01:37, Wednesday, 23.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მართლმსაჯულება

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2015-02-10
სამართლიანობის აღდეგნის მოთხოვნით ქუთაისში აქცია გაიმართა
6 თებერვალს, ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე ქვეითად მოსიარულე 19 წლის ნანა გიგლემიანს ავტომანქანა დაეჯახა. დაჯახების შედეგად გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველთა განმარტებით, მძღოლი, რომელიც ავტომობილს მართავდა, მიიმალა. დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც,  გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადებით, უდანაშაულოა. მათი თქმით,  რეალურ დამნაშავეს სამართალდამცველები ხელს აფარებენ.
2015-02-06
ინტიგამ ალიევი გალიიდან გაათავისუფლეს
3 თებერვალს ცნობილი აზერბაიჯანელი უფლებადამცველის, ინტიგამ ალიევის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის არსებითი მოსმენა ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლოში სასამართლო კოლეგიის მოულოდნელი გადაწყვეტილებით დაიწყო. მოსამართლემ სხდომის დაწყებისთანავე, ყოველგვარი შუამდგომლობის გარეშე, რკინის გალიიდან უფლებადამცველის გამოშვება ბრძანა.
2015-02-04
სტრასბურგის სასამართლომ სულხან მოლაშვილის საქმეში დარღვევები დაადგინა
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე (არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობას, ან დასჯას), მეხუთე (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება), მეექვსე (სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლება) და მეთოთხმეტე მუხლი (დისკრიმინაციის აკრძალვა) - სტრასბურგის სასამართლომ 2014 წლის 23 ოქტომბერს სულხან მოლაშვილის საქმე დახურა და გადაწყვიტა, რომ მოლაშვილის მიმართ ევროპული კონვენციის 4 მუხლი დაირღვა. 
2015-02-02
“სინდისის პატიმარი” - რასულ ჯაფაროვის საქმე
27 იანვარი, აზერბაიჯანი, ბაქო, ვურგუნის ქუჩის კუთხე. მძიმე დანაშაულებისთვის განკუთვნილი სასამართლოს გვერდითა შესასვლელთან ხალხის რაოდენობა სულ უფრო იზრდება - მოქალაქეები, უცხოელი დამკვირვებლები და ჟურნალისტები აზერბაიჯანელი უფლებადამცველის, რასულ ჯაფაროვის სასამართლო პროცესის დაწყებას ელოდებიან. 
2015-01-30
ემზარ კვიციანი სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს
„სამართალმა გაიმარჯვა, კოდორის შვილი თავისუფალია" - ამ სიტყვებით შეხვდნენ 28 იანვარს, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებულ ემზარ კვიციანს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ეზოში შეკრებილი ოჯახის წევრები, ახლობლები, დევნილები კოდორის ხეობიდან და სრულიად უცნობი ადამიანები.
2015-01-30
ადამიანის უფლებათა ცენტრი Human Rights Watch-ის 2015 წლის ანგარიშში
Human Rights Watch-ის  2015 წლის ანგარიში რიგით 25-ე ანგარიშია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, 90-ზე მეტ ქვეყანაში, ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან დარღვევებს ასახავს. წლის განმავლობაში Human Rights Watch ადგილობრივ უფლებადამცველ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებდა ქვეყნებში ადამიანის უფლებების დარღვევის მონიტორინგს; თანამშრომლობდა ადგილობრივ მთავრობებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
2015-01-29
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ იეჰოვას მოწმე გაამართლა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ იეჰოვას მოწმე ლელა შველიძე უდანაშაულოდ სცნო. მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვას humanrights.ge რამდენიმე კვირის წინ აშუქებდა. 
2015-01-26
ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურას საქმეების დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს
23 იანვარს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართეს. მათი თქმით, მთავარი პროკურატურა არ იძიებს მთელ რიგ საქმეებს, სადაც იკვეთება პენიტენციალური სისტემისა და სამართალდამცველი სტრუქტურების სისტემური დანაშაულის ნიშნები. 
2015-01-23
ქობულეთის მუსლიმთა პანსიონთან ბარიკადებია აღმართული
ქობულეთში მუსლიმთა პანსიონის კარზე დაკლული ღორის თავის მიჭედებიდან ოთხ თვეზე მეტი გავიდა. ეს შემაშფოთებელი ფაქტი სამოქალაქო საზოგადოებამ და მთავრობამ ცალსახად დაგმო. თუმცა, ადგილზე ვითარება კვლავ დაძაბულია.
2015-01-22
ოჯახის წევრების განცხადებით, იური ვაზაგაშვილი მოკლეს
2006 წელს სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. იური ვაზაგაშვილის ცხედარი კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, შვილის საფლავზე ნახეს.  ვაზაგაშვილი ყარაფილაში ახლობლის დაკრძალვაზე იმყოფეობდა და შვილის საფლავზე მივიდა.  
2015-01-16
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი საიხან მუზაევის საქმის გამოძიებას ითხოვს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა  და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვას, რომლებმაც მოითხოვეს საიხან მუზაევის უფლებების დარღვევების ფაქტთან დაკავშირებით, აღნიშნული საქმის შესწავლა და დროული რეაგირება. 
2015-01-14
საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით კანონი ისევ ირღვევა
2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, შპს "RMG Gold"-მა არქეოლოგიური ობიექტის დაშლა (აღების) სახელით, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მაღაროზე მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოება განაახლა.
1 2 3 4 5 [6]
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC