სხვა
2008-09-29
აფხაზებმა ოთხი ქართველი მამაკაცი დაატყვევეს
აფხაზურმა მილიციამ 24 სექტემბერს ოთხი ქართველი, ბადრი ახალაია, ხვიჩა უბირია, გოგიტა კვირკვია და პაპუნა ქარაია გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში დააკავა. მათთან ერთად დაკავებული ორი ქართველი ქალბატონი კი აფხაზმა ძალოვანებმა მოგვიანებით გაათავისუფლეს. აფხაზური მხარე დატყვევებული ქართველების გაცვლას გოდერძი ეფენიაზე ითხოვს, რომელიც ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა ერთი კვირის წინ ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. 2008-09-25
ომის ქრონიკა:
სამცხე ჯავახეთში ხალხი თვითმფრინავებს მუშტებს უღერებდა
დღიურები
მე ჭურვების სროლის ხმა არ გამიგია; ომში ახლობლები არ დამღუპვია; ჩემთვის სახლი არავის გადაუწვავს და გაუძარცვავს, მაგრამ ჩემი წილი ომი სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთ იმერულ სოფელ ხევაშენში მაინც გადავიტანე.2008-09-25
იძაბება თუ არა ვითარება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში?!
უკანასკნელ დღეებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში ვითარების დაძაბვა პირველ რიგში ადამიანების მკვლელობებსა და გატაცებას უკავშირდება. ზუგდიდის ტერიტორიაზე მოკლულია ორი ქართველი პოლიციელი, გალის რაიონიდან კი გატაცებულია 15 წლის მოზარდი. აფხაზების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქართული მოსახლეობა სიმშვიდეს ინარჩუნებს, თუმცა თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. საფრთხის მოლოდინშია ის მოსახლეობაც, რომელიც ქართულ-აფხაზურ ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე ზუგდიდის რაიონის სოფლებში ცხოვრობს. დსთ-ს სამშვიდობო მისია კი მანდატით გათვალისწინებულ მოვალეობას „პირნათლად“ ასრულებს.2008-09-25
გადაიხდის თუ არა საქართველოს მთავრობა საზღაურს თავისი გაუთვლელი ნაბიჯების გამო?
მოსაზრება
2008-09-24
აჭარის სოფლები სტიქიის შემდეგ
მოსახლეობა მეწყერსაშიშ ზონაში აგრძელებს ცხოვრებას
აჭარაში 400-მდე ოჯახს მეწყერი კვლავ ემუქრება. ხალხი შესაბამისი სამსახურებისაგან სასწრაფო დახმარებას ითხოვს. სტიქიამ აჭარაში ხუთი ადამიანის სიცოცხლე უკვე იმსხვერპლა.
2008-09-24
სიღნაღში საკუთრების ხელყოფა გრძელდება
გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივით გამოვიდა. მიხეილ სააკაშვილი საკუთრების საკითხსაც შეეხო. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება დაცული უნდა იყოს და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე საკუთრებას ვერავის ვერ უნდა ართმევდნენ. სააკაშვილის ამ განცხადების მიუხედავად, სიღნაღში საკუთრების ხელყოფა გრძელდება. მოქალაქე ვალერი გონიაშვილს 800 კვ.მ ნაკვეთს ართმევენ. გონიაშვილი საკუთრების წართმევის მცდელობაში სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაზა ზედელაშვილს ადანაშაულებს. 2008-09-19
საქართველო რუსეთს ეკოციდში ადანაშაულებს
საქართველო-რუსეთის ხანმოკლე ომმა საქართველოს ბუნებას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. 10 სექტემბერს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ირაკლი ღვალაძემ ანგარიში წარადგინა, რომელშიც საუბარი სწორედ ამ ზიანზე იყო. 2008-09-19
მეწყერმა ოჯახის ოთხი წევრი იმსხვერპლა
სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

