მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
ლტოლვილები / დევნილები
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
გაეროს განცხადებით ნაღმები საფრთხეს უქმნის საკუთარ სახლებში დაბრუნებულ ქართველებს
30 აგვისტო, 2008
“ჰუმან რაით ვოთჩმა” ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებში ეთნოწმენდა დაადასტურა
29 აგვისტო, 2008
რეგიონებში მყოფი დევნილები შიმშილობენ
29 აგვისტო, 2008
ოსებმა ,,დამოუკიდებლობა“ ქართველების დაწიოკებით აღნიშნეს
29 აგვისტო, 2008
დევნილების თბილისიდან გორში დაბრუნების პროცესი შეჩერდა. როგორც გორის მუნიციპალიტეტის სოციალურ განყოფილებაში გვითხრეს, დიდი რაოდენობით დევნილების მიღების საშუალება გორის მუნიციპალიტეტს აღარ აქვს. თბილისიდან გორში გადაადგილებული დევნილებიდან ზოგი რუსების მიერ ოკუპირებულ სოფლებში: შინდისი, ფხვენისი, ვარიანი, ტყვიავი, მერეთი, მარანა, ძევერა, შერთული... დააბრუნეს. სოფელში დაბრუნებულ მოსახლეობას ოსმა მოროდიორებმა ახალი ძალით შეუტიეს.
დევნილებს თბილისშიც დევნიან
29 აგვისტო, 2008
48-ე საშუალო სკოლაში დევნილები აუტანელ პირობებში ცხოვრობენ. მათ არც წყალი აქვთ, არც საკვები. ამასთან გაურკვეველი პირები აიძულებენ, შენობა დაცალონ და საცხოვრებლად გორში გადავიდნენ. დევნილები უკან დაბრუნების წინააღმდეგნი არიან, რადგან იქ აღარც სახლები აქვთ და არც მათი უსაფრთხოებაა დაცული.
კარალეთში დაბრუნებული დევნილები წუხელ დააწიოკეს
29 აგვისტო, 2008
ევროკავშირი ითხოვს გორის რაიონში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას
28 აგვისტო, 2008
გორის 10 დღიანი ბლოკადა
27 აგვისტო, 2008
გორის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ჰუმანიტარული დახმარების გარეშე რჩება. რამდენიმე უბანში მეგობარი ქვეყნების ნაჩუქარი პროდუქტი ბევრს თვალითაც არ უნახავს. ბლოკირებულ ქალაქში ზოგი დახმარებას სამჯერ იღებდა, ზოგი - არცერთხელ. ამ ფაქტს ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას აბრალებს. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები საკვებით უკმაყოფილო მოსახლეობას აშინებდნენ კიდეც: რუსების გასვლის შემდეგ გასწავლით ჭკუასო...
დევნილები უპატრონოდ დარჩნენ
26 აგვისტო, 2008
საერთაშორისო კრიზისის ჯგუფი - რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ
23 აგვისტო, 2008
მოჩვენებების ქალაქი...
22 აგვისტო, 2008
სპეციალური რეპორტაჟი დაცარიელებულ ქალაქში ოდნავი ცხოვრება დილის 10 საათიდან 6 საათამდე შეიმჩნევა. მანამდე და მერე ცენტრალურ ქუჩებში რუსის ჯარისკაცები დაბორიალებენ. საცხოვრებელი სახლების სარდაფებში დამალული მოსახლეობა პატარა ხმაურზეც რეაგირებს. დღის საათებში კი გორის ქუჩებში ალაგ-ალაგ ჩქარი ნაბიჯებით მოსიარულე მოხუცს ან ასაკოვან ქალს ან კაცს დაინახავ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში რუსის ჯარისკაცები მშვიდობიან მოსახლეობას აღარაფერს უშავებდნენ, ხალხისთვის შუა ქუჩაში მოსიარულე ჯარისკაცები მაინც არასასამიამოვნოდ აღიქმებოდა.
საქველმოქმედო ჯგუფმა დახმარება 318 დევნილს გაუწია
22 აგვისტო, 2008
რა მოხდა ზემო აფხაზეთში და რატომ დაცარიელდა კოდორის ხეობა ქართველებისგან?!
22 აგვისტო, 2008
ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არავის გაუცია - საქართველოს ხელისუფლება და ძალოვანი სტრუქტურები ამ დრომდე დუმილს არჩევენ. დუმილს ჯერჯერობით არც კოდორის ხეობის მოსახლეობა არღვევს, რომელიც რუსულ ბომბდამშენებს პირველი დარტყმებისთანავე გამოექცა. თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც - რამდენიმე სვანი, რომელიც გულწრფელად ყვება ხეობიდან გახიზვნის დეტალებზე და პარლამენტარი პაატა დავითაია, რომელსაც ხეობის დაკარგვის თაობაზე თავდაცვის მინისტრისთვის მხოლოდ კითხვები აქვს შემონახული. 12 აგვისტოდან ზემო აფხაზეთის ტერიტორიას აფხაზურ-რუსული სამხედრო შენაერთები აკონტროლებენ, კოდორის ხეობა კი ქართველებისგან დაცარიელდა. 1600-მდე დევნილმა ზუგდიდამდე გაეროს სამშვიდობო მისიისა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დახმარებით ჩამოაღწია.
ომი, რომელიც ადამიანების გონებაში მუდამ გაგრძელდება
21 აგვისტო, 2008
რესპუბლიკურ საავადმყოფოს მთავარი შესასვლელის მხრიდან რომ შეხედავ, უცნაურს ვერაფერს შეამჩნევ, ვერც იმას იფიქრებ, რომ საქართველოში ომია. მოუარეთ და გვერდიდან შედით. აი იქიდან, “მიმღები” რომ აწერია. იქ სხვა სურათი დაგხვდებათ. ხალხი პატარ-პატარა ჯგუფებად დგას. ადამიანები ერთმანეთს უყურებენ და დაძაბულად დუმან. ზოგი შესასვლეთან გაკრულ დაჭრილთა სიებს აკვირდება, ეძებს... ომის ანაბეჭდი ყველა სახეზე იკითხება. ტირილის ხმასაც გაიგებთ. ჩვენც გავიგეთ... ახალგაზრდა ბიჭი “ბარდიურზე” იჯდა და ბეტონის ბოძს მიფარებული ხმამაღლა ქვითინებდა... შესვლა გვიჭირს, გვეშინია... განა რამე გვითქვამს ერთმანეთისთვის, ისედაც გასაგები იყო, ერთმანეთს გადავხედეთ და შევედით.
კარვების ქალაქი
21 აგვისტო, 2008
რეპორტაჟი მოშიშვლებულ ადგილას გაშლილ უზარმაზარ კარავს მისი გამართვიდან რამდენიმე საათში ერთ-ერთი სვეტი გამოეცალა და კარავი იქ შეხიზნულ მოსახლეობას თავზე დაემხო. ცხინვალის რეგიონიდან გამოქცეულ 11 წლის ბიჭს ეგონა, რომ აქაც ბომბავდნენ, თბილისში.
რუსული ავიაციის დაბომბვების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება
21 აგვისტო, 2008
ცხინვალისა და გორის რაიონები სულ 158 600 ადამიანმა დატოვა
21 აგვისტო, 2008
საქართველოს სამამულო ომი - რეპორტაჟი გორიდან
18 აგვისტო, 2008
7 აგვისტო -.... 2008 წელი რეპორტაჟი გორიდან ქართული საზოგადოება ძალიან დიდ ხანს გრძნობდა რომ ჩვენს ქვეყანაში დაძაბულობა მატულობდა და ერთ მშვენიერ დღეს ან ღამეს დუღილის ტემპერატურამდე მისულ ქვაბს სარქველი აეხდებოდა.
ოკუპირებული სამეგრელო - რუსი სამხედროები რეგიონს არ ტოვებენ
18 აგვისტო, 2008
სამეგრელოს ტერიტორიაზე საოკუპაციო ჯარები ჯერ კიდევ რჩებიან. რუსეთის სამხედრო შენაერთებისა და მძიმე ჯავშანტექნიკის ფართომასშტაბიანი გადაადგილება ბოლოს 14 აგვისტოს, ზუგდიდში განხორციელდა. საღამოს 7 საათისათვის ზემო აფხაზეთიდან სენაკის მიმართულებით 150-მდე ერთეული ტანკი დაიძრა. პარალელურად, ენგურის ცენტრალური ხიდის მიმართულებით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალი 40-მდე სატვირთო ავტომანქანამ გადაკვეთა, რომელიც ფოთისა და სენაკის სამხედრო ბაზებიდან ნაძარცვით დატვირთული აფხაზეთში ბრუნდებიდა. ნადავლით კმაყოფილ რუს ჯარისკაცებს გზის გასაყარზე ნანახით უკმაყოფილო ზუგდიდელები ხვდებოდნენ, რომლებიც კბილებამდე შეიარაღებულ სამხედროებს მხოლოდ წყევლა-კრულვას აყოლებდნენ. ქალაქი პარალიზებულია. მოსახლეობის დიდი ნაწილი გახიზნული. მოსალოდნელი სამხედრო აგრესიის გამო მოსახლეობა პანიკურ მდგომარეობაშია.
'ჩვენ ვინაობა აღარ გვაქვს. ჩვენ ყველას დევნილები გვქვია'
18 აგვისტო, 2008
ქალი სკოლის შესასვლელში, ფოიეში ზის და სიას წერს. ასეთი სია დღეს თბილისის თითქმის ყველა სკოლის და ბაგა-ბაღის შესასვლელში იწერება. ცხინვალის რეგიონიდან გამოქცეული დევნილების დიდი ნაწილი სწორედ იქაა დროებით შეხიზნული. ერთმანეთს “აღრიცხავენ” ეძებენ, აჯგუფებენ, ყოფენ. სწავლა ჯერ არ დაწყებულა, სკოლები და ბაღები კი სავსეა – საკლასო ოთახებზე ცარცით ზუსტად ისეთივე წარწერები გაჩნდა, როგორც თექვსმეტი წლის წინ: დაკავებულია, დაკავებულია, დაკავებულია.. დევნილების ახალი ნაკადის ზუსტი რაოდენობის შესახებ ჯერჯერობით არავინ არაფერი იცის. მათი აღრიცხვა ახლა მიმდინარეობს.