სხვა
25 დეკემბერი, 2007
ოპოზიცია შიდა ქართლში ყოველ დღე ახალ-ახალ წინასაარჩევნო დარღვევებს მაგალითად, „რესპუბლიკელების“ ინფორმაციით, კასპში, თურმე, პედაგოგებს აიძულებენ კარდაკარ იარონ და დააფიქსირონ, ვინ ვის აძლევს ხმას. გორში კი „მემარჯვენეებს“ ინფორმაცია აქვთ, რომ 3 000 იეღოველის ხმას ხელისუფლება გამოიყენებს. რაც მთავარია, კასპის რაიონის სოფელ ფერმაში მაცხოვრებელი აჯადარ ოღლი იასიმი სამ სხვადასხვა უბანშია დაფიქსირებული სხვადასხვა სახელითა და გვარით - ,,აჯადარ ოღლი იასი, აჯადარ ოღლი იასიმ და აჯადარ ოღლი იასიმი"-ით.