05:05, Thursday, 14.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მართლმსაჯულება

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2009-05-27
სიღნაღის პოლიცია ოპოზიციის მხარდამჭერებს დევნის
სიღნაღის პოლიცია "ალიანსი საქართველოსთვის" რაიონული შტაბის წარმომადგენლებს და ოპოზიციის მხარდამჭერებს დევნის. სამართალდამცავებმა ილია ხუციშვილი, ზაზა ფხოველიშვილი, ომარ და თემურ ტალიაშვილები პარასკევს, 22 მაისს, საღამოს დააკავეს. ისე, რომ პოლიციის თანამშრომლებს დაკავებულთათვის დაკავების მიზეზი არ განუმარტავთ, ისინი 5 საათის განმავლობაში შს სიღნაღის რაიონული სამმართველოს წნორის ქვეგანყოფილებაში ამყოფეს. ამ ხნის მანძილზე სამართალდამცავებმა დაკავებულებს არც იმის საშუალება მისცეს, რომ ხუციშვილს, ფხოველიშვილს და ტალიაშვილებს ადგილსამყოფელის შესახებ ოჯახის წევრებისთვის ეცნობებინათ. გათავისუფლებამდე პოლიციის თანამშრომლები დაკავებულებს დაემუქრნენ, რომ ამჯერად მათ ავტომანქანაში ნარკოტიკები არ აღმოჩნდა, მაგრამ თუ ისინი ოპოზიციის მხარდაჭერას არ შეწყვეტენ, ნარკოტიკებს აღმოუჩენენ.

2009-05-27
თვითმხილველთა მონათხრობი სისხლიან სპეცოპერაციაზე
ხელისუფლებამ მორიგი დამსჯელი სპეცოპერაცია ჩაატარა. მუხროვანის სამხედრო ნაწილში მომხდარი ამბოხებისთვის ძებნილი გია კრიალაშვილი ლიკვიდირებულია, ხოლო კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე მძიმედ არიან დაჭრილები. ისინი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულნი. გამოძიება დაჭრილებს ჯერჯერობით ვერ კითხავს. ეს საქმე კი საზოგადოებისთვის ბურუსითაა მოცული.

2009-05-27
2008 წლის 21 მაისს კახეთში მომხდარი ჟურნალისტებზე თავდასხმის ყველა ფაქტი ამ დრომდე გამოუძიებელია
გასული წლის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი წელი გავიდა. 2008 წლის 21 მაისს კახეთის რეგიონის სხვადასხვა საარჩევნო უბანში ჟურნალისტებზე თავდასხმის ხუთი ფაქტი მოხდა. გაზეთ "რეზონანსის" ერთ-ერთ რედაქტორს ელისო ჩაფიძეს, #13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის #26 ქვემო მაღაროს საარჩევნო უბანზე თავს დაესხნენ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების არ მქონე პირები ნოდარ კაპანაძე და ოთარ ლამაზოშვილი. თავდამსხმელებმა ჟურნალისტს ხელები გადაუგრიხეს, ვიდეოკამერა წაართვეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. საგარეჯოს საარჩევნო ოლქის იორმუღანლოს საარჩევნო უბნებზე ცემეს ვებ პორტალ "presa.ge"-ს წარმომადგენელი კონსტანტინე სტალინსკი, ასევე ოპერატორები მალხაზ ვარშანიძე და ირაკლი გოგუაძე. ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ ლაგოდეხშიც. კომისიის თავმჯდომარემ მას ჯერ სკამი ჩაარტყა, ხოლო შემდეგ შეიარაღებულმა პირებმა იარაღის მუქარით უბნიდან გააძევეს.

