მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
„ლევადა ცენტრის“ კვლევა საქართველოს მიმართ საზოგადოებრივი განწყობების შესახებ რუსეთში
8 აგვისტო, 2013
რუსული საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის „ლევადას“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა ნახევარზე ოდნავ ნაკლები რუსეთში აცხადებს, რომ მათ დადებითი დამოკიდებულება აქვთ საქართველოს მიმართ და 49% მიიჩნევს, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებამ რუსეთს არც სარგებელი მოუტანა და არც ზიანი.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა ფსიქიატრიული დაწესებულებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
7 აგვისტო, 2013
6 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშის - „საქართველოს ფსიქიატრიული დაწესებულებები; პრობლემები, საჭიროებები, რეკომენდაციები“ - პრეზენტაცია გაიმართა. ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, კვლევამ წარმოაჩინა ყველა ის აქტუალური პრობლემა, რაც საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებობს:
საფეხბურთო კლუბის ვალებს ბიუჯეტი იხდის
7 აგვისტო, 2013
მიმდინარე წლისთვის ადგილობრივი ბიუჯეტი საფეხბურთო კლუბ „გურიას“ 400 ათასი ლარით აფინანსებს. გარდა ამისა, კლუბის საბანკო დავალიანება 340 ათასი ლარი ბიუჯეტიდან იფარება. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს ბოლო სხდომაზე კი, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ფეხბურთელების სახელფასო დავალიანებისათვის კიდევ აიღონ ბანკიდან კრედიტი 94 ათასი ლარის ოდენობით, რომლის პროცენტებსაც ბიუჯეტიდან გადაიხდიან.
ბაჩო ახალაიას უდანაშაულოდ ცნობას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა
6 აგვისტო, 2013
ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრი, ბაჩანა ახალაია და მასთან ერთად ბრალდებულები, მოსამართლე გიორგი დარახველიძემ 31 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნულ ფაქტს პოლიტიკოსთა მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი სასჯელაღსრულების მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს
5 აგვისტო, 2013
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ 24 წლის ლევან კორტავას მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა. სასჯელაღსრულების მე-14 დაწესებულების თანამშრომლებს, ასევე, იმავე ციხის ყოფილ პატიმრებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით წაეყენა. ბრალდების მხარის მტკიცებით, გეგუთის მე-14 დაწესებულების უსაფრთხოების ინსპქტორი ილია შანშაშვილი აღნიშნული მკვლელობის დამკვეთი, ხოლო ყოფილი პატიმარი გიორგი შემაზაშვილი მისი უშუალო შემსრულებელია.
ქარდავას სასამართლო პროცესზე სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების დირექტორის მოადგილე და ექიმი დაიკითხნენ
5 აგვისტო, 2013
სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ექიმის, თეიმურაზ წასიძის თქმით, სამხედრო ოფიცერი სერგო თეთრაძე საავადმყოფოში ღამის საათებში, სასწრაფო წესით შემოიყვანეს და ამ დროს, პატიმარი კრიტიკულ სიტუაციაში იმყოფებოდა. ოფიცერ სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავაა ბრალდებული.
ციხის ბუნტის ეპიზოდზე ბაჩანა ახალაიას მიმართ განაჩენი სავარაუდოდ, არჩევნებამდე გამოცხადდება
5 აგვისტო, 2013
31 ივლისს, ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ აღძრული მესამე სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. პროცესზე ახალაიას ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა ბრალდების მტკიცებულებების უდაოდ ცნობის შესახებ შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატმა უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ყველა მტკიცებულება, გარდა ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებისა და სასამართლოში პირველად წარდგენის შესახებ განჩინებისა.
ლანჩხუთის გამგეობაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს
2 აგვისტო, 2013
პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამგებელის მოვალეობის ახალი შემსრულებელი ჰყავს - ზაზა ურუშაძე. „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები ურუშაძეს გამგეობაში კადრების პარტიული ნიშნით დაკომპლექტებაში ადანაშაულებს. ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს ახალი გამგებელი.
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია ხმაურით მიმდინარეობს
2 აგვისტო, 2013
დიმიტრი კოპალიანმა, რომელიც ქუთაისის მერის პოსტზე, ამერიკაში 22 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, მიმდინარე წლის 5 ივნისს დაინიშნა, თავისი საქმიანობა მერიაში განხორციელებული მასშტაბური რეორგანიზაციით დაიწყო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მონაცმებით, არჩევნების შემდეგ, სამსახურიდან მერიის 88 თანამშრომელი გაათავისუფლეს.
1 მოწმე (აგენტი - პროვოკატორი) 11 საქმეში – ეს ხდება არჩევნების შემდეგ
1 აგვისტო, 2013
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით არაერთი საჯარო მოხელე დააკავა, მათ შორის კახეთში. სტუდია „მონიტორმა“ 11 საქმე შეისწავლა, სადაც მთავარი მოწმე ერთი და იგივე პირი რუსლან მამედოვია.
ბაჩანა ახალაია მოსამართლემ უდანაშაულოდ სცნო
1 აგვისტო, 2013
ყოფილ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრს, ბაჩანა ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულებს მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. თუმცა, ბაჩო ახალაია კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება, რადგან მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ 2 სისხლის სამართლის საქმე განიხილება. მოსამართლე დარახველიძის მიერ 1 აგვისტოს გამოტანილ განაჩენს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.