10:49, Friday, 22.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2013-11-20
სერგო თეთრაძის გარდაცვალების ეპიზოდზე სასამართლოში ბრალდებულები დაიკითხნენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 ნოემბერს მეგის ქარდავას და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე სერგო თეთრაძის გარდაცვალების ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდებულები, ოლეგ ფაცაცია, ვიქტორ ყაჭეიშვილი, რატი მგელაძე, ზვიად კაპანაძე და სერგო ბიწაძე დაიკითხნენ. 
2013-11-20
გურიაში საჯარო სამსახურებში ჩასატარებელ კონკურსს აპროტესტებენ
საჯარო სამსახურის შესახებ კანონში მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს შეტანილი ცვლილება, სადაც ნათქვამია, რომ 2014 წლის პირველ იანვრამდე საჯარო სამსახურებში უნდა ჩატარდეს კონკურსი, გურიაში არაერთმა ადამიანმა და მათ შორის, საჯარო მოსამსახურემ გააპროტესტა. მიმდინარე წლის 15 ნოემბრის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეს ამ საკითხის გატანაში ხელი „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრმა შეუშალა. 
2013-11-20
ღარიბაშვილის თქმით, ადამიანების უგზოუკვლოდ დაკარგვის საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს
მომავალმა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს „რამდენიმე ასეული ადამიანი“ უგზოუკვლოდ გაუჩინარდა.
2013-11-18
კუდის კახეთის სამმართველოს ყოფილი უფროსის სასამართლო სხდომა უკვე მეოთხედ გადაიდო
12 ნოემბერს თელავის რაიონულ სასამართლოში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ზურაბ ლალიაშვილის საქმის განხილვა მისი გამოუცხადებლობის გამო უკვე მეოთხედ  გადაიდო. როგორც ბრალდებულის ადვოკატი მამუკა მიროტაძე აცხადებს,ზურაბ ლალიაშვილი ავად არის.
2013-11-15
გაფიცვა შედეგით დასრულდა - რკინიგზელთა მოთხოვნები შესრულდება
„საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოსთან მოლაპარაკებების შემდეგ რკინიგზელთა გაფიცვა 14 ნოემბერს, გვიან ღამით შეწყდა. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ცნობით, მოლაპარაკებები 6 საათს გაგრძელდა და  რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
2013-11-15
ბათუმში საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა დასრულდა
27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მხოლოდ ერთი ქობულეთის ოლქის #65 უბანი გაუქმდა. ამის გამო არც ერთ კომისიის წევს, ფულადი ჯარიმა არ დაკისრებია. მხოლოდ ბათუმის ოლქში სამ უბნის კომისიის წევრს 10 დღის ხელფასი დაექვითება.
2013-11-15
რიჩარდ ნორლანდი: „საქართველოს მოუწევს, ბოდიში მოიხადოს წარსულის შეცდომებისთვის“
საქართველოში აშშ–ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის აზრით, „ქართველები აფხაზებს და ოსებს ეპყრობოდნენ დაახლოებით ისე, როგორც მანამდე რუსები – ქართველებს და ამისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევთ”.
2013-11-14
„ეს კონკურსი კი არა, ადამიანის უფლებების შელახვაა“ - აცხადებენ კონკურსის მონაწილეები
კონკურსი, რომელიც ქუთაისის მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდეგ  ქალაქის თვითმმართველობის ორგანომ იმდინარე წლის აგვისტოში გამოაცხადა, ჯერაც არ დასრულებულა. კონკურსის მონაწილეების თქმით, საკონკურსო-საატეტაციო კომისია, რომელსაც სათავეში ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი უდგას, პროცესს აჭიანურებს, რაც კონკურსის მონაწილეების აღშფოთებას იწვევს.
2013-11-13
დიდი ტვირთები ახალგორში
დე ფაქტო საზღვარზე გადაადგილების გამარტივება და ტვირთების შეტანაზე აკრძალვის მოხსნა – ახალგორელები ახალარჩეული პრეზიდენტის იანუგურაციის შემდეგ სწორედ ამ ცვლილებებს ელიან. 
2013-11-13
ბათუმში ცვილის ფიგურების მუზეუმი გაძარცვეს
ბათუმში ცვილის ფიგუების მუზეუმი გაძარცვული და დარბეული საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“  ჟურნალისტმა აღმოაჩინა. ფოტოების გადასაღებად მისულ ჟურნალისტს  მუზეუმი გაძარცვული და დარბეული დახვდა: „ცვილის ფიგურების მუზეუმში ვაპირებდი ფოტორეპორტაჟის მომზადებას, ამისთვის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მივმართე რომ გაეხსნათ მუზეუმი, როგორც კი გამიხსნეს კარი და შევედით პირველივე ოთახში მედეას ქანდაკება შუაზე გადატეხილი დაგხვდა, ვიკითხე რა სჭირდა ფიგურას, თუმცა არავის არ ჰქონდა ინფორმაცია. 
