მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
უფლებადამცველები პოლიტპატიმარ ზაზა ჩაკვეტაძის გათავისუფლებას მოითხოვენ
15 დეკემბერი, 2010
„ეროვნულ ფორუმის“ წევრი კახა (ზაზა) ჩაკვეტაძე კვლავ პატიმრობაშია. პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ ჩაკვეტაძე გამოკვეთილი პოლიტიკური პატიმარია. 14 დეკემბერს „თავისუფალი აზრის სახლში“ უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები შეიკრიბნენ და მედიას სპეციალური მიმართვა გააცნეს.
მოსამართლემ ადვოკატი სასამართლო დარბაზში არ შეუშვა
15 დეკემბერი, 2010
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, შორენა ყაველაშვილმა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ლია ხუროშვილი, რომელსაც გუშინ გამართულ პროცესზე ჟურნალისტის უფლებები უნდა დაეცვა, სხდომის დარბაზში არ შეუშვა.
„თავს გაუფრთხილდი, რამე არ დაგემართოს, ბიჭო!“
15 დეკემბერი, 2010
„ქართული პარტიის“ პოლიტსაბჭოს წევრი კახა მიქაია გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას რადიო „პალიტრის“ ეთერში ღიად დაუპირისპირდა და დაემუქრა. ჟურნალისტმა „რეზიუმეს“ გუშინდელი გადაცემა პროტესტის ნიშნად დატოვა.
წამებით მოკლული როინ შავაძე სასამართლოში მოწმედ გამოიძახეს
14 დეკემბერი, 2010
წამებით მოკლული ჯარისკაცის, როინ შავაძის ოჯახში მივიდნენ და ჯარისკაცის ქვრივს განუცხადეს: „როინ შავაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ვერა დოლიძესთან არის დაბარებული“. სპეციალური აქტის შედგენის შემდეგ, რომელშიც ჩაწერეს, რომ როინ შავაძე გარდაცვლილია, მათ შავაძეების ოჯახი დატოვეს.
საკუთარ სამზარეულოებში პროტესტის გამოხატვით არ ბრუნდება ღირსეული მოქალაქეობის განცდა
14 დეკემბერი, 2010
თავისუფლება, ღირსება, თანადგომა, მოყვასის სიყვარული, ერთმანეთის უფლებების დაცვა – სასიცოცხლო მნიშვნელობისაა როგორც ერისთვის, ასევე – თითოეული ჩვენთაგანისთვის. ამიტომ ჩვენ, ამ ქვეყნის რიგითი ადამიანები, ვალდებულნი ვართ, ერთმანეთის თანადგომით დავიცვათ ერისა და თითოეული ჩვენთაგანის ღირსება და თავისუფლება.
უფლებადამცველების განცხადება გვანცა ყუფარაძის საქმესთან დაკავშირებით
14 დეკემბერი, 2010
ქართველი უფლებადამცველები მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს სახალხო დამცველს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს, ფართო საზოგადოებას, ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, დაუყოვნებლივ შეისწავლონ 10 წლით თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვანის - გვანცა ყუფარაძის საქმე და მიიღონ ყველა საჭირო ზომა ამ საქმეში სამართლიანობის აღსრულებისათვის.
გარდაცვლილი ერთი თვე ღია ცის ქვეშ ეგდო, პოლიციამ კი ვერ იპოვა
13 დეკემბერი, 2010
17 წლის გიგა ელიზბარაშვილი ერთთვიანი ძებნის შემდეგ საკუთარ სოფელში მკვდარი იპოვეს. მისგან მხოლოდ ძვლები და ტანსაცმლის ნაფლეთებიღა იყო დარჩენილი. დნმ-ის პასუხი ჯერ ცნობილი არ არის. ასევე უცნობია, რა გახდა მოზარდის სიკვდილის მიზეზი.
გალის რაიონის ქართველთა არჩევანი - ცხოვრება შიშის ქვეშ ან უსახლკარო დევნილობა
10 დეკემბერი, 2010
ქალბატონი ბელა - აფხაზეთიდან დევნილი ახლა სამეგრელოში ცხოვრობს. ომის შემდეგ იგი მშობლიურ მხარეში არ იყო ნამყოფი. წელს ზაფხულში პირველად მოახერხა და აფხაზეთში გადავიდა. ბელამ ჯერ თავისი დამწვარი და გაჩანაგებული სახლი მოინახულა, შემდეგ კი მეზობელ სოფელში დარჩა ნათესავებთან. ბელა აჩიგვარაში ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩავიდა.
უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის მიმართვა ადგილობრივ ხელისუფლებებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს
10 დეკემბერი, 2010
2010 წლის 13-14 ნოემბერს, თბილისში, უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის ფარგლებში, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის’’ ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „თქვენი და ჩვენი თავისუფლებისათვის.“ კონფერენციაში მონაწილეობდნენ უფლებადამცველები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და რუსეთიდან.
სოსო ცისკარიშვილი: „ცხინვალში ქართული ჯარის შეყვანის მიზანი რუსული აგრესიის გამოწვევა იყო“
9 დეკემბერი, 2010
2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემა მსოფლიო მედიაში კვლავ აქტუალურია. ბოლო ხანს ამ თემაზე რამდენიმე სკანდალური ინფორმაცია გამოქვეყნდა ინტერნეტპორტალ „ვიკილიქსზე“, რაც მაშინვე აიტაცეს სხვადასხვა სოლიდური გამოცემების ჟურნალისტებმა და მიმომხილველებმა.
