00:56, Thursday, 14.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მართლმსაჯულება

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2013-07-31
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა „გურიის მოამბეს“ სასამართლოში უჩივლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელმა, თამაზ ჯინჭარაძემ, რეგიონულ  გაზეთ „გურიის მოამბეს“ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში უჩივლა და მისგან 5-ათასლარიანი კომპენსაცია მოითხოვა მორალური ზიანისთვის, რომელიც ჯინჭარაძის განცხადებით, გაზეთში გამოქვეყნებული ცილისმწამებლური  წერილების გამო მიიღო.
2013-07-31
სააკაშვილმა თენგიზ გუნავა შეიწყალა
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 30 ივლისს სამეგრელო–ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავა შეიწყალა, რომელიც მითვისების ბრალდებით გაასამართლეს  და ოთხწლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
2013-07-30
ბაჩანა ახალაიასთვის განაჩენის გამოტანა გადაიდო
ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრი, ბაჩანა ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო განხილვა დასრულდა. დაცვის მხარემ საბოლოო სიტყვა წარმოადგინა, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავიდა, თუმცა მოგვიანებით, მოსამართლის თანაშემწემ მხარეებს განუცხადა, რომ სასამართლო პროცესი გადაიდო,  განაჩენის გამოცხადების თარიღი  კი, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. 
2013-07-29
ბაჩანა ახალაიას საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში
27 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიას სასამართლო პროცესი გაიმართა.  საქმე ეხება სენაკის ბრიგადაში ჯარისკაცების  აბანოში გამოკეტვის, ვაზიანის ბრიგადაში ჯარისკაცების ცემისა და ბიზნესმენ ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ეპიზოდს. 
2013-07-26
ახალაიას სასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარებმა დასკვნითი სიტყვა წარმოადგინეს
თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიას სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებისა და დაცვის მხარემ საბოლოო სიტყვა წარმოადგინეს. სენაკის ბრიგადაში ჯარისკაცების დასჯის, ბიზნესმენ ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ვაზიანის ბრიგადაში  ჯარისკაცის ცემის  ეპიზოდების შესახებ სასამართლო განაჩენი, სავარაუდოდ, 27 ივლისს გამოცხადდება.
2013-07-26
საერთაშორისო გამჭვირვალობა : „ტრაქტორების საქმე“ ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს
2013 წლის 1 მაისს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვემდებარე უწყებების თანამშრომლების დაკავება ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ჩვენი დაკვირვებით, პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდება სათანადოდ არ იყო დასაბუთებული და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქმეში ჩართული ერთ-ერთი მოწმე სამართალდამცველების მხრიდან იმ დროს მოქმედი სოფლის მეურნეობის მინისტრის წინააღმდეგ ჩვენების მიღების მიზნით განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.
2013-07-26
ახალი დეტალები სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის შესახებ
შსს-ს  ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ  საბიუჯეტო თანხების  გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა  და  ექსპერტებზე ზეწოლის  ბრალდებით  დაკავებული   სოფლის მეურნეობის  სამინისტროს 9  მაღალჩინოსანიდან გამოძიებამ  4  გირაოს  სანაცვლოდ გაათავისუფლა. შპს  „მექანიზატორის“ დირექტორის    მოადგილემ,  მამუკა  ივანიაძემ გათავისუფლების  შემდეგ,  11  ივლისს  პრესკონფერენცია  გამართა და განაცხადა, რომ მას პროკურორმა   გიორგი დავითაშვილმა  ფსიქოლოგიური ზეწოლით  აიძულა  სოფლის  მეურნეობის ყოფილი მინისტრის  დავით კირვალიძის  წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. 
2013-07-26
ბაჩანა ახალაიას სასამართლო სხდომიდან კიდევ ერთი ბრალდებული გაათავისუფლეს
შვიდი სპეცრაზმელის წამების საქმეზე ბაჩანა ახალაიასთან და კიდევ 6 ადამიანთან  ერთად ბრალდებულ   დავით ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიება - წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეეცვალა და სხდომის დარბაზიდანვე გათავისუფლდა.
2013-07-25
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ცე-ჰეპატიტის მკურნალობა იწყება
2013 წლის შემოდგომაზე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ცე ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა იწყება. პროგრამის შემუშავებაში სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან ერთად, სამოქალაქო სექტორიც იყო ჩართული.
2013-07-25
თომას ჰამარბერგი ხელისუფლებას ფარული ჩანაწერების კონფიდენციალურობის დაცვას ურჩევს
საქართველოში ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში თომას ჰამარბერგი ხელისუფლებას ფარული ჩანაწერების კონფიდენციალურობის დაცვასაც ურჩევს.
2013-07-24
ადამიანის უფლებათა ცენტრის მოსაზრებები 2013 წლის ივნისში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით
2013 წლიდან  საქართველო იცვლის მმართველობის მოდელს და გადადის საპარლამენტი მმართველობაზე, რაც უპირველესად გულისხმობს ხელისუფლების დანაწილების პრინციპის სათანადოდ ასახვას კონსტიტუციაში პარლამენტის როლის გაზრდითა და გაძლიერებით.  საპარლამენტო მმართველობა ითვალისწინებს  ბალანსს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის და მთავრობის ანგარიშვალდებულებას პარლამენტის მიმართ.

2013-07-24
საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები
პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი იმ ცვლილებათა პაკეტის განხილვა დაიწყო, რომლის მიღებაც რიგგარეშე სესიის ფარგლებში დაჩქარებული წესით ივლისში იგეგმება.

[1] 2 3
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC