19:45, Wednesday, 16.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2008-10-13
თელავის გამგეობის თანამშრომლებმა უპოვართა ჰუმანიტარული საკვები მიითვისეს
სოციალურად უკიდურესად დაუცველი ადამიანებისთვის უფასო სასადილოები თითქმის ყველა რეგიონში ფუნქციონირებს. უპოვართა და უმწეოთა კვება ძირითადად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ერთ ადამიანზე ყოველდღიური ხარჯი 1 ლარსა და 20 თეთრს შეადგენს. ამ თანხით უმწეოებს ერთი პური და ერთი ქილა უხორცო წვნიანი ეძლევათ. არასახარბიელო მდგომარეობის გამო უპოვართა სასადილოებს ხანდახან საქველმოქმედო ორგანიზაციებიც ეხმარებიან, თუმცა როგორც გავარკვიეთ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰუმანიტარული ტვირთი დანიშნულების ადგილამდე არ მიაქვთ.

2008-10-13
უკრაინის მოქალაქე ქართველ პოლიციელებს წამებაში ადანაშაულებს
კიეველი ორესტ ბოხონკო სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. უკრაინის მოქალაქე ქართველმა პოლიციელებმა 27 აგვისტოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. იგი დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვასა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვაშია ბრალდებული. სამხარეო პოლიციის თანამშრომლების მტკიცებით ნარკოტიკი „მეტადონი“ ბოხონკოს ანალური ხვრელიდან ამოიღეს. უკრაინის მოქალაქე ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. მისი ადვოკატი, შორენა კალანდია კი იმ კანონდარღვევებზე საუბრობს, რომელიც ბრალდებულის დაკავებას ახლდა.


 

2008-10-13
ხალხის აზრი:
ერთი სიმართლე - ომი არ დასრულებულა

დღეს არავინ დავობს იმაზე, რომ აგვისტოს მოვლენებმა საქართველო დიდ განსაცდელში ჩააგდო. არც იმაზე, რომ ემოცია ჩვენს ქვეყანაში ჯერაც არ განელებულა. მართალია, რუსები შიდა ქართლისა და სამეგრელოს ტერიტორიიდან გავიდნენ და „ნადავლიც“ თან გაიყოლეს, თუმცა, კვლავ ოკუპირებულია ახალგორი და საჩხერის რაიონი. პერევში რუსები სანგრებს ისევ ძველებური შემართებით თხრიან, რაც ადგილობრივ მოსახლეობას საფუძველს აძლევს განაცხადოს, რომ „ომი ჯერ არ დასრულებულა.“

2008-10-10
მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
„არც შუქი გვაქვს, არც გზა, ბუნებრივ აირზე ოცნებაც ხომ ზედმეტია. განსაკუთრებით რთულ ვითარებაში ზამთარში ან წყალდიდობების დროს ვართ. ერთადერთი გზა, რომელიც სოფელს რაიონთან აკავშირებს, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჭერემის ხევს მიაქვს და საერთოდ იზოლირებულები ვრჩებით. ამიტომ პურის ფქვილს და სხვა სურსათს ზაფხულში ვიმარაგებთ, რომ ზამთარში შიმშილით არ გავწყდეთ“, - ამბობს სოფელ ჭერემის მკვიდრი თამარ იაგანაშვილი.

2008-10-10
ერთი კანონი მთელ სისტემას ვერ შეცვლის
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტი რეფორმების ახალი ტალღის პირველი ნაბიჯია. ასე აფასებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომრე კოდექსის პროექტს, რომელიც 2009 წლიდან ამოქმედდება. კოდექსი ინოვაციებს სამი ძირითადი მიმართულებით გულისხმობს: ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედება, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის წარმომადგენლის შეყვანა.

2008-10-10
დევნილების თანხების მითვისების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა საომარი მოქმედებების დროს შიდა ქართლიდან დევნილების დახმარების მოტივით, კახეთში შეგროვებული დიდი ოდენობით თანხის არამიზნობრივად გახარჯვისა და მითვისების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ "ადამიანის უფლებათა ცენტრს" სანდო წყარომ აცნობა. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის გამომძიებლებმა უკვე დაკითხეს რამდენიმე ბიზნესმენი, რომლებმაც დევნილების დასახმარებლად ათასობით ლარი გაიღეს.

2008-10-10
მოსახლეობა ოსების და ქართველების გაძარცვულ სახლებში ბრუნდება
გუშინ შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ქვედანაყოფები ქართულ სოფლებში ზარ-ზეიმით შევიდა. შინდისის, ნიქოზის, ფხვენისის, ერგნეთის, ბროწლეთის და ა.შ. სოფლების მაცხოვრებლები ქართულ პოლიციის გამოჩენას დიდი სიხარულით შეხვდნენ. სამხარეო პოლიციის უფროსს ვოვა ჯუღელს რუსმა მშვიდობისმყოფელმა მარატ კულახმეტოვმა ,,ნაბლოკსპოსტარი" ადგილები  ჩააბარა.

2008-10-09
მარტოხელა დედა ჯარისკაცს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს
ახალციხეში მცხოვრებ  მარტოხელა, ორი მცირეწლოვანი შვილის დედის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. მოძალადე ჯარისკაცია.  23 სექტემბერს, გაუპატიურების მცდელობაზე 28 წლის ქალბატონმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის რაიონულ სამმართველოს განცხადება თავად მიუტანა. 

2008-10-09
სახელოვნებო სკოლების დირექტორი უხელფასოდ დარჩენილ პედაგოგებს სამსახურიდან გაყრით ემუქრება
სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანის სამუსიკო სკოლის პედაგოგებს მეოთხე თვეა ხელფასი არ მიუღიათ. ამის მიზეზად სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო და სპორტსკოლის დირექტორი თამილა ძმანაშვილი, რომელიც რაიონის სამუსიკო სკოლებს ხელმძღვანელობს, საკმარისი თანხების არარსებობას ასახელებს. ტიბაანის სკოლა სიღნაღის სხვა სამუსიკო სკოლებისგან იმითაც გამოირჩევა, რომ მრავალშვილიანი ოჯახების და ობოლ ბავშვებს, ოფიციალური დოკუმენტით დადგენილი მოთხოვნის მიუხედავად, სკოლაში უფასოდ სწავლების საშუალებას არ აძლევენ. სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ხელმძღვანელი თამილა ძმანაშვილი, პედაგოგებს, შესაბამის ორგანოებში საჩივრის შეტანის შემთხვევაში, სკოლიდან გაყრით ემუქრება.

2008-10-08
ოსებთან და აფხაზებთან დიალოგის შანსი დღეს ნულის ტოლია
„საერთაშორისო თანამეგობრობას არ შეუძლია მოსთხოვოს რუსეთის მიერ აღიარებულ ქვეყნებს კოდორის ან ახალგორის რაიონების ჩვენი იურისდიქციის ქვეშ დაბრუნება, რადგან არ ცნობს მათ დამოუკიდებელ ქვეყნებად. დე-ფაქტო აფხაზეთი და დე-ფაქტო ოსეთი ევროპისთვის არ არსებობს, ამიტომ რუსეთს ელაპარაკებიან. რუსეთი ამბობს, მე ნუ მელაპარაკებით, მათ ელაპარაკეთო. რუსეთი ცდილობს, რომ ამ პროცესის შედეგად აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებების ლეგიტიმაცია მოახდინოს, რომ ევროპამ მათთან მოლაპარაკება დაიწყოს და არენაზე გამოიყვანოს“, - აცხადებს კონფლიქტოლოგი გიორგი ხუციშვილი.

2008-10-07
ენერგოგანაჩენი
2008 წლის 3 ოქტომბერს, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე მომხმარებლების მიერ, ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესი განიხილა. მოსახლეობის მრავალგზის პროტესტის და საკანონმდებლო წინააღმდეგობების მიუხედავად, სემეკმა სადისტრიბუციო კომპანიას ე.წ. კომუნალური მრიცხველებით მოქმედების ვადა 2009 წლის პირველ ივნისამდე მისცა.