2013-11-12
ამომრჩეველს და მაჟორიტარს შორის კონტაქტი თითქმის არ არსებობს - კვლევის შედეგების პრეზენტაცია ქუთაისში
"ოთხ წელიწადში ერთხელ, საპარლამენტო არჩევნების დროს, მოსახლეობა საკანონმებლო ორგანოში საკუთარ ნდობით აღჭურვილ პირს ირჩევს და მას ანდობს იმ პრობლემებს, რაც მას და მის ქალაქს, რაიონს თუ სოფელს აწუხებს. ისინი კი, ვისაც ხალხი ამ საპასუხისმგებლო მანდატს ანდობს, ვალდებული არიან, ამომრჩევლის თვალსაწიერზე არჩევნების შემდეგაც ისევე იყვნენ, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში", - ამბობს humanrights.ge-სთან საუბარში არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი.
2013-11-12
რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქის სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს
ადამიანის უფლებათა ცენტრში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოებულ საქმეზე, „გამსახურდია რუსეთის წინააღმდეგ“, პრესკონფერენცია გაიმართა.  
2013-11-11
გორის მუნიციპალიტეტის და თვითმმართველობის მოხელეებს კონკურსის წესით შეარჩევენ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომაზე დღის წესრიგით 13 საკითხი იყო გათვალისწინებული,  განხილვის დროს განსაკუთრებული ხმაური მესამე საკითხს მოჰყვა,   რომელიც ადგილობრივ თვითმართველობის მოხელის თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე  საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცებას ეხებოდა. 
2013-11-11
წინასაარჩევნო მედიაგაშუქება - კვლევის შედეგების პრეზენტაცია
მედიამონიტორთა ჯგუფის შეფასებით, წინაასაარჩევნო გარემოც და თავის მხრივ, მედიის მუშაობის სტილი, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, გასული წლისგან რადიკალურად  განსხვავებული იყო .  მათი თქმით, წინასაარჩევნო მედიაგაშუქება შედარებით მშვიდ და დაბალანსებულ გარემოში მიმდინარეობდა.  
2013-11-11
რატომ არ ესწრება მარიამ საჯაია პარლამენტის სხდომებს?
31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და სხვა წევრები დეპუტატ მარიამ საჯაიას მიერ სხდომების სისტემატურად გაცდენის საკითხით დაინტერესდნენ. სხდომაზე აღინიშნა, რომ დეპუტატის მიერ წარმოდგენილ განცხადებებში სხდომების გაცდენის მიზეზად ოჯახური მდგომარეობა სახელდება, თუმცა მათი ინფორმაციით, გაცდენების რეალური მიზეზი მარიამ საჯაიას სასწავლო მიზნით საზღვარგარეთ ყოფნაა. 
2013-11-08
მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ 17 ნოემბრის შემდეგ გადადგება
მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა 7 ნოემბერს გადადგომის შესახებ განაცხადა და დააზუსტა, რომ ის თანამდებობას 17 ნოემბერს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ დატოვებს.  
2013-11-08
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამეურვეო საბჭოს ასარჩევად კანონში ცვლილებები შედის
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი წესებით დაკომპლექტებას დააჩქარებს.
2013-11-08
თვითმმართველობის კანონპროექტის განხილვა გორის საზოგადოებასთან შედგა
საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული თვითმმართველობის კანონპროექტი, რომლის მიხედვით 15 ათასზე მეტი მოსახლისგან დასახლებულ პუნქტს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ენიჭება, გორში საჯაროდ განიხილეს. პროექტის კანონად დამტკიცების შემთხვევაში  გორს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭება და პირდაპირი წესით არჩეული მერი ეყოლება.
2013-11-08
ახალი კანონპროექტის ორი მხარე
გასულ კვირას საქართველოს პალამენტმა  ახალი კანონპროექტის  განხილვა დაიწყო. სიახლე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ სპეციალური მუხლის  დამატებას გულისხმობს, რომელიც ადამიანის რელიგიური გრძნობების საჯაროდ შეურაცხყოფისთვის პირის  დაჯარიმებას გამოიწვევს. კანონპროექტმა არასამთავრობო სექტორის კრიტიკა გამოიწვია და ინიციატორმა - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის უკან გაითხოვა. უმრავლესობის წევრი პარლამენტარები იმედოვნებენ, რომ მეორე მოსმენისთვის, კანონპროექტში ხარვეზები აღმოიფხვრება.
2013-11-05
საბავშვო ბაღის შენობიდან გამოსახლებული 6 ოჯახი კვლავ კარვებში რჩება
რუსთავის ყოფილი #35-ე საბავში ბაღის წინ  ორი თვეა კარვებია გაშლილი. შენობიდან გამოსახლებული ექვსი ოჯახი ცხოვრებას კარვებში აგძელებს. შენობა, რომელშიც სოციალურად დაუცველი, უსახლკარო ოჯახები უნებართვოდ იყვნენ შესული ახლა დევნილთა სამინისტროს ეკუთნის და მისი რემონტი, დევნილებისთვის გადასაცენად, რამდენიმე დღეში დასრულდება.
1 2 3 [4] 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC