კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სხვა

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

ანგარიშსწორება პოლიტიკური ნიშნით

11 დეკემბერი, 2007

ხელისუფლება აბაშაში ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო შტაბის გახსნას კრძალავს

7 დეკემბერი, 2007
მიხეილ სააკაშვილის აბაშელი მხარდამჭერების სიაში შესაძლოა გარდაცვლილთა გვარებიც აღმოჩნდეს. პრეზიდენტობის კანდიდატის, ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო შტაბის წევრები აბაშაში ოფისის გარეშე რჩებიან. ქირავნობის შესახებ ხელშეკრულების დადებისა და თანხის გადახდის შემდეგ მათ უკე მესამე ოფისი დაატოვებინეს. ფართის არც ერთი მეპატრონე რეალურ მიზეზს არ ასახელებს. პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების“ პოლიტსაბჭოს წევრი, კახა მიქაია ოფისების დახურვას ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ მორიგ პროვოკაციად აფასებს და მთავარ დამკვეთებად აბაშის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბადრი ჩაჩავასა და პოლიციის რაიონული განყოფილების უფროსს, დავით დარსმელიძეს ასახელებს.

სენაკელი პედაგოგი ლია სიჭინავა საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში გეგმავს

5 დეკემბერი, 2007
სენაკის #3 საჯარო სკოლის პედაგოგმა ლია სიჭინავამ სასამართლოში საკუთარი უფლებების დაცვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დღის წესრიგში მისი სამუშაოდან გათავისუფლების საკითხი დადგა. იგი სკოლის დირექტორს, მერი წირღვავასა და ქართული ენისა და ლიტერატურის სამ პედაგოგს უპირისპირდება, რომლებმაც მისი სასწავლო საათების მითვისება გადაწყვიტეს. ლია სიჭინავა მშობლიური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებს მე-7, 8 და 9 კლასებში ბოლო ორი წლის განმავლობაში პერიოდულად, სიმსივნით დაავადებული პედაგოგის ნაცვლად ატარებდა. იგი დღეს სკოლის დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და საკუთარი უფლებების დაცვას ცდილობს.