2008-10-07
„ცხინვალი მინის ნამსხვრევებით იყო სავსე, ქუჩებში კი გვამები ეყარა“...
ცხინვალიდან ხუთი დღის წინ წამოსული ოსი ქალბატონის მონათხრობი

„7 აგვისტოს ცხინვალში მშვიდობიანი მოსახლეობა თითქმის აღარ იყო დარჩენილი.  ყველამ წინასწარ იცოდა, რომ ომი იწყებოდა. ციხის მზარეული, ვალია ჯიოევა  ომის დაწყებამდე სამი დღით ადრე გარბოდა ცხინვალიდან, ქუჩაში შემხვდა, ვკითხე,  სად გარბიხარ მეთქი და  ჩვენო, ციხიდან გავუშვით ის ხალხი, რომელიც კარგად ისვრისო. ხელფასები წინასწარ მოგვცეს და თავს უშველეთ, გვითხრესო. ამ ამბის გაგების შემდეგ  შვილს დავურეკე სოფელ დისევში, რომელიც იქ სახლს იშენებდა. გავაფრთხილე, რომ ქალაქში  ევაკუაცია დაიწყო და ოჯახი გაეხიზნა.

2008-10-06
კახელი მევენახეები ხელისუფლებას ცრუ ინფორმაციების გავრცელებაში ადანაშაულებენ
პრემიერ მინისტრის, სოფლის მეურნეობის მინისტრის და კახეთის გუბერნატორის მიერ მედიით გავრცელებულ განცხადებებს, რომ კახეთში  რთველი წარმატებით ჩატარდა, კახელი მევენახეები სიცრუეს უწოდებენ. რეგიონში ღვინის ქარხნებთან, სადაც ყურძენს იბარებენ, დღისითაც და ღამითაც მოსავლით სავსე სატვირთო მანქანების იმდენად გრძელი რიგები დგას, რომ თვალს ვერ გააწვდენ. ყვარელშიც, გურჯაანშიც, საგარეჯოშიც, თელავშიც და სიღნაღშიც გლეხები ტირიან, რომ უკვე ორი, სამი და რამდენიმე მათგანი მეხუთე დღეა რაც ყურძნის ჩაბარებას ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ. ღვინის ქარხნები ყურძენს ძირითადად მხოლოდ ნაცნობობით იღებენ.

2008-10-06
რას წერდა უცხოური პრესა რუსეთ-საქართველოს ომის დროს და შემდეგ
შთაგონება და საფრთხე საქართველოში
ავტორი მაკლ გერსონი
„ვაშინგტონ პოსტი“
ოთხშაბათი, 2008 წლის 20 აგვისტო,
 

დენიელ პრიდი: „ საქართველომ არასწორად გათვალა კრიზისის შედეგები. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფიქრობდა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებს ისევე სწრაფად შემოიერთებდა, როგორც 4 წლის წინ საქართველოს სახრეთ-დასავლეთით მდებარე რეგიონს (იგულისხმება აჭარა). ის (სააკაშვილი) ფიცხი კაცია, რომელმაც ამერიკის რჩევა არ გაითვალისწინა.“

2008-10-06
მოკლული ჯარისკაცის ოჯახი დაზარალებულად არ ცნეს
ადვოკატს კი საქმეში არ რთავენ

სპეცრაზმის მიერ მოკლული 23-ე ბატალიონის ჯარისკაცის, როინ შავაძის ოჯახი დაზარალებულად არ ცნეს. ხოლო გარდაცვლილის ადვოკატს გამოძიებაში არ რთავენ.

2008-10-06
ბუნტი თუ პანიკა - რისთვის სჯიან ზუგდიდის ციხის პატიმრებს?!
ზუგდიდის #4 საპყრობილის 8 პატიმარს ციხის ადმინისტრაციაზე თავდასხმისა და დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო ტუსაღობის გახანგრძლივება ელოდება. რამდენიმე პატიმარს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა უკვე შეეფარდა, ნაწილს კი 30 სექტემბერს ბრალი საპყრობილეშივე წაუყენეს. საქმე 2008 წლის 11 აგვისტოს ინციდენტს ეხება, რომლის დროსაც პატიმრებთან ერთად ბადრაგიც დაშავდა. ერთიც და მეორეც, შესაძლოა, რუსული აგრესიის მსხვერპლი გამხდარიყო. ციხეში პანიკა სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. ხელისუფლებას მოსალოდნელი დაბომბვის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ პატიმრების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია არც კი უცდია...



2008-10-03
კახეთში დევნილები შიმშილის ზღვარზე არიან
სად დაიხარჯა ბიზნესმენებისთვის გამორთმეული ათიათასობით ლარი?

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ანგარიში ჩააბარა. საუბარი არ შეხებია კახეთში ამ დრომდე მყოფ დევნილებს, რომელთა უმრავლესობაც გაუსაძლის პირობებში იმყოფება. დევნილების დიდ ნაწილს, მედიკამენტებზე და პირველადი მოხმარების საგნებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, საკვებად პურიც არ ჰყოფნით. იძულებით გადაადგილებულებს დღეისათვის მხოლოდ გაეროს სასურსათო პროგრამით გათვალისწინებული მწირი დახმარება მიეწოდებათ, ისიც დაგვიანებით. უცნობია, რაში დახარჯეს მუნიციპალიტეტების გამგეობებმა რეგიონში მომუშავე ბიზნესმენებისთვის და საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის გამორთმეული ათიათასობით ლარი.

2008-10-02
გათავისუფლებული პედაგოგები აქციებით იმუქრებიან
პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი თბილისის 149-ე და დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლებიდან მასწავლებელთა დათხოვნის ფაქტს კვლავ აპროტესტებს. იმ შემთხვევაში თუ მოტივაციის გარეშე გათავისუფლებულ პედაგოგებს სამუშაო ადგილებზე არ აღადგენენ, პროფკავშირი ფართომასშტაბიანი აქციების ჩატარებას გეგმავს.

2008-10-01
“სააკაშვილის ორდენმა ხომ არ გაგათამამა?!” - სამეგრელოში ღირსების ორდენოსან ჟურნალისტს იტაცებენ
“მზერის” ყოფილი კორესპონდენტი სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეში მალხაზ ბასილაია აფხაზების ათდღიანი ტყვეობიდან თავის დაღწევის შემდეგ ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ ექვსი თვის შემდეგ საკუთარ ქვეყანაში გაიტაცებდნენ და ძალადობის მსხვერპლი გახდებოდა. ქართველების ტყვეობაში მან სამი საათი გაატარა და ქართველმა ბიჭებმა იკადრეს ის, რაც აფხაზ სეპარატისტებს თავშიც კი არ მოსვლიათ - სექსუალური ძალადობის მცდელობა. “სააკაშვილის ორდენმა ხომ არ გაგათამამა?!”_ამ ფრაზებს კი ჯეგეთას ტყეში ჟურნალისტს ცემასთან ერთად 9 შეიარაღებული პირი გამუდმებით უმეორებდა

2008-10-01
ქართველები გასაჭირში - სოფელი დისევი, სამხრეთ ოსეთი
2008 წლის 28 სექტემბერი: 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მთლიანად დაკარგა კონტროლი  ცხინვალის რეგიონზე, ეგრეთწოდებულ სამხრეთ ოსეთზე. ეს ტერიტორია, ფაქტობრივად, საქართველოს  იურისდიქციიდანაა გამოსული. 27 და 28 სექტემბერს მე, ამერიკელი ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმანი, „ადამიანის უფლებთა ცენტრის“ თანამშრომელი, გორის რაიონისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარზე მდებარე სოფლებს ვესტუმრე.  ვიმოგზაურე ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მდებარე გაძარცვულ და გადამწვარ ქართულ სოფელ დისევში. დისევში გადამწვარი სახლების სურათები გადავიღე და გავესაუბრე რამდენიმე ადგილობრივ მაცხოვრებელს. დავუსვი რამდენიმე შეკითხვა. კერძოდ კი, როდის დაიწყო სოფლის დაბომბვა და რა მოვლენები უძღოდა მას წინ.

1 2 3 4 5 6 [7] 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC