მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
პაატა ხოხაშვილის სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე სამართალდამცავები უარს ამბობენ
7 ივლისი, 2009
პრეზიდენტის არწივები წინასწარი გამოძიების საკანში იმყოფებიან პაატა ხოხაშვილის პირად საქმეში, რომელიც თავდაცვის სამინისტროს არქივში ინახება, დღემდე მხოლოდ მადლობის ბარათები, სიგელები და მედლები იდო. დღეს კი მის შეუბღალავ სამხედრო კარიერას სამხედრო ამბოხის მოწყობის ბრალდება ამძიმებს. პრეზიდენტი მეომრებს, რომლებიც დღეს გლდანის წინასწარი გამოძიების საკანში იმყოფებიან, ერთ დროს, თავის „არწივებს“ უწოდებდა. ახლა ეს არწივები დაპატიმრებულები არიან და მათ სამართალდამცავები მკურნალობის საშუალებასაც არ აძლევენ.
შიდა ქართლელები აზერბაიჯანულ კომპანიას დასაქმებას სთხოვენ...
7 ივლისი, 2009
აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს მიერ მიღებული ფულადი დახმარების დიდი წილი ინფრასტრუქტურის, კერძოდ გზების რეაბილიტაციაზე მოდის. შეკეთდება როგორც ცენტრალური მაგისტრალი, ასევე შიდა გზები. ბოლო დროს მოსახლეობის დიდ უკმაყოფილებას სვენეთი-რუისის მონაკვეთზე დაგეგმილი სამუშაოები იწვევს. ადგილობრივი მოსახლეობა, მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმებას ითხოვს.
სამინისტრომ დაყადაღებული ობიექტი მიითვისა
6 ივლისი, 2009
სავაჭრო ცენტრი „ბათუმი“ გასხვისებულია. ახალი მფლობელია შპს „სავაჭრო ცენტრი 2009“, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, აბესალომ გურგენიძე ხელმძღვანელობს. ქონების ყოფილი მფლობელები აცხადებენ, რომ სამინისტრომ მათ დაყადაღებული ქონება წაართვა. რასაც სამინისტროში უარყოფენ.
ვანო მერაბიშვილის თაყვანისმცემლებში ჟურნალისტები ფიქსირდებიან
6 ივლისი, 2009
სატელევიზიო გადაცემა „პოზიციაში“ სტუმრად მყოფმა „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ გადაცემის წამყვანს, ჟურნალისტ ნინო შუბლაძეს განუცხადა, „სირცხვილია, ცნობილ საიტ „ფეისბუქზე“ ვანო მერაბიშვილის ფანკლუბი რომ არის გახსნილი“. ეს რიგით ტელემაყურებელს, სავარაუდოდ, ხუმრობა ეგონებოდა, თუმცა ქვეყნის „ხერხემლად“ შერაცხულ შინაგან საქმეთა მინისტრს თურმე მართლა ბევრი ფანი ჰყოლია.
სააკაშვილის მოძველებული მატარებლები ბუფერული ზონის მოსახლეობას მძიმე დღეში აგდებს...
6 ივლისი, 2009
შიდა ქართლის მოსახლეობას იაფფასიანი მატარებლით მგზავრობა ყელში ამოადინეს. რამდენიმე ხნის წინ ბორჯომის სადგურზე პომპეზურად აღნიშნეს შიდა ქართლის მიმართულებით „ახალი“ მატარებლების გამოყოფა.
ლევან გოგიჩაიშვილი გამოძიების დასრულებამდე წინასწარ პატიმრობაში რჩება
3 ივლისი, 2009
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ლევან გოგოჩაიშვილის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შესახებ, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. გოგიჩაიშვილის ადვოკატი გირაოს სახით სასამართლოს 2000 ლარს სთავაზობდა, თუმცა მოთხოვნა აღმკვეთი ღონისძიების გირაოს სახით შეცვლის შესახებ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სამოქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი დასაბუთებულია.
რა კავშირი აქვს ლუკა რამაზაშვილის პატიმრობას თელავის ტელეკომპანიასთან
2 ივლისი, 2009
კონსერვატორული პარტიის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ პარტია „მრეწველების“ კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ყოფილ ხელმძღვანელს, ლუკა რამაზაშვილს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიანიჭა. თელავის რაიონული სასამართლოს მიერ ყაჩაღობაში, სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურებაში, გამოძალვასა და სხვა დანაშაულებში მსჯავრდებული რამაზაშვილი სასჯელს უკვე მეოთხე წელია იხდის. რამაზაშვილის საქმე წარმოებაში მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრის“ დირექტორი ენრი კობახიძე და მისი ბიზნესპარტნიორი, კომპანია „ყაზბეგის“ გენერალური დირექტორი გოგი თოფაძე ირწმუნებიან, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ლუკა რამაზაშვილი ციხეში დამოუკიდებელი რეგიონალური ტელეკომპანიის ხელში ჩაგდების მიზნით ჩასვა.
დევნილები და დეპუტატები
2 ივლისი, 2009
გადაუღებელმა წვიმებმა წეროვანში მდებარე კოტეჯები დააზიანა. კოკისპირული წვიმების შედეგად კოტეჯებში მცხოვრებ დევნილებს წყალი სახურავიდან და ფანჯრებიდან „თქრიალით“ ჩაუვიდა. ისინი აცხადებენ, რომ ყოველდღიური პრობლემებისგან დაიღალნენ. ვის შესჩივლონ აღარ იციან, რადგან საპასუხოდ გამუდმებით ლანძღვა-გინება ესმით, მათ შორის არჩეული დეპუტატებისგან. და მართლაც, დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა, რევაზ კახნიაშვილმა დევნილებს, რომლებიც საკუთარ გასაჭირზე საუბრობენ უმადურები უწოდა...
ტაქსის მძღოლების აქციაზე ოპოზიცია ინფორმაციას წინასწარ ფლობდა
1 ივლისი, 2009
დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ტაქსის მძღოლების აქცია გაიმართა. ისინი რუსთაველის პროსპექტის საკნებისგან განთავისუფლებას ითხოვდნენ.