მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
მართლმსაჯულება
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ადვოკატი სიღნაღის პოლიციის უფროსის მოადგილის დასჯას ითხოვს
31 მარტი, 2008
შეთანხმება იმერეთის სააღსრულებო ბიუროში შედგა
25 მარტი, 2008
2008 წლის 24 მარტს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელმა ხონის რაიონში დურმიშხან ხურცილავამ, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იმერეთის ოფისის უშუალო ჩარევით, სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დანიშნა. სოციალურად დაუცველმა ოჯახმა 5 წლის თავზე, როგორც იქნა, სამართალი იპოვა.
მოსახლეობას მიწა გაუყიდეს
17 მარტი, 2008
სახელმწიფოს დავიწყებული ვალდებულება და საკუთრების უფლებაწართმეული რვა ოჯახის ისტორია ბათუმში, პუშკინის #13-ში მცხოვრები რვა ოჯახი ღია ცის ქვეშაა დარჩენილი. აუქციონის წესით მათი საცხოვრებელი ტერიტორია გასხვისდა. მოსახლეობას იმჟამინდელი აღმასკომისგან მიღებული საგარანტიო ფურცლები გააჩნია, რითაც ამ ტერიტორიაზე მშენებარე საცხოვრებელ სახლში კეთილმოწყობილი ბინები უნდა მიეღოთ. თუმცა, ტერიტორია ყოველგვარი ვალდებულების გარეშე გაიყიდა.
რას ცვლის საკონსტიტუციო ცვლილება?
14 მარტი, 2008
აფხაზეთის მაჟორიტარებისთვის პარლამენტში ადგილები აღარ რჩება 152 მომხრე, 2 წინააღმდეგი. ასეთი შედეგით მიიღეს საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც პარლამენტში მაჟორიტარების რაოდენობის გაზრდას ითვალისწინებდა. ამ ცვლილებას ოპოზიცია ჯერ კიდევ მიღებამდე აპროტესტებდა.
ბიუჯეტი ნარკოტიკების მომხმარებელთა ხარჯზე იზრდება
13 მარტი, 2008
წელს სასამართლოს მიერ ნარკოტიკის მომხმარებლების მიმართ დაკისრებული ჯარიმების რაოდენობამ 14 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ ორი მუხლით დაკისრებულ ჯარიმებზე. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სასამართლოების მიერ ჯარიმების ასეთი მასშტაბით დაკისრება პირდაპირი დაკვეთაა. შეღავათები, რომლებსაც ნარკოტიკებთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს, ნარკოტიკების შესახებ კანონპროექტიდან ამოღებულია. ის ჯარიმების გაოთხმაგებას ითვალისწინებს.
არც ერთი გამამართლებელი განაჩენი
12 მარტი, 2008
აჭარაში არსებულ სასამართლოებში, ბოლო ორი წლის მანძილზე არც ერთი გამამართლებელი განაჩენი არ დამდგარა. სტატისტიკის მიხედვით კი, თანდათან მატულობს საპროცესო შეთანხმებათა ოდენობა. „სასამართლოში გამართლებული არავინ მინახავს. უსამართლო ქვეყანაში რა სამართალზე უნდა ისაუბრო“, - ასეთია ბათუმელთა დამოკიდებულება და შეფასება სასამართლოსადმი.
ქართულმა სასამართლომ აფხაზი მაღალჩინოსნები გაასამართლა
12 მარტი, 2008
ტრეფიკინგი თუ ოჯახური ტრაგედია?
12 მარტი, 2008
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ერთ ოჯახურ ტრაგედიად ქცეულ პროცესს იხილავს. საქმე ახალდაბადებულის შვილება-გაშვილებას ეხება. მართლმსაჯულება ცდილობს დაადგინოს, მიანიჭოს თუ არა საქმეს ტრეფიკინგის კვალიფიკაცია.
კანონპროექტი ნარკოტიკების შესახებ: წინ გადადგმული ნაბიჯი თუ ხელისუფლების წინასაარჩევნო PR კამპანია?
12 მარტი, 2008
ვისთვის ან რისთვის იქმნება კანონპროექტი? საქართველოში, სავარაუდოდ, 250 ათასი ნარკოტიკზე დამოკიდებული პირი ცხოვრობს. ექსპერტების აზრით, კანონი, რომელიც დღეს მოქმედებს, მხოლოდ დასჯაზეა ორიენტირებული და შეცვლას საჭიროებს. თუმცა კანონპროექტზე, რომელსაც ამჟამად პარლამენტის სხვადასხვა კომოტეტში განიხილავენ, შეთანხმება უჭირთ. ვინ არის დაინტერესებული მომხმარებლის „ბარიგად“ „გასაღებაში“? რატომ არის მიუღებელი კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის? და საერთოდ, რას ცვლის კანონპროექტი?
ორი პატიმარი გარდაიცვალა
11 მარტი, 2008
„სტრასბურგში ჩასვლა რომ დამჭირდეს, მიწას არავის დავუთმობ“
11 მარტი, 2008
"გადაცემისა და სანაცვლოდ გადაცემის" შესახებ დავა გრძელდება ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის #16 ა-ში მდებარე შპს "შერემეთს" ბათუმის მერია ტერიტორიას ედავება. ბათუმის მერიამ, ის დადგენილება სცნო ბათილად, რომლის თანახმადაც, "შერემეთმა" სხვა ფართის სანაცვლოდ, აღნიშნულ მისამართზე 277 კვ/მეტრი არასასოფლო დანიშნულების ფართი მიიღო.
საქართველოს მოქალაქე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ
11 მარტი, 2008
რუსული პოლიციის თანამშრომლებმა, ოთხი შვილის დედა, 31 წლის ლია შიოშვილი, 2006 წლის 20 ოქტომბერს, ქალაქ რუზაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს ისე, რომ არავისთვის შეუტყობინებიათ, 8 თვის ფეხმძიმე ქალბატონი, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, პოლიციის რაიონული განყოფილების წინასწარი დაკავების იზოლატორში გამოკეტეს.
პოლიციის უფროსის მოადგილეს მოქალაქის ცემაში ადანაშაულებენ
8 მარტი, 2008
მოქალაქე გელა კუტიბაშვილი, სიღნაღის პოლიციის უფროსის მოადგილეს ოთარ დიღმელაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. ცემის შედეგად კუტიბაშვილმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. მოტეხილი აქვს 8 კბილი, აღენიშნება - ტუჩზე ნახეთქი ჭრილობა და ქვედა ყბის ძვლის მოტეხილობა. დაზარალების მიუხედავად, სამართალდამცავებმა, დაუმორჩილებლობის მიზეზით, ის მაინც დააკავეს. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულს 7 დღე – ღამით პატიმრობა მიუსაჯა. 6 მარტს, საღამოს, დაკავებულთან შესული ადვოკატი, რაიონული პროკურორის დავალებით, სამართალდამცავებმა გარეთ გამოაძევეს.
პოლიციის უფროსის მოადგილემ მოქალაქე გაძარცვა და ცემა
7 მარტი, 2008
გამომცემლობა "სამშობლოსთან" მეორე დღეა ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი შიმშილობს
6 მარტი, 2008
პრობაციის სამსახურის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართება
6 მარტი, 2008
5 წელი ციხე ნაგავსაყრელზე ჯართის პოვნისათვის
6 მარტი, 2008
I ჯგუფის ინვალიდს, 38 წლის თამაზ ნადირაშვილს, ნაგავსაყრელზე ჯართის პოვნისათვის, გურჯაანის სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რაიონული სასამართლოს განაჩენი უცვლელი დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც. შრომისუუნარო ინვალიდი, რომელიც სასჯელს თბილისის #5 საპყრობილეში იხდის, შეწყალებას საქართველოს პრეზიდენტს სთხოვს. პატიმარს ორი ბავშვი ჰყავს, 15 წლის გოგონა და 6 წლის ბიჭი. ორივე მათგანი ეპილეფსიის მძიმე ფორმით არის დაავადებული.
რაზე საუბრობს გურამ შარაძის მკვლელობის ათობით მოწმე და რას ამტკიცებს „დამონტაჟებული“ ფირი?
6 მარტი, 2008
გურამ შარაძის მკვლელობიდან თითქმის ერთი წელი გავიდა. გამოძიებამ საკუთარი „მისია“ შეასრულა და მკვლელიც დაიჭირა. თუმცა ის, ვინც გამოძიებისთვის მკვლელია, შარაძეების ოჯახისთვის უდანაშაულო ადამიანია. გურამ შარაძის ქალიშვილს, რუსუდან შარაძეს დღემდე არ სჯერა რომ მამა გიორგი ბარათელმა მოკლა. რა გაარკვია რუსუდან შარაძემ ერთი წლის შემდეგ? რაზე საუბრობს მკვლელობის ათობით მოწმე და ვიდეოფირი? გთავაზობთ რუსუდან შარაძესთან ინტერვიუს.
ჯონდი ბაღათურია: ხელისუფლება პატიმართა ციხიდან გამოშვებას აჭიანურებს
5 მარტი, 2008
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა მალხაზ ბასილაიასა და დავით წოწორიას შესაძლო გათავისუფლებას ვარაუდობს
5 მარტი, 2008
დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები "მზერის" ჟურნალისტ მალხაზ ბასილაიასთან ერთად დავით წოწორიასაც ტელეკომპანია "მზის" თანამშრომლად ასახელებენ. აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში ორივე დაკავებულის შესაძლო გათავისუფლებაზე მხოლოდ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც აფხაზმა ჟურნალისტებმა მათი გათავისუფლების თხოვნით გუშინ სოხუმში საგანგებოდ დანიშნულ შეხვედრაზე მას ოფიციალურად მიმართეს. იმ შემთხვევაში, თუ ბასილაიასა და წოწორიას მიმართ წაყენებული ბრალი არ გასცდება საზღვრის უკანონო გადაკვეთას და მათ არ დაუმტკიცდებათ ჯაშუშობა აფხაზეთის ტერიტორიაზე, გათავისუფლების საკითხი უახლოეს დღეებში დადგება.