისუფლება ამას არ ახმაურებს, მაგრამ თითქმის ორი თვეა, რუსული ჯარის ნაწილებმა კასპის რაიონის სოფელ ლამისყანაში თვაურების დასახლების დიდი ნაწილი დაიკავეს და მიწაყრილით გაყვეს, რის გამოც მოსახლეობა სახლში შესვლას ვეღარ ახერხებს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა ლამისყანელების სავარგულების დიდი ნაწილიც. გამოდის, რუსი ოკუპანტები თბილისთან ახლა კიდევ უფრო ახლოს, ზუსტად 24 კილომეტრში არიან.
უსახლკაროდ დარჩენილმა დევნილებმა კობა სუბელიანს გაეროში უჩივლეს
2 სექტემბერი, 2010
დევნილთა ნაწილი დამწვრობის ცენტრში შესახლებაზე უარს ამბობს
2 სექტემბერი, 2010
თბილისში, ოფთალმოლოგიისა და ნევროლოგიის ეროვნულ ცენტრში უკვე წლებია, აფხაზეთიდან დევნილი 60-მდე ოჯახი ცხოვრობს. 2007 წელს აღნიშნული შენობა „პსპ ჯგუფში“ შემავალმა კომპანიამ „ნიუ ჰოსტიპალმა“ შეიძინა და ახალი მრავალპროფილიანი სამედიცინო კლინიკის მშენებლობა დაიწყო. ამის გამო დღის წესრიგში შენობის ერთ ნაწილში მცხოვრები 39 დევნილი ოჯახის გამოსახლების საკითხი დადგა.
ფოცხოეწერის მდგმურები - რეპორტაჟი გადასახლებიდან
1 სექტემბერი, 2010
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ყოველგვარი დიალოგისა და გაცნობიერებული არჩევანის გაკეთების საშუალების მიცემის გარეშე, თბილისში რეგისტრირებული 12 დევნილის ოჯახი ფოცხოეწერის დასახლებაში ჩაასახლა. ამ იძულებით სპეცოპერაციას გადასახლება უფრო ერქვა, ვიდრე ჩასახლება. ამ დროს დევნილებს შორის იყო ორი ორსული, სამი ძუძუთა ბავშვი, ექვსი არასრულწლოვანი და ცხრა ავადმყოფი.
კობა სუბელიანის უწყებასთან მოშიმშილე დევნილები 10 000 დოლარის ფარგლებში კომპენსაციას ითხოვენ
1 სექტემბერი, 2010