მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
ლტოლვილები / დევნილები
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ვის უფრო სჭირდება ფინანსური მხარდაჭერა-უმწეოებს თუ პოლიციას?!
21 ნოემბერი, 2008
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში არსებული ხარვეზები შესაძლოა გამგებლის, ალექსანდრე ქობალიას იმპიჩმენტის მიზეზი გახდეს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნება-სურვილს პოლიტიკური ნებაც მოჰყვება. ეს უკანასკნელი კი პირდაპირ საქართველოს პრეზიდენტზეა დამოკიდებული, რომელმაც პოლიტიკური ხელშეუხებლობის გარანტია ქობალიების „პოლიტიკურ ოჯახს“ დიდი ხნის წინ მისცა. რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს შორის არსებულ ფარულ დაპირისპირებას, პირველ რიგში, სოციალურად დაუცველი ადამიანები ეწირებიან, რომელთა დაცვისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყველაზე მცირე თანხებია გამოყოფილი.
პირობების არარსებობის გამო მოსახლეობა კონფლიქტის ზონის სოფლებს ტოვებს
17 ნოემბერი, 2008
გორის რაიონის სოფლებში: ზემო და ქვემო ნიქოზში, ქვემო ხვითსა და ერგნეთში მცხოვრებნი დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივებს უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ აძლევს. ამასთან, დაზარალებულების განცხადებით, მათ არც საკვები აქვთ, არც გათბობა და არც სასმელი წყალი. მოსახლეობას იმ თვეებში "მოხმარებული" ელექტროენერგიის გადასახადის გადახდასაც სთხოვენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ისინი სოფლებში საერთოდ არ ცხოვრობდნენ.
კნოლევში დევნილებს იძულებით აბრუნებენ
17 ნოემბერი, 2008
,,ფეხმძიმე ქალმა რა სოფელი უნდა გავამაგრო“ სოფელ კნოლევში დაბრუნებული დევნილები თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ. მიუხედავად ამისა, მათ სამშვიდობოზე დარჩენის საშუალებას არ აძლევენ. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები დევნილებს ამგვარ არჩევანს უყენებენ, ან დაბრუნება, ან კომპაქტურად ჩასახლებულ ადგილებში ჰუმანიტარული დახმარების გარეშე ცხოვრება.
შიდა ქართლის გუბერნატორის დავალებით ჟურნალისტებს სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში არ უშვებენ
14 ნოემბერი, 2008
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენეს. დაცვის პოლიციის თანამშრომლების გაღიზიანება, მედიის წარმომადგენლების მოთხოვნამ გამოიწვია - განემარტათ, რატომ არ აქვთ მოქალაქეებს სამხარეო ადმინისტრაციის და გორის რაიონის გამგეობის შენობაში შესვლის უფლება სპეციალური ნებართვის გარეშე. „ბოზიშვილებო“, „თქვენი დედა ....“, - უცენზურო სიტყვებით გინებასთან ერთად, დაცვის პოლიციის ერთ–ერთი თანამშრომელი კორესპონდენტების საცემადაც იწევდა. მან აღნიშნა, რომ დაუპატიჟებელ სტუმრებთან ამგვარად მოქცევის შესახებ დავალება, მათი გაგდების მიზნით, რეგიონის და რაიონის ხელმღვანელობისგან აქვთ მიღებული.
ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი შიდა ქართლის სოფლები დენის საფასურის გადახდას მთავრობას სთხოვს
13 ნოემბერი, 2008
სამინისტრო იძულებით გადაადგილებულ პირებს დევნილის სტატუსს არ ანიჭებს
12 ნოემბერი, 2008
აგვისტოს მოვლენების შედეგად შიდა ქართლის და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით ადგილნაცვალ პირებს გორში, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მდებარე კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იძულებით გადაადგილებულებისათვის დევნილის სტატუსი ამ დრომდე არ მიუნიჭებია. სამინისტროსა და მის სტრუქტურაში შემავალ ტერიტორიულ ორგანოებში დევნილის სტატუსის მაძიებლებს აგდებით პასუხობენ და განცხადებების რეგისტრაციაზე უარს ეუბნებიან. შესაბამისად, დაზარალებულები კანონით დადგენილი მიზნობრივი სოციალური დახმარებით და სხვა შემწეობებით ვერ სარგებლობენ.
საშიში დაბრუნება
10 ნოემბერი, 2008
ქარელის რაიონის სოფელი კნოლევი ოსების მიერ კონტროლირებად ზნაურის რაიონს ესაზღვრება. სოფლის ბოლოს კნოლევიდან დაახლოებით 70 მეტრში რუსული ბლოკ პოსტია განთავსებული, ხოლო ერთ მხარეს ტყეებსა და ოსურ სოფლებში ოსი „ბოევიკები“ დგანან. აგვისტოს ომის დროს ოსმა და რუსმა ჯარისკაცებმა კნოლევი, საქართველოს სხვა სოფლებთან ერთად, დაარბიეს. ამის ნაკვალევი დღესაც ადვილად შესამჩნევია. კნოლევის იმ მოსახლეობას, რომელიც რუსულ ბლოკ პოსტთან ახლოს ცხოვრობს სოფელში დაბრუნების დღესაც ეშინია.
დევნილებს სოფლებში დაბრუნებას აიძულებენ
5 ნოემბერი, 2008
რუსთავის მე-17 პროფესიულ სასწავლებელში განთავსებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს, შენობის დატოვებას 10 ნოემბრამდე აიძულებენ. ქარელის რაიონის სოფელი კნოლევიდან გამოქცეულ დევნილებს დაბრუნების ეშინიათ. მათი თქმით, სოფელში ყოფნა სახიფათოა, რადგან განაღმვითი სამუშაოები ჯერაც არ დასრულებულა. გარდა ამისა, სოფელი კნოლევი ოსების მიერ კონტროლირებად ზნაურის რაიონს ესაზღვრება.
ლეკები საქართველოში გამორბიან
4 ნოემბერი, 2008
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაღესტნიდან კახეთში ათობით ლეკი ჩამოვიდა. ისინი თავს ყვარლის რაიონის ლეკურ სოფლებში მცხოვრებ ნათესავებს და ნაცნობებს აფარებენ. ჩრდილოკავკასიელი ლტოლვილების განცხადებით, დაღესტანში, კერძოდ კი მახაჩკალის რაიონში უაღრესად დაძაბული ვითარებაა. სამხედრო ხელისუფლების ბრძანებით, ადგილობრივი სამართალდამცავები 18-დან 38 წლამდე მამაკაცებს შეიარაღებულ ძალებში მასობრივად იწვევენ, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი აკავებენ.