მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
მართლმსაჯულება
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
„ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია“ (FIDH) საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტს ადასტურებს
30 ივლისი, 2009
საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტს უკვე საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციებიც აღიარებენ. „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ“ (FIDH) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ცალსახადაა აღნიშნული საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტი. კერძოდ, „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია“ პოლიტპატიმრებად განიხილავს 8 ადამიანს: ნორა კვიციანი, ჯონი ჯიქია, რევაზ კლდიაშვილი, შალვა რამიშვილი, მაია თოფურია (და მასთან ერთად ამავე საქმესთან დაკავშირებით დაჭერილი პიროვნებები), დემურ ანთია, ომარ ქუცნაშვილი, მერა რატიშვილი.
ვინ დააპატიმრა პოლიტიკური მოძრაობის აქტივისტები?
29 ივლისი, 2009
მოძრაობა “ერთიანი საქართველოს” 4 აქტივისტი: შუქრი ბენიძე, გიორგი თევდორაშვილი, იური ლაცაბიძე და ბესიკ ლაცაბიძე 30 დღიანი პატიმრობის შემდეგ 23 ივლისს გაათავისუფლეს. ისინი 23 ივნისს პრეზიდენტის ავლაბრის სასახლესთან მომხდარი ინციდენტის დროს “გაუჩინარდნენ”. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათი დაკავების ფაქტს არ ადასტურებდა, რადგან არ უნდოდა ეღიარებინა, რომ 23 ივნისს პრეზიდენტის სასახლესთან მომხდარ ინციდენტში პოლიციაც მონაწილეობდა.
პარლამენტი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ართულებს
27 ივლისი, 2009
საქართველოს პარლამენტი „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტს განიხილავს. კანონპროექტი საჯარო დაწესებულებას უფლებამოსილებას ანიჭებს თავად განსაზღვროს საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესი. იურისტებს მიაჩნიათ, რომ საჯარო დაწესებულებებისათვის აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭება მოქალაქეებს ინფორმაციის დროულად მოპოვებაში ბევრ სირთულეს შეუქმნის.
ბათუმის პროკურატურის წინ, პატიმრის მეუღლემ თვითმკვლელობა სცადა
23 ივლისი, 2009
17 წლის ნათია ჯაშმა 17 ივლისს ბათუმში, პროკურატურის შენობის წინ ბენზინი გადაისხა და რამოდენიმე წამში ცეცხლში გაეხვა. თვითმკვლელობის მცდელობა საბედნიეროდ „უშედეგო“ აღმოჩნდა, რადგან ცეცხლის ჩაქრობა აჭარის პროკურორის მძღოლმა პლედის საშუალებით მოახერხა.
სუბარი 15 ივნისს დაკავებულთა წამების ფაქტების გამოძიებას მოითხოვს
22 ივლისი, 2009
სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურორს მამუკა გვარამიას 15 ივნისს შს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის მონაწილეთა მიმართ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებების გამოძიების რეკომენდაციით მიმართა.
პირველი არხი და უმრავლესობის ვნებები
22 ივლისი, 2009
„ბოდიშის გარეშე ამ სტუდიიდან ვერ გახვალთ“, _ ასე უყვირა კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას პირდაპირ ეთერში 2001 წელს გადაცემის _ „რას ფიქრობს ხალხი“ წამყვანმა. ბოდიშს ეკა ბერიძე შემდეგი განცხადების გამო ითხოვდა: „პირველი არხი, ჩემი ახალგაზრდობის პერიოდში რაც იყო, სახელმწიფო ტელევიზია, იმის გადმონაშთია“. „ბოდიში, ბოდიში“ - შემდეგ უკვე სტუდიაში მყოფი ჟურნალისტები სკანდირებდნენ. რვა წლის შემდეგ ამ კადრების ჩვენება ამავე არხზე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს არ სურდა. კადრები მაინც აჩვენეს.
მოძრაობა „შემოგვიერთდის“ აქტივისტები პოლიტპატიმართა სიას „შეუერთდნენ“
22 ივლისი, 2009
20 ივლისს პარლამენტის შესასვლელთან გამართული საპროტესტო აქცია ახალგაზრდული მოძრაობა „შემოგვიერთდის“ რამდენიმე აქტივისტის დაპატიმრებით დასრულდა. დაკავებულებს ბრალად პოლიციისთვის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა და წვრილმანი ხულიგნობა ედებათ.
მდუმარე აქცია რუსეთის საელჩოსთან
20 ივლისი, 2009
19 ივლისს, ადამიანის უფლებათა დამცველების სამხრეთკავკასიური ქსელის წარმომადგენლებმა რუსეთის საელჩოსთან მდუმარე აქცია გამართეს. აქციაში უფლებადამცველების სამხრეთკავკასიური ქსელის ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ქსელი სამივე სამხრეთკავკასიური სახელმწიფოს (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) 30 ორგანიზაციას აერთიანებს. ქსელში ყველა ქვეყანა 10 ყველაზე ცნობადი უფლებადამცავი ორგანიზაციითაა წარმოდგენილი. აქცია რუსეთში ცნობილი უფლებადამცავის, ნატალია ესტემიროვას მკვლელობას ეძღვნებოდა. აქციის ამსახველი ფოტორეპორტაჟი
ადვოკატი ვახტანგ მაისაიას დაცვის უფლებას ითხოვს
17 ივლისი, 2009
ვახტანგ მაისაიას ადვოკატი ნათია კორკოტაძე ბრალდებულის საქმის მასალების ძირეულად გაცნობის საშუალებას ითხოვს. სახალხო დამცველის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, ადვოკატი ამ მასალების ქსეროასლების გადაღების უფლებას და მისი დაცვის ქვეშ მყოფი პიროვნებისთვის წარდგენის მოთხოვნით გამოვიდა. ნათია კორკოტაძის თქმით, მაისაიას პრაქტიკულად ადვოკატი არ ყავს, ის მხოლოდ კურიერის ფუნქციას ასრულებს.
მოსამართლეზე, რომელმაც პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, დისციპლინური დევნა დაიწყო
17 ივლისი, 2009
ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო. მოსამართლე გოგიჩაშვილმა, რამდენიმე დღის წინ, არ დააკმაყოფილა კახეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა და „ახალი მემარჯვენეების“ მხარდამჭერს კოტე კაპანაძეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობის ნაცვლად, 20 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
საია იმ პირთა დასახელებას ითხოვს, რომლებსაც 15 ივნისის ინციდენტის შედეგად დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრათ
17 ივლისი, 2009
პატიმრის მეუღლე თვითმკვლელობით იმუქრება
16 ივლისი, 2009
ოჯახი დაღუპული ჯარისკაცის უფლებების დაცვას ითხოვს
13 ივლისი, 2009
ჯარისკაცი ლევან ანანიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, ნაღმის ნამსხვრევებით მარჯვენა ფეხში დაიჭრა. გადაუდებელი სამადიცინო ჩარევის შემდეგ, ის სამკურნალო შვებულებით ოჯახში დაბრუნდა. მოგვიანებით კი, 2008 წლის 15 სექტემბერს, ზღვაში საბანაოდ ჩასული, დაიღუპა. გარდაცვალების მოწმობის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი დაუდგენელია. ასეთ შემთხვევაში ოჯახმა, დაღუპული ჯარისკაცის დაზღვევას თანხა უნდა მიიღოს. ეს თანხა გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს დღემდე არ მიუღია, რადგან გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობის მუხლითაა აღძრული.
მიტინგის გამართვა კანონით იკრძალება?
13 ივლისი, 2009
ხელისუფლება „პროვოკაციების“ წინააღმდეგ საკანონმდებლო ბრძოლას იწყებს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელმაც მანიფესტაციების წესები უნდა გაამკაცროს და სამართალდამცავებს მანიფესტანტების წინააღმდეგ მოქმედების დროს მეტი თავისუფლება მიანიჭოს, მორიგი პოლიტიკური ვნებათაღელვის საბაბად იქცა. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: პავლე კუბლაშვილი, მურთაზ ზოდელავა, კახა ანჯაფარიძე და ლაშა თორდია არიან, სამი კანონის ცვლილებას ითვალისწინებს. ყველა ეს ცვლილება მანიფესტაციების წესის გამკაცრებისკენაა მიმართული და ექსპერტების განცხადებით ხელისუფლების ბოლოდროინდელ გამოცდილების კვალი ეტყობა.
სავაჭრო ცენტრი „ბათუმი“ ვადაზე ადრე გამოასახლეს
8 ივლისი, 2009
სავაჭრო ცენტრი „ბათუმის“ადმინისტრაციამ გაფრთხილება ადმინისტრაციული შენობის დაცლის თაობაზე 6 ივნისს მიიღო. 7 ივნისს, 17 საათისთვის კი სამართალდამცავებმა შენობა ძალის გამოყენებით გაათავისუფლეს.
ლევან გოგიჩაიშვილი გამოძიების დასრულებამდე წინასწარ პატიმრობაში რჩება
3 ივლისი, 2009
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ლევან გოგოჩაიშვილის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შესახებ, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. გოგიჩაიშვილის ადვოკატი გირაოს სახით სასამართლოს 2000 ლარს სთავაზობდა, თუმცა მოთხოვნა აღმკვეთი ღონისძიების გირაოს სახით შეცვლის შესახებ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სამოქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი დასაბუთებულია.