პარფიუმერია და 20%-ანი ოკუპაცია
9 დეკემბერი, 2010
„საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ“, – ასეთი წარწერა შეიძლება იპოვოთ საქართველოში დაბეჭდილ რომელიმე პარფიუმერული კომპანიის საინფორმაციო ბროშურაზე, თუკი პარლამენტი დაამტკიცებს ინიცირებულ კანონპროექტს. საკანონმდებლო ინიციატივა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში შედის.
მოსკოვი საქართველოში ტერაქტების ორგანიზებას უარყოფს
8 დეკემბერი, 2010
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია ნოემბერ–დეკემბერში მომხდარ აფეთქებებში ბრალდებული 6-კაციანი ჯგუფის დაკავების შესახებ. დაკავებულებს ბრალად ედებათ ჯავახიშვილის ქუჩაზე, „ლეიბორისტების“ ოფისთან მომხდარი აფეთქება.
ეთნიკური დაპირისპირების საფრთხე
8 დეკემბერი, 2010
სიღნაღის რაიონის სოფელ ყარაღაჯში რამდენიმე დღის წინ მომხდარი მკვლელობის შემდეგ ვითარება დაძაბულია. მოსახლეობა სოფელში პოლიციის განყოფილების გახსნას და სამართალდამცავების მიერ უკანონო იარაღის ამოსაღებად ჩხრეკის ჩატარებას ითხოვს. ადგილობრივებმა პროტესტი მას შემდეგ გამოთქვეს, რაც 25 წლის ილგარ ქარიმოვი სოფელ ყარაღაჯში სამი ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
ირლანდიის მოქალაქეს სიღნაღში ქონება ჩამოართვეს
7 დეკემბერი, 2010
სიღნაღში კერძო საკუთრების ხელყოფის ფაქტებზე არაერთხელ დაწერილა, მათ შორის humanrights.ge-ზეც. ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, სხვა შემთხვევებისგან იმით განსხვავდება, რომ ამჯერად დაზარალებული ირლანდიის მოქალაქეა - სალივან ქიარა როზმარი. მას სიღნაღში შეძენილი სახლი ისე ჩამოართვეს, არც გაუფრთხილებიათ.
კონსტიტუციაში პირის დაპატიმრების შესახებ საზოგადოებისგან ფარული ცვილილება შედის
6 დეკემბერი, 2010
2011 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევა საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმადაც, პოლიციასა და პროკურატურას პირის დაპატიმრების განუსაზღვრელი უფლებები ეძლევათ.
ამერიკელი დიპლომატების ძალისხმევა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის პრევენციის საქმეში
6 დეკემბერი, 2010
ამერიკელი დიპლომატების მიმოწერა ცხადყოფს, თუ როგორი იყო აშშ-ის უკანასკნელი დიპლომატიური ძალისხმევა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის პრევენციის საქმეში 2008 წლის აგვისტოში - მას შემდეგ, რაც წლების განმავლობაში აშშ საქართველოს სამხედრო პოტენციალის განმტკიცებას უწყობდა ხელს.
როგორ გაიყიდა „კავკასუსი“?
3 დეკემბერი, 2010
„კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებელმა ქვეყანა დატოვა. მისი კომპანიის ახალი მფლობელებისთვის ყველა ის კარი გაიღო, რომელიც მამია სანადირაძისთვის დალუქული იყო.
გიორგი ბარათელზე ინფორმაციას პრესა.გე ევროსასამართლოსგან მოითხოვს
3 დეკემბერი, 2010
პრესა.გე იძულებულია საჯარო ინფორმაციის მოპოვებაში დახმარება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს სთხოვოს. საქმე ეხება ინფორმაციას აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელზე; კერძოდ, სად, რომელ საპყრობილეში იხდის იგი სასჯელს.
რა დაუჯდა „ქართლის დღეები“ გორის ბიუჯეტს
3 დეკემბერი, 2010
შიდა ქართლის რწმუნებულის ზურაბ არსოშვილის ინიციატივით, 2 ოქტომბერს „ქართლის დღეები“ გაიმართა. კულტურის სამსახურის უფროსის, ლევან შავლიაშვილის მიერ 2 ოქტომბერს გაკეთებული ზეპირი კომენტარით, ცნობილია, რომ აღნიშნული ღონისძიება 25 000 ლარი ჯდებოდა. თუმცა, ჩვენს მიერ მოკვლეული მასალებით მტკიცდება, რომ ეს ღონისძიება მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტს 17 066 ლარი დაუჯდა.
სოციალურ დახმარებას სახელმწიფო მოხელეები იღებენ, ღატაკები - ვერა
2 დეკემბერი, 2010
ბათუმში პუშკინის ქ.#13-ში რუხაძეების ოჯახი მძიმე სოციალური პირობებში ცხოვრობს. ღარიბული ფიცრული ქოხი ცხრასულიანი ოჯახის ერთადერთი თავშესაფარიია. ოჯახის შემოსავალი მხოლოდ 72 წლის ნადეჟდა რუხაძის პენსიაა. ორი თვის წინ, მათ სოციალური დახმარება იმ მიზეზით შეუწყდათ, რომ ოჯახის წევრი, გიორგი რუხაძე სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ ჯგუფში“ მუშაობდა.