მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ბან კი მუნი საკუთარ ანგარიშში ხურჩის ინციდენტზე აკეთებს აქცენტს
31 ივლისი, 2008
23 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ხურჩას ინციდენტსაც შეეხო. ანგარიშის ავტორებს დღესაც უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა უჩნდებათ. ტექსტის ინტერპრეტირება, სწორედ მისი დიპლომატიური ტონიდან გამომდინარე, მრავალნაირად შეიძლება. რის თქმას ცდილობენ გაეროს ექსპერტები სტრიქონებს შორის?
აჭარაში რადიო „თავისუფლება“ აღარ მაუწყებლობს
30 ივლისი, 2008
მეოთხე კვირაა აჭარაში რადიო „თავისუფლება“ აღარ მაუწყებლობს. გადაცემების ტრანსლირების შეწყვეტის ოფიციალურ მიზეზად, აჭარის ტელერადიო დეპარტამენტში ხელშეკრულების არ არსებობას ასახელებენ. ტელერადიოდეპარტამენტის დირექტორის თეა ცეცხლაძის განცხადებით, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის ლევან ვარშალომიძის პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელია, აჭარის რადიოს მეშვეობით, რადიო „თავისუფლების“ გადაცემები იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ რადიო „თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ხელმძღვანელობისათვის აჭარის ტელერადიოდეპარტამენტის პირობები მისაღები იქნება.
პედაგოგებს უმიზეზოდ ათავისუფლებენ
30 ივლისი, 2008
გატარებული რეფორმის შედეგად მასწავლებლების გათავისუფლება სკოლიდან ყოველგვარი მიზეზის გარეშეც გახდა შესაძლებელი. ამ პროცესს შრომის კოდექსიც ხელს უწყობს. დღეს დირექტორს მასწავლებლის გათავისუფლება ადეკვატური მიზეზის დასახელების გარეშეც შეუძლია.
9 შვილის დედას ,,იებს" დახმარება ურჩევნია
29 ივლისი, 2008
ყოველდღიურად გაუთავებელი რიგები ჩინოვნიკების მისაღებში იმის მაუწყებელია, რომ ზოგს შვილის საოპერაციო თანხა სჭირდება, ზოგს ჭერი თავზე ენგრევა, ზოგიც კი უსახსრობის გამო შიმშილობს. გორის საკრებულოს თავმჯდომარის, ზვიად ხმალაძის ცნობით, მიმდინარე წლის 6 თვეში სოციალურად გაჭირვებულებზე სულ 80 000 ლარი დაიხარჯა.ეს თანხა 165 მოქალაქეზე განაწილდა.
არცერთი გამამართლებელი განაჩენი
29 ივლისი, 2008
„არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს ის, რომ ბავშვთა უფლებების გაეროს კომიტეტი შეწუხებულია მრავალ ქვეყანაში არსებული სახელმწიფო პოლიტიკითა და საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც ეხება არასრულწლოვან დამნაშავეებს. არსებობს ბევრი ნიშანი იმისა, რომ მთავრობები არღვევენ ბავშვთა უფლებებს. ზოგადად, მარტივი გადაწყვეტილებები საკმაოდ საშიშია და კეთილი მისწრაფებების შემთხვევაშიც კი, მათ შეიძლება მიგვიყვანონ ძალადობის ახალ ციკლამდე“, - ნათქვამია დანიუს პურასის (გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტი) მოხსენებაში.
„ადამიანების დაკავება პერმანენტულ ხასიათს ესკალაციის დროს იძენს“
28 ივლისი, 2008
ქართულ-ოსურმა დაპირისპირებამ ესკალაციის მორიგ ეტაპზე გადაინაცვლა. საქმე უკვე ადამიანების უკანონო დაკავებას ეხაბა. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენები ამის თვალსაჩინო მაგალითია. ორივე მხარის მიერ დაკავებული ადამიანები, რომლებიც საკმაოდ მძიმე დანაშაულში იყვნენ ეჭვმიტანილნი, გამოუშვეს. რას ნიშნავს ეს? რატომ ხდება ორივე მხარის მიერ ადამიანების ჯერ დაკავება და შემდგომ მათი გამოშვება?
სიღნაღის გამგეობაში ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ
25 ივლისი, 2008
გუშინ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაცვის წარმომადგენლების მეშვეობით, შენობიდან გააძევეს. გამგეობის თანამშრომელმა ფიქრია ჯოხარიძემ ჟურნალისტს განუცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში კორესპონდენტებთან ამგვარად მოქცევის შესახებ მითითება, გამგებლის მეშვეობით, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან მიიღეს.