2009-05-25
9 აპრილით დასჯილები
დამსჯელი _ საქართველოს სასამართლო

ამბავი, რომელსაც მოგიყვებით, ეხება ადამიანს, რომელიც ცხინვალიდან დევნილია და განსხვავებული პოლიტიკური აზრის გამო გორის სასამართლომ 27 დღით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო ჯარიმის სახით - 276 ლარის გადახდა დააკისრა. ქართული მართლმსაჯულების წყალობით დაახლოებით 10 ყუთი ვაშლი ნახევრად დაულპა, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩა. აგვისტოს მოვლენების დროს ახლობლები დაეღუპა, ნაწილმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო, სახლი დაენგრა და მთავრობამ კომპენსაციის გარეშე დატოვა. ასე დასაჯეს იგი ომმა და საკუთარი თუ სხვა ქვეყნის ხელისუფლებებმა. რაც შეეხება მის თანამოაზრეებს, ადგილობრივმა თანაპარტიელებმა მას წყალიც კი  არ შეუტანეს წინასწარი დაკავების ოზოლატორში.

2009-05-25
დაკავებული გენერალი უპირობო გათავისუფლებას ითხოვს
სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დაკავებული გენერალი კობა კობალაძე უკვე მე-14 დღეა, რაც შიმშილობს. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

2009-05-25
კობა ოთანაძის ოჯახის წევრები გაიტაცეს
მუხროვანის ინციდენტის შემდეგ ძებნილი კობა ოთანაძის ძმის ჯიმშერ ოთანაძიე გამთენიისას გაიტაცეს. მასთან ერთად გატაცებულია ჯიმშერ ოთანაძის მეუღლე გულო დარიძე და 19 წლის შვილი გიორგი ოთანაძე. გატაცებულების ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

2009-05-22
ერთი თაღლითობის ისტორია, ანუ როცა სასამართლო კანონს უპირისპირდება
ეს ამბავი კრიმინალურ ისტორიასაც ჰგავს, მძაფრსიუჟეტიან საექიმო სერიალსაც, ერთი თაღლითობის ისტორიასაც, აბსურდის დრამასაც... ამ უკანასკნელს ყველაზე მეტად. მასში აბსურდის კვანძი მოგვიანებით, სასამართლო დარბაზებში, შეიკვრება, წინაისტორია კი სამეცნიერო ფანტასტიკას  უფრო ჰგავს. ყველაფერი ერთი დისერტაციის ისტორიით დაიწყო. თბილისელმა მეცნიერმა ყირგიზეთში მეცნიერული კვლევა ჩაატარა. იგი, ექიმ-გინეკოლოგი, ამ მუსლიმანურ ქვეყანაში მოგროვილ ემპირიულ მასალაზე სტერილიზაციის, ანუ შობადობაზე კონტროლის პრობლემას, შეისწავლიდა. ეს თითქმის ისევე ძნელი იქნებოდა, როგორც არქტიკაში ჟირაფების შობადობაზე ან მწერების მიმიკრიაზე დაკვირვება, რადგან სტერილიზაცია ქირურგიული ჩარევის შედეგად გამრავლების უნარის დაკარგვას ნიშნავს და მუსლიმანურ ქვეყნებში ადათით, რელიგიით და, მათგან გამომდინარე, კანონითაც პირდაპირ ან ირიბად იკრძალება. მეცნიერმა ემპირიული მასალა მაინც მოიპოვა, კვლევაც ჩაატარა და დისერტაციაც დაიცვა. ყირგიზეთის მთავრობასთან არსებულმა სადისერტაციო კომისიამ მას სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიანიჭა. ეს 1985 წელი იყო - ისტორიის დასაწყისი.  შემდეგ კი მოვლენები ასე განვითარდა.

2009-05-18
იპოდრომზე პოლიციამ მოზარდები სასიკვდილოდ სცემა
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი - Tbilisi Open Air – Alter/Vision დასრულდა. ხელისუფლების მიერ გაპიარებული „ალტერნატიული ევროვიზია“ ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მისვლამდე იპოდრომზე პოლიციის თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს ოცამდე მოზარდი.

2009-05-16
შსს-ს მიერ ნაწამებთა რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში წამებისა და დამცირების პერიოდი დაბრუნდა. „ვარდების ხელისუფლება“ ამაყობდა, რომ საქართველოში არც სამხედრო აჯანყება მოხდებოდა და არც არავის აწამებდნენ. მითი დაიმსხვრა, -  „სუპერდემოკრატიულმა“ ხელისუფლებამ ბრჭყალები გამოაჩინა.

2009-05-16
პატიმარ პაატა კაიკაციშვილის დედა შიმშილობს
მოშიმშილე ნარგიზ კაიკაციშვილის კარავთან მხოლოდ ერთი მოთხოვნაა: „მოვითხოვ უკანონო პატიმრის პაატა კაიკაციშვილის გათავისუფლებას“. მოთხოვნის გვერდით კი შიმშილობის დღეები იზრდება. დღეს, აქ „შიმშილობის 7 დღე“ წერია. დედა უკანონოდ დაკავებული შვილის გათავისუფლებას ითხოვს.

2009-05-09
რა მოხდა დიღმის სამართველოსთან
ლევან გაჩეჩილაძე, გია მაისაშვილი, დავით გამყრელიძე, ზვიად ძიძიგური, „უცნობი“ და ოპოზიციის სხვა ლიდერები, პოლიციასთან შეტაკებისას, სერიოზულად დაშავდნენ. აქციის დასასრულს, დიღმის ტრასაზე მობილიზებულმა სპეციალური დანიშნულების რაზმმა და პოლიციამ, იქ მყოფი მოქალაქეების დიდი ნაწილი დააკავა და სასტიკად სცემა.

2009-05-08
შეტაკება პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობის წინ
ოპოზიციის საპროტესტო აქცია, რომელიც დიღომში პოლიციის სამმართველოს წინ გაიმართა,საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებით დამთავრდა. აქციამ თავისუფლების მოედნიდან დიღომში „უცნობის“ განცხადების შემდეგ გადაინაცვლა. მისი თქმით, სამი არასრულწლოვანი, რომელიც  ჟურნალისტის ცემის ფაქტზე დააკავეს, სასტიკად ცემეს და მათ გაუპატიურებით დაემუქრნენ. გია გაჩეჩილაძის  თქმით, ისინი ყველა ღონეს მიმართავდნენ იმისთვის, რომ ეს სამი არასრულწლოვანი პატიმრობიდან გაეთავისუფლებინათ.

2009-05-05
ოროსანი მოსამართლეებისათვის მინდობილი მართლმსაჯულება
სასამართლო დავა ორ მეზობელს შორის 7 კვადრატულ მეტრ ფართობზე 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქმემ სასამართლოს თითქმის ყველა ინსტანცია მოიარა და ადამიანის უფლებათა დამცველების ყურადღებაც მიიპყრო იმით, რომ პროცესი ეროვნული დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავდა: მოსამართლის თვალწინ მოსარჩელემ მოპასუხეს მისი ეროვნებისთვის შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა - სასამართლო კი არ ასრულებდა თავის მთავარ ვალდებულებას და არ იცავდა საქართველოს მოქალაქეს მესამე პირის ხელყოფისაგან.

2009-05-04
უნიფიცირებული ბრალდება პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისთვის
ზუგდიდის საკრებულოს წევრი, კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი ჯონი ჯიქია 2007 წლის 2 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალად ედებოდა ნარკოტიკებისა და იარაღის შეძენა, შენახვა და მოხმარება. ჯიქია დღემდე ამტკიცებს, რომ ის პოლიტპატიმარია და ნარკოტიკები “ჩაუდეს”. საქართველოში პოლიცია ხშირად იყენებს ასეთ მეთოდს, და ამ შემთხვევაში ძალიან ძნელია იმის დამტკიცება, რომ ეს ნარკოტიკი თავიდანვე შენს ჯიბეში არ იდო.

2009-05-01
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხაშურის განყოფილების უფროსის მოადგილემ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა
"ხალხის პარტიის" წევრ იური ლაცაბიძეს ხაშურის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) უფროსის მოადგილე ვანო ლომსაძის თანდასწრებით სცემეს. ხაშურში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თავად ამხნევებდა გამხეცებულ ნიღბიანებს: "მოკალით მაგისი ოპოზიციონერი დედა...ო"

[1] 2
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC