მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ქუთაისისა და გეგუთის ციხეებში აუტანელი პირობებია - აცხადებენ მონიტორინგის ჯგუფის წევრები
30 ოქტომბერი, 2012
ციხის ცნობილი ტელეკადრების შემდეგ ქუთაისში მოქმედმა მედიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროტესტის ნიშნად სამოქალაქო მოძრაობა „შეაჩერე აქტი“ ჩამოაყალიბეს. 10-დღიანი საპროტესტო აქციები (21-30 სექტემბერი) დროებითი საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს შექმნით დასრულდა, რომელმაც საქართველოს ციხეებში შესვლისა და მონიტორინგის განხორციელების უფლება მოიპოვა.
სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ვებ-გვერდები ნაკლებად ინფორმაციულია
30 ოქტომბერი, 2012
საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ვებ-გვერდების უმეტესობა ელექტრონული გამჭვირვალობის კუთხით ნაკლებად ინფორმაციულია მომხმარებლისთვის, ხოლო ტექნიკური გამართულობით არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.
ახმედ ჩატაევი უდანაშაულოა – შსს-მ მოწმეებს ცრუ ჩვენებებზე ხელმოწერა აიძულა
29 ოქტომბერი, 2012
ადამიანის უფლებათა ცენტრმა ახმედ ჩატაევის საქმეზე საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა. უფლებადაცვითი ორგანიზაცია სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატაევის წინააღმდეგ ერთი თვის წინ მიცემული ცრუ ჩვენებების გამო გამოძიების დაწყებას ითხოვს.
ფოთს გაფიცვების ტალღამ გადაუარა
29 ოქტომბერი, 2012
25 ოქტომბერს დილიდანვე გაიფიცნენ ფოთის პორტის თანამშრომლები. მათი გამაფრთხილებელი გაფიცვის გამო პორტში მუშაობა მთელი დღის განმავლობაში პარალიზებული იყო.
რუსთავის ქალთა მე-5 საპყრობილის რეალობა - humanrights.ge-ს რეპორტაჟი
29 ოქტომბერი, 2012
„ქალი ციხეში კი არა სახლში გამოკეტილიც ცოდვაა“, - თავის მოსაზრებას გვიზიარებს ტაქსის მძღოლი, რომელსაც რუსთავის მე-5 ქალთა საპყრობილესთან მივყავართ. ამანათების მისაღებში ჩვილების და პატარა ბავშვების ტირილი ისმის. პატარა გოგონას ვერ ამშვიდებენ - „დედის სანახავად შეგვყავს და ფორმიანების ეშინია“. დედასთან შეჰყავთ ტანასაცმეში ჩაფუთნული მცირეწლოვანი ბავშვიც.
ადვოკატი დიმიტრი გაბუნია მიხეილ მაჭავარიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს
26 ოქტომბერი, 2012
კომპიუტერული ტექნიკის კომპანია „მაქსტოპის“ დირექტორისა და მფლობელის, ბიზნესმენ მინდია ქაშიბაძის საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა. ამის შესახებ ბიზნესმენის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია აცხადებს.
ექსპერტიზის დასკვნით, 10 თვის გოგონა ქვევრში ცოცხალი ჩააგდეს
26 ოქტომბერი, 2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ადვოკატებმა 10 თვის ბარბარე რაფალიანის მკვლელობის საქმეზე სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი გაავრცელეს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 10 თვის გოგონა ქვევრში ცოცხალი ჩააგდეს და მისი სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია სასუნთქ გზებში სითხის მოხვედრით.
ახმედ ჩატაევს სასამართლო პროცესზე ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი დაიცავს
26 ოქტომბერი, 2012
ლოპოტას ხეობაში განხორციელებული სპეცოპერაციის შემდეგ დაკავებული ახმედ ჩატაევი, ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ადამიანის უფლებათა ცენტრი მის გათავისუფლებას მოითხოვს. 23 ოქტომბერს ახმედ ჩატაევი საპატიმროში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნინო ანდრიაშვილმა მოინახულა.
ჭიათურაში მაღაროელები ისევ გაფიცულები არიან
25 ოქტომბერი, 2012
ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება. მაღაროელები ხელფასების 100 %-იან მატებას, სანიტარული პირობების მოწესრიგებას, სპეც ფორმების მიწოდებას და სამუშაო იარაღების გადაახლებას ითხოვენ.
პატიმრები ციხის სახურავებზე ადიან და უფლებადამცველებთან შეხვედრას მოითხოვენ
25 ოქტომბერი, 2012
24 ოქტომბერს გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების სახურავზე ავიდა პატიმარი ლაშა გეწაძე და საპყრობილეში ვიდეოკამერების შესვლას მოითხოვა.
არჩევნების შემდეგ ლანჩხუთის საბავშვო ბაღებში მენიუდან ხორცი ამოიღეს
25 ოქტომბერი, 2012
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2008 წლიდან სკოლამდელი სააღმზრდელო ჯგუფების, ანუ საბავშვო ბაღების დაფინანსება მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე იყო. 2011 წელს ბაღებში მინიმალური გადასახადი, თვეში 15 ლარი დააწესეს. სააღმზრდელო ჯგუფებში კვების რაციონი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო და ბავშვები კვირაში სამ დღეს ხორციან საკვებს იღებდნენ. 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სურათი შეიცვალა.
წამების შემდეგ პატიმარი გაუნძრევლად წევს და ხანდახან ყვირის: „მომშორდით! თავი დამანებეთ! არ დამარტყათ!“
24 ოქტომბერი, 2012
ლანჩხუთელ კოტე გიგაშვილს 2009 წელს 3 წელი და რვა თვე მიუსაჯეს. იგო სასჯელს ქურდობის ბრალდებით იხდის. 2012 წლის 22 სექტემბერს, პატიმრობის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე, ციხის ადმინისტრაციიდან ოჯახს დაურეკეს და შეატყობინეს, რომ მათი შვილი თავისუფალი იყო.
ქობულეთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულთა პროტესტი
24 ოქტომბერი, 2012
ქობულეთის შემოვლითი გზის - ე. წ. ავტობანის მშენებლობზე დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების გაზრდას ითხოვდნენ. სამუშაოს ჩინური სამშენებლო კომპანია „სინო ჰიდროს“ ასრულებს. კომპანიის წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.
მაღაზიის მეპატრონის სკანდალური ჩვენება - როგორ აღმოჩნდა 2011 წლის 27 მაისს მაღაზიის სახურავზე ორი ცხედარი
24 ოქტომბერი, 2012
მეტროს სადგურ „თავისუფლების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კომერციული ფართის მფლობელი ოლეგ ჟვანია 2011 წლის 27 მაისს იხსენებს, როდესაც საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ მაღაზიის სახურავზე გარდაცვლილთა ცხედრები აღმოაჩინეს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი ახმედ ჩატაევის გათავისუფლებას ითხოვს
23 ოქტომბერი, 2012
არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დაპატიმრებული ახმედ ჩატაევის გათავისუფლებას ითხოვს. უფლებადაცვითი ორგანიზაციის ინფორმაციით, ეთნიკური ჩეჩენი, რომელსაც ავსტრიაში ლტოლვილის სტატუსი აქვს მიღებული, საქართველოში უკანონო პატიმრობაში იმყოფება.
ახალი პარლამენტი საქმიანობას საპროტესტო აქციების ფონზე შეუდგა
23 ოქტომბერი, 2012
„ახალაიები ციხეში!“ „თავისუფლება უკანონო პატიმრებს!“ „შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ჭიათურის მაღაროს მუშებს!“ „დაიცავით ჩვენი უფლებები!“ - მრავალფეროვანი საპროტესტო ლოზუნგების, ხალხმრავალი გამოსვლებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ სტუდენტების შეძახილის („მკვლელებო!“) ფონზე 21 ოქტომბერს, ქუთაისში, მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა.
მარტყოფის ლტოლვილთა თავშესაფარში რამდენიმე ქვეყნის მოქალაქე ცხოვრობს
19 ოქტომბერი, 2012
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ისტორია პირდაპირ არის დაკავშირებული მიგრანტებისა და ლტოლვილების უფლებებთან. სამოციოდე წლის წინ, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, აუცილებელი გახდა პოლიტიკური ზეწოლისა და კონფლიქტის შედეგად დევნილი ადამიანების დაცვა. ვინაიდან ომები და რეპრესია კვლავ გრძელდება მსოფლიოს მასშტაბით, კვლავაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ვინც კონფლიქტის ზონებს ან ავტორიტარულ რეჟიმებს გაურბის.
საპროტესტო აქცია „თელასთან“
19 ოქტომბერი, 2012
19 ოქტომბერს „თელასის“ აბონენტთა მომსახურების ცენტრების თანამშრომელთა ნაწილმა ცენტრალურ ოფისთან გამართულ აქციაზე კომპანიის კომერციული დირექტორის, ზურაბ არსოშვილის გადადგომა მოითხოვა. აქციის მონაწილეთა ცნობით, გაფიცული არიან „თელასის“ 15 ფილიალის თანამშრომლები. აქციაზე, ასევე, იმყოფებოდნენ ორი თვის წინ გათავისუფლებული თანამშრომლები, რომლებიც სამსახურში აღდგენას ითხოვდნენ.
უსახლკარო ოჯახებმა რუსთავის ერთ-ერთი ყველაზე ავარიული შენობა დაიკავეს
19 ოქტომბერი, 2012
ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი სამსართულიანი კორპუსი რუსთავის მარცხენა სანაპიროზე ერთ-ერთი ყველაზე ავარიული შენობაა. შენობის ერთი ნაწილი სრულადაა ჩამონგრეული. ასევე კედლების გარეშეა დარჩენილი შენობის ჩამონგრეული ნაწილის მოსაზღვრე ოთახები.
პატიმრებსა და ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტს შორის სატელეფონო კავშირი განახლდა
18 ოქტომბერი, 2012
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტს ნინო ანდრიაშვილს 2011 წლის ბოლოდან პატიმრები ტელეფონზე ვეღარ უკავშირდებოდნენ, რის გამოც იურისტი იძულებული გახდა, ტელეფონის ნომერი შეეცვალა.