მართლმსაჯულება
10 ივლისი, 2007
“სასამართლოდან რომ მოვდიოდით, ჩემმა 8 წლის შვილმა მითხრა: დედიკო, ისეთ დღეში ვართ, რიონში თუ გადავვარდებით და თავს დავიხრჩობთ, თუ არა, სხვა გამოსავალი აღარ გვაქვსო. შვილს რას ვერჩი, მაგრამ მე სხვა გამოსავალი, მართლაც, აღარ დამრჩენია. დანაშაულის გრძნობის გამო საკუთარ შვილებს თვალებში ვეღარ ვუყურებ. სამი წელია, ჩემი შვილი კეთილი ადამიანების დახმარებით, ბაბუისაგან ნაანდერძევი სახლის კანონიერ მფლობელობაში დაბრუნებისთვის ბრძოლაშია ჩართული.