მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
გიორგი ცხადიაშვილმა თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტი გაასაჩივრა
25 სექტემბერი, 2015
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა გიორგი ცხადიაშვილმა თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ცხადიაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი 22 სექტემბერს გაიმართა.
გორის საკრებულოს დეპუტატები სტალინის ძეგლის დადგმის საკითხს განიხილავენ
23 სექტემბერი, 2015
2 ოქტომბერს ქალაქ გორის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები სტალინის ძეგლის დადგმის საკითხს განიხილავენ. საკრებულოს დღის წესრიგში ცვლილება 10 სექტემბერს გორში გამართულმა აქციამ გამოიწვია. აქციის მონაწილეები მუზეუმის ტერიტორიაზე ბელადის ძეგლის დადგმას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფარტომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან. აღნიშნულ საკითხზე ,,საზოგადოება სტალინელების“ და ,,ევარაზიული არჩევანის“ წარმომადგენლები ქალაქის მერსაც შეხვდნენ.
სასამართლომ დევნილი პროფესორის ბინის გაყიდვის გადაწყვეტილება მიღო
23 სექტემბერი, 2015
ადამიანის უფლებათა ცენტრს თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ჯიქიამ დახმარების თხოვნით მიმართა. ჯიქიას კუთვნილებაში მყოფი ბინა მამუკა ლოლუაშვილმა და მისმა მეუღლემ, ანა ხეთაგურმა თაღლითური გზით მიითვისეს და რამდენჯერმე იპოთეკით დატვირთეს.
მირცხულავას 9/11 ნომრიდან მობინადრეები იძულებით გაასახლეს
15 სექტემბერი, 2015
მირცხულავას 9/11 ნომერში მდებარე ბარაკებიდან მობინადრეები იძულებით გაასახლეს. ადგილზე მობილიზებული იყო როგორც აღსრულების პოლიცია, ისე მათივე კუთვნილი გადაზიდვის სერვისი. მობინადრეთა ავეჯი და ნივთები აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი მანქანებით გაიტანეს. მწოლიარე მოხუცები შენობებიდან საკაცით გამოიყვანეს. სასამართლოს გადაწყვეტილება იძულებითი გამოსახლების შესახებ ძალადობის გარეშე აღსრულდა.
მევენახეებმა აქცია გამართეს
15 სექტემბერი, 2015
გურჯაანში, მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, ყურძნის ჩაბარების დაბალ ფასებთან დაკავშირებით მევენახეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მონაწილეებმა ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს. აქციაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა იმყოფებოდა. მევენახეები ითხოვენ, რომ ღვინის ქარხნებმა ყურძნის შესყიდვის ფასები გაზარდონ, შესაბამისად, 1 კილოგრამი რქაწითელი 1 ლარად და – საფერავი 2 ლარად ჩაიბარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი თბილისი–თელავის ცენტრალურ მაგისტრალზე პერმანენტულ გამოსვლებს მოაწყობენ.
„ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“ - ანგარიშის პრეზენტაცია გამართა
14 სექტემბერი, 2015
ადამიანის უფლებათა ცენტრმა ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში პროექტის „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
ოპოზიციამ გამარტივებულ შესყიდვაზე გამგებელს თანხმობა არ მისცა
11 სექტემბერი, 2015
სტიქიის შედეგად დაზიანებული ახაშნის ხევის რეაბილიტაციისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარეზერვო ფონდიდან 55 000 ლარი გამოიყო. ახაშნის ხევის გაწმენდასთან დაკავშირებული საკითხი საკრებულოს სესიაზე განიხილეს.
იეჰოვას მოწმეების შევიწროვებისთვის ბრალდებულს განაჩენი გამოუტანეს
10 სექტემბერი, 2015
ზინა ზედგენიძე-ნინუა, რომელიც ბრალდებული იყო იეჰოვას მოწმეების შევიწროვებაში, სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ humanrights.ge- სთან საუბრისას იეჰოვას მოწმეების ადვოკატმა, მანუჩარ ციმინტიამ განაცხადა. ზინა ზედგენიძე-ნინუას სასამართლო პროცესი ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. სასამართლომ 2015 წლის 31 მარტს მომხდარი ფაქტი განიხილა და დაადგინა, რომ ზედგენიძემ ურთიერთშელაპარაკებისას ფიზიკურად იძალადა ლიზა შემაზაშვილზე. სასამართლომ ზედგენიძე, ჩადენილი დანაშაულის გამო, 500 ლარის ოდენობით დააჯარიმა.
მარტოხელა დედა დახმარებას ითხოვს
9 სექტემბერი, 2015
ადამიანის უფლებათა ცენტრსსოციალურად დაუცველმამარტოხელა დედამ სამართლებრივი დახმარების თხოვნით მომართა. რუსუდან ზაალიშვილი 6 წლის ვაჟს მარტო, უმძიმეს პირობებში, ზრდის. ზაალიშვილს არ აქვს არანაირი შემოსავალი და არ გააჩნია საცხოვრებელი ბინა.მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც აქვს. რუსუდანმა ბინის ქირის კომპენსაციის თხოვნით ქალაქის მერიას მიმართა.
ახალგაზრდა იურისტები „შიშველი ჩხრეკის“ წინააღმდეგ
4 სექტემბერი, 2015
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა გაუქმება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2011 წლის 30 მაისის N 97 ბრძანების იმ მოთხოვნისა, რომლის მიხედვითაც ყველა ბრალდებული და მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის ან გამოსვლის დროს ექვემდებარება სრულ შემოწმებას.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის დაცვის ქვეშ მყოფი სააპელაციო სასამართლომ გაამართლა
2 სექტემბერი, 2015
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის დაცვის ქვეშ მყოფი პატიმარი სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეში გაამართლა და საქმე შეწყვიტა. მსჯავრდებული გურჯაანელი 25 წლის ვაჟა უტიაშვილია. მას 30 აპრილს, სააპელაციო სასამართლოს დადგენილებით ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ბრალდება მოეხსნა.