მედია
2009-02-23
კახეთის გუბერნატორმა დამოუკიდებელ ჟურნალისტებს ბოიკოტი გამოუცხადა
კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი დამოუკიდებელ ჟურნალისტებთან აღარ თანამშრომლობს. სამხარეო ადმინისტრაციის "შავ სიაში" ის კორესპონდენტები მოხვდნენ, რომლებიც გუბერნატორის საქმიანობას აკრიტიკებენ და ადგილობრივ ხელისუფლებას დარღვევებში ამხელენ.
2009-02-17
დემოკრატიის შუქურა გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ
საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის დაარსების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით თბილისში 11-12 თებერვალს საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის დასკვნით დღეს რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტმა ია ანთაძემ და სტუდია "რეპორტიორის" ხელმძღვანელმა ვახო კომახიძემ უცხო ქვეყნების ომბუდსმენებს საქართველოს მედია სივრცეში დღეს არსებული რთული ვითარება და ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის კონკრეტული ფაქტები გააცნეს. ანთაძის და კომახიძის მოხსენებებს რეგიონულ ტელემაუწყებელთა ასოციაცია განცხადებით გამოეხმაურა და მოხსენებებში მოყვანილი ფაქტები რეგიონული ტელეკომპანიების დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასა.2009-02-13
ტელეკომპანია „მაესტრო“ დახმარებას ითხოვს
საკაბელო ტელეკომპანია ”მაესტროს” დამფუძნებელი და გენერალური პროდიუსერი მამუკა ღლონტი აცხადებს, რომ მის ტელეკომპანიას დარბევა ემუქრება.როგორც ღლონტმა გაზეთ ”რეზონანსს”განუცხადა, გადაცემა ”საკანის” ეთერში გასვლის შემდეგ, ”მაესტროში” გამაფრთხილებელი შინაარსისა და მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები მომრავლდა, ამასთან, მას უკავშირდებიან ”მეგობრები” სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტიდან და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტიდან და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებენ.
2009-02-12
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი-ევროპა და ცენტრალური აზია 2008-ანალიზი
ტელევიზიის დაპყრობა ქვეყნის კონტროლისათვის როდესაც საქართველო და რუსეთი დაუპირისპირდა ერთმანეთს აგვისტოში სამხრეთ ოსეთში ბევრ ადამიანს გაუჩნდა ასოციაცია, რომ ბიბლიური დავითი და გოლიათი შეებნენ ერთმანეთს - რეფორმატორი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ახალი დემოკრატიის საქართველო და რუსეთის ავტორტარული რეჟიმი, რომელსაც ანგარიშიანი პუტინი მართავს.
2009-02-05
,,ბათუმელები“ პროკურატურას საკუთარი კორესპონდენტის უკანონო დაკავების ფაქტის გამოძიებას სთხოვს
2009-02-04
დახურული სტუდენტური გამოცემები
2009-02-03
რეგიონული ჟურნალისტების დაშინების ფაქტები ყოველდღიურად უფრო მასშტაბური ხდება
სოზარ სუბარი: "ხელისუფლება იმ ადამიანებს ახალისებს, რომლებიც ჟურნალისტებს ავიწროვებენ"საქართველოს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტების დაშინების ფაქტები ყოველდღიურად უფრო მასშტაბური ხდება. რეგიონულ კორესპონდენტებს, გარდა იმისა, რომ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიან, ფიზიკური ანგარიშსწორებით, გატაცებით და სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებიან. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ასეთ ფაქტზე ვრცელდება ინფორმაცია და დაზარალებულებს, ხშირ შემთხვევაში, განცხადება მტკიცებულებებთან ერთად პროკურატურაშიც შეაქვთ, არცერთი საქმე გამოძიებული არ არის.
2009-02-03
გუბერნატორმა თანამშრომლებს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებების დაწერა აიძულა
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს, 23 იანვარს, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები დააწერინეს. 20 განცხადებიდან გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა მხოლოდ ორი დააკმაყოფილა. ადმინისტრაციის იურისტი ზიტა იმანოვა და პრესმდივანი მარი შაშვიაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. იმანოვა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წევრია, მარი შაშვიაშვილი კი ტელერადიოკომპანია "იმედის" კახეთის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის და ამჟამად რადიო "პალიტრას" და საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტის ჟანა დიდებაშვილის ქალიშვილი. ამ დეტალების გამო უფლებადაცვით ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ იმანოვა და შაშვიაშვილი სამსახურიდან პოლიტიკურად არასაიმედოობის ნიშნით გაათავისუფლეს.სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

