მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ცხოვრება ვაი-ვაგლახით
30 ივნისი, 2007
ხერთვისი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელია. ის ცენტრიდან დაახლოებით 12 კილომეტრითაა დაშორებული. სოფელში 55 კომლი ცხოვრობს. მოსახლეობის დიდი ნაწილი დუშეთის, ზესტაფონისა და თერჯოლის რაიონებიდან არის ჩამოსახლებული.
სოფელი უფლისციხე კვლავ ეპიდემიის საფრთხის წინაშეა
30 ივნისი, 2007
გორის რაიონის სოფელ უფლისციხის მოსახლეობა კვლავ ეპიდემიის საფრთხის წინაშეა. ეპიდემიის საშიშროებას სოფელში არსებული მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა ქმნის. ზაფხულის დადგომასთან და გადაუღებელი წვიმების შედეგად ფეკალური მასა წყლით გავსებული საკანალიზაციო ჭებიდან კვლავ ამოდის და მოსახლეობის ეზოებში და ჭებში ჩადის.
გორის რაიონული სასამართლოში განაჩენები დროულად არ იწერება
30 ივნისი, 2007
გორის რაიონული სასამართლოში გამოტანილი განაჩენების დაწერას არც ერთი მოსამართლე არ ჩქარობს. განაჩენი რომელიც მხარეებს 14 დღის განმავლობაში უნდა ჩაბარდეს, ფურცელზე ხშირ შემთხვევაში დაწესებულ ვადაზე გვიან გადადის.
კახეთში, ადგილობრივი ხელისუფლება ქურდებთან თანამშრომლობს
29 ივნისი, 2007
„კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებსაც რაიონები ხელში უჭირავთ, კანონიერი ქურდები და ე.წ. კარგი ბიჭები, მიუხედავად იმისა, ისინი თავად სჩადიან თუ არა დანაშაულს, თუკი ორგანიზებულ დანაშაულთან მათი კავშირი დამტკიცდება, ისინი აუცილებლად ჩასხდებიან ციხეში,“ - პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ სამართალდამცავებმა ბევრი ავტორიტეტი დააპატიმრეს, მათ შორის კახეთშიც. ბევრზეც ძებნაა გამოცხადებული.
ქუთაისი სკანდალური პროცესის მოლოდინშია
28 ივნისი, 2007
28 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ქართული სამართალწარმოების კიდევ ერთი სკანდალური პროცესი განახლდება იმ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც 2006 წლის 7 დეკემბერს, ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე 19 წლის ვარლამ ფხაკაძე სასიკვდილოდ დაჭრეს.
სამლარიანი კასეტის ქურდობაში ბრალდებულს 7 წლიანი პატიმრობა ემუქრება
28 ივნისი, 2007
წალინჯიხის რაიონში მცხოვრები ნიკა ფიფია პატომრობაში სამლარიანი კასეტის ქურდობისთვის მოხვდა. ფიფიას ადვოკატი ხვიჩა ხევსურიანი ამბობს, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
გონებაშეზღუდულები შესაძლოა ისევ ციხეში დააბრუნონ
28 ივნისი, 2007
ფსიქიურად დაავადებული არჩილ სურამელი და ზურაბ ჯანეზაშვილი შესაძლოა ისევ ციხეში დააბრუნონ. ორივე მათგანს გორის რაიონის პროკურორის კახა მურადაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე 6-6 ათასი ლარის გირაო აქვთ შეფარდებული. გირაოს უზრუნველყოფის მიზნით კი ისინი ციხეში მოხვდნენ. „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ აღნიშნული საკითხი რამდენიმე კვირის წინ გააშუქა.
სიბერე ბნელში
28 ივნისი, 2007
მთელი ცხოვრება სახელმწიფო სამსახურში გაატარა, დარჩენილ სიცოცხლეს კი ბნელში ატარებს. 70 წლის თინა ბიბილურიძეს ორი წელია შუქი არ აქვს. მას 38 ლარიანი პენსია მთლიანად წამლებში ეხარჯება.
აქცია ლოზუნგით: „ერთად წამების წინააღმდეგ“
26 ივნისი, 2007
26 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყენაში, მათ შორის საქართველოში, წამების მსხვერპლთა მხარდასაჭერი საერთაშორისო დღე აღინიშნა. „ერთად წამების წინააღმდეგ“ - ეს არის დევიზი, რომლის ირგვლივაც სხვადასხვა ქვეყნები ერთიანდებიან. თბილისში ამ დევიზით ერთობლივი აქცია ადამიანის უფლებათა და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა გამართა.
უმწეოებს საჭმელს თითის ანაბეჭდების აღების შემთხვევაში აჭმევენ
26 ივნისი, 2007
ძველი თბილისის გამგეობამ ლეონიძის ქუჩაზე მდებარე უფასო სასადილოში თითის ანაბეჭდების სპეციალური აპარატი დაამონტაჟა. ეს იმას ნიშნავს, რომ უმწეო მოსახლეობას საჭმელს მხოლოდ იმ შემთხვევაში აჭმევენ, თუ ისინი სასადილოში თითის ანაბეჭდს დატოვებენ. უმწეო მოსახლეობა აღნიშნულ ქმედებას სამარცხვინოს უწოდებს და ანაბეჭდის დატოვებას არ აპირებს, გამგეობაში კი პანიკის საფუძველს ვერ ხედავენ.
რით ემუქრება ცხინვალის უნივერსიტეტის რექტორატი სტუდენტებს
26 ივნისი, 2007
ცხინვალის უნივერსიტეტის ,,რევოლუციურ“ სტუდენტებს უნივერსიტეტიდან „ჰყრიან“. ყოველ შემთხვევაში უნივერსიტეტის მესამე კურსელები ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ასე აფასებენ. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ვინც წელს მესამე კურსი დაამთავრა, მთელი ზაფხულის განმავლობაში გააგრძელებენ სწავლას და სექტემბრამდე მეოთხე კურსსაც ექსტრემალურ პირობებში დაამთავრებენ.
უფროსების „პრინციპების“ გამო ბავშვები უბინაოდ რჩებიან
25 ივნისი, 2007
მცირეწლოვანი ბავშვები, რვა წლის ნიკა და ხუთი წლის ია ქიქავები ღია ცის ქვეშ უფროსების პრინციპების გამო რჩებიან. ბაბუის დანატოვარი ქონების გამო დავა ბიძებთან, თემურ და ვაჟა ქიქავებთას ბათუმის სასამართლოში თვეების განმავლობაში იწელება. როგორც ბიძები აცხადებენ, ბავშვებს მემკვიდრეობის უფლებები მშობლების ქმედებების გამო ეზღუდებათ.
კახეთი ხმაურიანი დაჭერების მოლოდინში
25 ივნისი, 2007
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი კახეთში რაიონულ გამგეობებს ამოწმებს. დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ინფორმაციით, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიებაც სისხლის სამართლის საქმეზე, გურჯაანის რაიონული საკრებულოს და გამგეობის ხელმძღვანელ პირთა მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მითვისების ფაქტზე. სამოხელეო დანაშაულებს იძიებს პროკურატურაც.
გორის პატრული საქართველოს კონსტიტუციას არღვევს
22 ივნისი, 2007
გორში, პატრულის „გადამეტებულმა“ მუშაობამ ხალხი შეაწუხა. მოქალაქეები, რომლებიც ქალაქში პატრულისათვის „უცხო“ ავტომობილებით მოძრაობენ, ყოველგვარი წესრიგის დარღვევის გარეშე, მათი დაკავების ობიექტები ხდებიან. სამხარეო სამმართველოსთან კი ნარკოლოგიური შემოწმებისათვის მიყვანილი ახალგაზრდების რიგები გაუთავებლად დგას.
80 წლის მოხუცს ჩვენებაზე უარის თქმის მოტივით ასამართლებენ
22 ივნისი, 2007
ხულოს რაიონის სოფელ გელაურაში მცხოვრებ შახზად ვანაძეს სასამართლოსათვის მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო მოსამართლემ სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენა. ვანაძის განცხადებით, მან ჩვენება სასამართლოს იმიტომ ვერ მისცა, რომ ფაქტის თვითმხილველი არ იყო და არ იცოდა მომხდარის შესახებ. ვანაძეს წაყენებული ბრალის მიხედვით 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
სამომხმარებლო კალათა უმრავლესობისათვის მხოლოდ პურით შემოიფარგლება
21 ივნისი, 2007
2006 წლის ექსპერტული გათვლებით, ქალაქ ახალციხეში სახელმწიფო სექტორში მინიმალური ნორმატიული ხელფასი – 220, კერძო სექტორში - 190 ლარია. ოჯახის საარსებო მინიმუმი კი 175 ლარს შეადგენს. ამის მუხედავად სამცხე-ჯავახეთში სამომხმარებლო კალათა ყოველ წელს იზრდება. ექსპერტების გამოთვლებით, სოფლის მოსახლეობის შემოსავალი საარსებო მინიმუმზე მეტია.
საქართველო თანამედროვე მონობის პირველ კალათაშია
21 ივნისი, 2007
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ტრეფიკინგის შესახებ 2007 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. მისი მიხედვით, თანამედროვე მონობის წინააღმედეგ ბრძოლის კუთხით საქართველომ ერთი საფეხურით წინ გადაინაცვლა და მესამე კალათაში აღმოჩნდა. 2006 წელს ჩვენ მეორე კალათაში ვიმყოფებოდით, უფრო ადრე კი პირველში.
ტრაგედიისთვის, რომელიც მსხვერპლით დასრულდა, არავინ დაისჯება?!
21 ივნისი, 2007
უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარე მშენებლობამ, ცოტა ხნის წინ, გურჯაანში, სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თამაზ ყავალაშვილი, ვასიკო აბესაძე და არასრულწლოვანი იმედა სისაური ნანგრევების ქვეშ მოჰყვნენ. მომხდართან დაკავშირებით შს გურჯაანის სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. თუმცა, იმ მიზეზით, რომ დაზარალებულებს მშენებარე ობიექტის მფლობელთან პრეტენზიები არ აქვთ, გამოძიება შესაძლოა შეწყდეს.
სასამართლო პროცესები აუდი-ვიდეო ჩაწერის გარეშე
20 ივნისი, 2007
საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივას სასმართლო პროცესებზე ვიდეო და აუდიო ჩაწერების აკრძალვის შესახებ, სამეგრელოს ჟურნალისტები ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ მსგავსი აკრძალვა მათ ჟურნალისტურ საქმიანობასა და საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდებაში ხელს შეუშლის.
თავდაცვის ბიუჯეტი 442 მილიონით გაიზარდა
20 ივნისი, 2007
საქართველოს პარლამენტმა 442 მილიონი ლარით გაზრდილი თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა. მართალია, მას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, თუმცა კანონპროექტის მიღებისთვის ამას ხელი არ შეუშლია. ოპოზიცია თავდაცვის ბიუჯეტის გამჭვირვალობას და იმის ახსნას ითხოვდა, თუ რისთვის არის ეს თანხა საჭირო. ოპონენტთა პასუხი კი მარტივი იყო, რაც გამჭვირვალე უნდა იყოს, გამჭვირვალეა.