საპატრიარქო საქართველოში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებს უარყოფს
25 ივლისი, 2008
სახალხო დამცველმა თავის მოხსენებაში რელიგიურ ნიადაგზე განხორციელებული ძალადობისა და დისკრიმინაციის 13 ფაქტი დაასახელა. ექსპერტები საქართველოში „მართლმადიდებლურ ნაციონალიზმზე“ საუბრობენ. საპატრიარქოში კი აცხადებენ, რომ მსგავსი პრობლემა საქართველოში 2003 წლიდან აღარ არსებობს.
"კახეთის ენერგოდისტრიბუციის" ხელმძღვანელობას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ
24 ივლისი, 2008
ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" ყოფილი თანამშრომლები საწარმოსგან სახელფასო დავალიანებების გადახდას ითხოვენ. ამ მოთხოვნით ნატალია ნიბლაძემ, ზაურ მღებრიშვილმა და სხვებმა თელავის რაიონულ სასამართლოსაც მიმართეს. მოსამართლემ ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციას" მოსარჩელეების სასარგებლოდ თანხის გადახდა დააკისრა, თუმცა იმ მიზეზით, რომ კომპანია გაკოტრების პროცესშია, კახეთის სააღსრულებო ბიურო იძულებით აღსრულებას ვერ ახდენს.
გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ,,სამხეცე“ მოუწყვეს
23 ივლისი, 2008
გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს მამუკა ტყემალაძეს პრემიერა ,,ერთხელ სამხეცეში“ ძვირად დაუჯდა. სპექტაკლი შინაარსობრივად პრეზიდენტის რწმუნებულის კარზე დაარსებული ,,მრჩეველთა საბჭოს“ სხდომაზეც კი გაირჩა. საბჭოს წევრების უმრავლესობამ, რომელსაც სპექტაკლი ნანახიც კი არ ჰქონდათ, სპექტაკლი დაიწუნა. ცოტა ხანში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კულტურის განყოფილებაში დაიბარეს და განთავისუფლების თაობაზე განცხადების დაწერა კატეგორიულად მოსთხოვეს.
ვინ არღვევს ბავშვთა უფლებებს?
22 ივლისი, 2008
რამდენიმე დღის წინ „რუსთავი-2“-ის საინფორმაციო გამოშვებაში სიუჟეტი გავიდა, რომელშიც არასრულწლოვნებს პროსტიტუციაში საჯაროდ, ქალაქის ცენტრში შეკრებილი მოქალაქეების თანდასწრებით ამხელდნენ. საზოგადოება ზოგადად ფაქტით, უფრო მეტად კი, ამ ფაქტის დეტალების გამხმაურებლების მისამართით აღშფოთდა. 13-15 წლის გოგონების ცხოვრების „სამარცხვინო ეპიზოდები“ სააშკარაოზე ბავშვთა უფლებების დამცველი საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებმა გამოიტანეს. მოგვიანებით კი, ამ ყველაფერს შემდეგნაირი ახსნა მოუძებნეს.
სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებულებს მასობრივად ათავისუფლებენ
22 ივლისი, 2008
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სახელმწიფო და საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სამსახურებიდან თანამშრომლებს ათავისუფლებენ. დასაქმებულებს შრომითი ხელშეკრულებები ჯერ-ჯერობით რეგიონებში შეუწყვიტეს. გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანებიდან 100-ზე მეტი პედაგოგი გათავისუფლდა. ხელშეკრულებების გაგრძელებაზე უარი უთხრეს გურჯაანის კულტურის ცენტრის 40-მდე თანამშრომელსაც. ოფიციალური ინფორმაციით, სექტემბრამდე მასობრივი საკადრო ცვლილებები განხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებშიც.
ციხე - მონიტორინგის გარეშე
21 ივლისი, 2008
ციხეებთან არსებული მონიტორინგის ჯგუფებს უფლებამოსილება შეუჩერდათ. იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილების გაგრძელებას არ ჩქარობს. მონიტორინგის ჯგუფის წევრები კი ამ ფაქტს აფასებენ, როგორც ხელისუფლების ინტერესს, რომელიც ციხეებში არსებული პირობების გაუხმაურებლობას უკავშირდება. საპყრობილეებში მონიტორინგის წარმოება მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს შეუძლიათ. თუმცა, ეს უკანასკნელნი, ამ უფლებით ნაკლებად სარგებლობენ.
კახეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი გააუქმეს
21 ივლისი, 2008
გურჯაანში მდებარე კახეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც ორმოცდაათი ათასზე მეტი უნიკალური ექსპონატია დაცული, პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის ბრძანებულებით გაუქმდა. მას შემდეგ მუზეუმის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობა მიდის. გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ყოფილი მუზეუმის შენობის და ტერიტორიის გაყიდვას გეგმავს.
სამცხე-ჯავახეთში ამბულატორიებს აწესრიგებენ
21 ივლისი, 2008
,,ამბულატორია ყველა სოფელში”, - ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო დაპირება ჯერ შესრულების პროცესშია, რომელსაც პრობლემები და გაურკვევლობები ახლავს თან. საბჭოურ პერიოდში თითქმის ყველა სოფელში ამბულატორია იყო, სადაც ექიმებს არა მარტო პირველადი დახმარების სრულფასოვნად გაწევა, არამედ მშობიარეების მიღებაც შეეძლოთ.
„სანამდე გაგრძელდება „ომობანას“ თამაში?!“
19 ივლისი, 2008
ჩაკეტილი ხიდი და ჩიხში მოქცეული ქართველები ენგურის ცენტრალური ხიდი 18 დღის წინ ჩაიკეტა. აფხაზური მხარე მის გახსნას ჯერჯერობით არ აპირებს. თუმცა სამშვიდობო მისიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისათვის გზა დღესაც ხსნილია. გალის რაიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის მცირე ნაწილი გადაადგილებას შემოვლითი გზებით, ფეხითა და ცხენებით ამ დრომდე მაინც ახერხებს. ქართულ-აფხაზურ ადმინისტრაციულ საზღვარს აფხაზურ-ჩეჩნურ-რუსული შეიარაღებული ჯგუფები მთელ პერიმეტრზე აკონტროლებენ. მოსახლეობა კი საკვებ პროდუქტებს ზუგდიდიდან ვეღარ ეზიდება და დახმარებას საქართველოს მთავრობისაგან დღემდე ითხოვს. ქართველები შიმშილისა და ომის ზღვარზე დგანან.
საქართველოს შრომითი კოდექსი - ადამიანებს სამსახურიდან ერთი ხაჭაპურის გაუჩინარების გამო ათავისუფლებენ
19 ივლისი, 2008
საქართველოში დასაქმებულთა უფლებები ირღვევა. არ არსებობს ერთი კანონიც კი, რომელიც ამ ადამიანებს დაიცავს. სწორედ ამ პრობლემებს ეძღვნება საქართველოს პროფესიული კავშირების 2008 წლის პირველი ნახევრის ანგარიში
სუბარმა ხელისუფლებას ის დღე გაახსენა, რომლის ისტორიიდან ამოშლასაც მონდომებით ცდილობენ
19 ივლისი, 2008
"შვიდი ნოემბრის წინაშე ხელისუფლება ბოლომდე შიშვლდება" სახალხო დამცველს 15 ივლისს პარლამენტისათვის ახალი არაფერი უთქვამს, უმრავლესობა კი მაინც ისე აღშფოთდა, თითქოს 2007 წლის 7 ნოემბერი სოზარ სუბარის ფანტაზიის ნაყოფი იყო. თითქოს მანვე მოიგონა „იმედის“ დარბევა, ზოგადად, მედიის ტერორი, გაყალბებული არჩევნები და ადამიანის უფლებების დარღვევის უამრავი ფაქტი, რომელიც მის 2007 წლის მეორე ნახევრის ანგარიშში შევიდა.
რას ითხოვენ პატიმრები ქუთაისის ციხიდან
17 ივლისი, 2008
„სასჯელაღსრულების სისტემის მდგომარეობის შესწავლისას აღმოჩენილია პატიმრების წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის არაერთი ფაქტი. განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია პატიმრების მკურნალობისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულებამ. მრავალი პატიმრის სიცოცხლის გადარჩენა და მათთვის მკურნალობის ჩატარება მხოლოდ ჩვენი ჩარევის შემდეგ მოხერხდა“, - ეს მცირე ამონარიდია საქართველოს სახალხო დამცველის სოზარ სუბარის 2007 წლის მეორე ნახევრის ანგარიშიდან. დღეს, 2008 წლის ივლისში მდგომარეობა უცვლელია - პატიმრები ციხეში არსებულ გაუსაძლის პირობებზე ჩივიან.
სასამართლომ I ჯგუფის ინვალიდს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა
16 ივლისი, 2008
მძიმე ფორმის ფიბროზულ - კავერნოზული ტუბერკულოზით და მარჯვენა ფილტვის ციროზით დაავადებულ ილია თარაშვილს, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შალვა მჭედლიშვილმა 8 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა განსასჯელის ჯანმრთელობის ფაქტობრივი მდგომარეობა. თარაშვილს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. აქვს სუნთქვის უკმარისობა და პერიოდული სისხლდენა. მოსამართლე არც განსასჯელის ჩვენებით დაინტერესდა, რომლითაც ის გამომძიებელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ამხელდა.