მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სხვა
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
სოციალურად დაუცველი სოციალური სუბსიდიების სააგენტოს უჩივის
4 აგვისტო, 2008
მეწყერმა გლეხები მოსავლის გარეშე დატოვა
4 აგვისტო, 2008
19 ივლისს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანში მდინარე ოცხეს ნაპირას გაშენებული ნათესები დაიტბორა. მიზეზი ვარხნისა და ხევაშენს შორის მდგარი მთის ჩამოშლა გახდა.
დღეიდან საინფორმაციო თავისუფლების კვირეული დაიწყო
1 აგვისტო, 2008
მოძრაობამ "არ დაანგრიო" მშენებარე შენობის სართულები შეამცირებინა
1 აგვისტო, 2008
უკრაინაში საქართველოს რამდენიმე მოქალაქე არ შეუშვეს
1 აგვისტო, 2008
ბან კი მუნი საკუთარ ანგარიშში ხურჩის ინციდენტზე აკეთებს აქცენტს
31 ივლისი, 2008
23 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ხურჩას ინციდენტსაც შეეხო. ანგარიშის ავტორებს დღესაც უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა უჩნდებათ. ტექსტის ინტერპრეტირება, სწორედ მისი დიპლომატიური ტონიდან გამომდინარე, მრავალნაირად შეიძლება. რის თქმას ცდილობენ გაეროს ექსპერტები სტრიქონებს შორის?
საქართველო არშემდგარ ქვეყანათა სიაში 56-ე ადგილზეა.
30 ივლისი, 2008
ბელორუსი უარესობისკენ მხოლოდ რამდენიმე საფეხურით გვისწრებს ორმა ცნობილმა ამერიკულმა ინსტიტუტმა, ჟურნალმა „Foreign policy“ და ორგანიზაცია „Fund for Peace“-მა არშემდგარ და საგანგაშო მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოთა ყოველწლიური სია გამოაქვეყნა. საქართველო ამ სიაში 56-ე ადგილზეა. შარშანდელზე რამდენიმე საფეხურით ქვემოთ. ამ მხრივ მას ცოტათი უსწრებს ბელორუსი, რომელსაც ინდექსში 53-ე ადგილი მიუჩინეს.
პედაგოგებს უმიზეზოდ ათავისუფლებენ
30 ივლისი, 2008
გატარებული რეფორმის შედეგად მასწავლებლების გათავისუფლება სკოლიდან ყოველგვარი მიზეზის გარეშეც გახდა შესაძლებელი. ამ პროცესს შრომის კოდექსიც ხელს უწყობს. დღეს დირექტორს მასწავლებლის გათავისუფლება ადეკვატური მიზეზის დასახელების გარეშეც შეუძლია.
ცხინვალს სასმელი წყალი არ მიეწოდება
28 ივლისი, 2008
„ადამიანების დაკავება პერმანენტულ ხასიათს ესკალაციის დროს იძენს“
28 ივლისი, 2008
ქართულ-ოსურმა დაპირისპირებამ ესკალაციის მორიგ ეტაპზე გადაინაცვლა. საქმე უკვე ადამიანების უკანონო დაკავებას ეხაბა. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენები ამის თვალსაჩინო მაგალითია. ორივე მხარის მიერ დაკავებული ადამიანები, რომლებიც საკმაოდ მძიმე დანაშაულში იყვნენ ეჭვმიტანილნი, გამოუშვეს. რას ნიშნავს ეს? რატომ ხდება ორივე მხარის მიერ ადამიანების ჯერ დაკავება და შემდგომ მათი გამოშვება?
სიღნაღის გამგეობაში ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ
25 ივლისი, 2008
გუშინ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაცვის წარმომადგენლების მეშვეობით, შენობიდან გააძევეს. გამგეობის თანამშრომელმა ფიქრია ჯოხარიძემ ჟურნალისტს განუცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში კორესპონდენტებთან ამგვარად მოქცევის შესახებ მითითება, გამგებლის მეშვეობით, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან მიიღეს.
,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" შიდა ქართლის ოფისი კულტურის სამმართველოს უფროსის დასჯას ითხოვს
25 ივლისი, 2008
სიღნაღის გამგეობის შენობაში ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
25 ივლისი, 2008
საპატრიარქო საქართველოში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებს უარყოფს
25 ივლისი, 2008
სახალხო დამცველმა თავის მოხსენებაში რელიგიურ ნიადაგზე განხორციელებული ძალადობისა და დისკრიმინაციის 13 ფაქტი დაასახელა. ექსპერტები საქართველოში „მართლმადიდებლურ ნაციონალიზმზე“ საუბრობენ. საპატრიარქოში კი აცხადებენ, რომ მსგავსი პრობლემა საქართველოში 2003 წლიდან აღარ არსებობს.
"კახეთის ენერგოდისტრიბუციის" ხელმძღვანელობას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ
24 ივლისი, 2008
ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" ყოფილი თანამშრომლები საწარმოსგან სახელფასო დავალიანებების გადახდას ითხოვენ. ამ მოთხოვნით ნატალია ნიბლაძემ, ზაურ მღებრიშვილმა და სხვებმა თელავის რაიონულ სასამართლოსაც მიმართეს. მოსამართლემ ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციას" მოსარჩელეების სასარგებლოდ თანხის გადახდა დააკისრა, თუმცა იმ მიზეზით, რომ კომპანია გაკოტრების პროცესშია, კახეთის სააღსრულებო ბიურო იძულებით აღსრულებას ვერ ახდენს.
"მწვანეებმა" აფხაზეთში რუსეთის ქმედებები საერთაშორისო ორგანიზაციებში გააპროტესტეს
23 ივლისი, 2008
გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ,,სამხეცე“ მოუწყვეს
23 ივლისი, 2008
გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს მამუკა ტყემალაძეს პრემიერა ,,ერთხელ სამხეცეში“ ძვირად დაუჯდა. სპექტაკლი შინაარსობრივად პრეზიდენტის რწმუნებულის კარზე დაარსებული ,,მრჩეველთა საბჭოს“ სხდომაზეც კი გაირჩა. საბჭოს წევრების უმრავლესობამ, რომელსაც სპექტაკლი ნანახიც კი არ ჰქონდათ, სპექტაკლი დაიწუნა. ცოტა ხანში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კულტურის განყოფილებაში დაიბარეს და განთავისუფლების თაობაზე განცხადების დაწერა კატეგორიულად მოსთხოვეს.
ზემოაჭარელი მძღოლების პროტესტი
22 ივლისი, 2008
სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებულებს მასობრივად ათავისუფლებენ
22 ივლისი, 2008
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სახელმწიფო და საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სამსახურებიდან თანამშრომლებს ათავისუფლებენ. დასაქმებულებს შრომითი ხელშეკრულებები ჯერ-ჯერობით რეგიონებში შეუწყვიტეს. გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანებიდან 100-ზე მეტი პედაგოგი გათავისუფლდა. ხელშეკრულებების გაგრძელებაზე უარი უთხრეს გურჯაანის კულტურის ცენტრის 40-მდე თანამშრომელსაც. ოფიციალური ინფორმაციით, სექტემბრამდე მასობრივი საკადრო ცვლილებები განხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებშიც.
უხარისხოდ ჩატარებულმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა სიღნაღში თავი კიდევ ერთხელ იჩინა
21 ივლისი, 2008