18:34, Tuesday, 02.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2020 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2016-10-11
ქუთაისში ამომრჩეველთა აქტივობამ 42, 3% შეადგინა
8 ოქტომბერს, ქუთაისში, 161 709 ამომრჩევლიდან 68 500 ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. 129 უბნიდან 2 საარჩევნო უბანი გაბათილდა. როგორც 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, ამომრჩეველთა აქტივობამ 42, 3% შეადგინა, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 12% -ით ნაკლებია.
2016-10-11
დამკვირვებელთა საერთაშორისო მისია 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურს აფასებს
(2016 წლის 9 ოქტომბერი, ბერლინი, ბრიუსელი, ოსლო და თბილისი) 
12 სექტემბერს, საქართველოში, არჩევნების დამკვირვებელთა საერთაშორისო მისია შეიქმნა, რომელიც აერთიანებს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტს, ევროპულ პლატფორმას დემოკრატიული არჩევნებისთვის, არჩევნების საერთაშორისო სასწავლო ცენტრსა და ორგანიზაცია  საერთაშორისო პარნიორობა ადამიანის უფლებებისთვის. არჩევნების დღეს მისიამ  36 საერთაშორისო დამკვირვებელი წარადგინა, რომელთაც, ქვეყნის მასშტაბით, მოინახულეს 200-ზე მეტი საარჩევნო უბანი. მისიის საბოლოო ანგარიში  არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება. 
2016-10-11
ქალაქ გორში მეორე ტური უკონკურენტო იქნება
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, გორის 41-ე მაჟორიტარულ ოლქში 41 უბნიდან 20 უბნის შედეგები დათვლილია. შედეგების თანახმად, “ქართული ოცნების“ კანდიდატმა, იოსებ მაკრახიძემ 33,2% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა“ ალექსი გოგლიძემ - 16,3%, „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ -  19,41%, დამოუკიდებელმა კანდიდატმა ირაკლი ოქრუაშვილმა 17,28% მიიღო. მეორე ტურში მმართველი პარტიიდან იოსებ მაკრახიძე და და ირაკლი ალასანია გავიდნენ, მეორე ტურში გასვლის მიუხედავად ირაკლი ალასანიამ პოლიტიკიდან წასვლის გადწყვეტილება მიიღო, ამის მიზეზად კი ,,თავისუფალი დემოკრატების" მიერ ბარიერის ვერ გადალახვა დაასახელა. 
2016-10-11
პოლიტიკური პარტიების სოციალური პროგრამები და დაპირებები
2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 200 პოლიტიკურ პარტიაზე მეტი იყო რეგისტრირებული, რომელთაც ამომრჩევლებს თავიანთი საარჩევნო პროგრამა წარუდგინეს. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპული თანამშრომლობის ინიციატივის მიერ გამოქვეყნდა კვლევა - „პარტიების სოციალური პროგრამები და დაპირებები“, სადაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე რამდენიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამებია შეფასებული.
2016-10-09
მარნეულის #48 საარჩევნო უბანზე ცესკომ არჩევნები ჩატარებულად ცნო
8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას, მარნეულის 36-ე საარჩევნო ოლქის 48-ე საარჩევნო უბანში და უბნის მიმდინარე ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებას დამკვირვებლებმა კრიტიკულად შეაფასეს. ამის მიუხედავად, ცესკოს ამ უბანზე დაჯამებული არჩევნების შედეგები კითხვის ქვეშ არ დაუყენებია.

2016-10-09
ადამიანის უფლებათა ცენტრი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს აფასებს
ადამიანის უფლებათა ცენტრი საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს ოთხ რეგიონში დააკვირდა. ცენტრის მონიტორები და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ: შიდა ქართლის კონფლიქტისპირა სოფლებსა და ქალაქ გორში; იმერეთის რეგიონში, საჩხერის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში; ქვემო ქართლში, გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებსა და ქალაქ რუსთავში; კახეთის რეგიონში - პანკისის ხეობაში.

2016-10-07
საარჩევნო რეალობა და ეთნიკური აზერბაიჯანელები
„არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი, ჩვენ კი ისიც არ ვიცით, ჩვენს რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის რამდენი კანდიდატი იყრის კენჭს. ამ ხნის განმავლობაში ერთი აზერბაიჯანელი კანდიდატი  ქალი ვნახეთ, რომელიც ხალხს ხვდებოდა და ესაუბრებოდა და ერთიც დეპუტატობის ქართველი კანდიდატი, რომელიც შეხვედრას სკოლაში მართავდა. სიმართლე გითხრათ, სულაც არ მოველი, რომ რომელიმე მათგანი ჩვენს სასარგებლოდ რამეს გააკეთებს,“ - ამბობს ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში მცხოვრები ვაჰიდ ჰუმბეთოვი.
2016-10-06
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმეები (ივლისი–სექტემბერი)
1. ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით მსჯავრდებულმა შსს-ს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მოიგო 
2. სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა შრომითი დისკრიმინაცია „თელასში“ 
3. სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატებს ბოდიში მოუხადა 
4. ოჯახში ძალადობის საქმე... 

       

2016-10-05
ადამიანის უფლებათა ცენტრი ქალის მკვლელობის საქმეში გულგრილობის გამო პოლიციელის დასჯას მოითხოვს
ადამიანის უფლებათა ცენტრი აწარმოებს საქმეს, რომელიც მიმდინარე წლის 12 ივლისს, ფონიჭალაში მეუღლის მიერ 20 წლის ქალის - კ.ი.-ს მკვლელობის საქმეში პოლიციელის სავარაუდო სამსახურებრივ გულგრილობას ეხება.
2016-10-03
წინასაარჩევნო შეხვედრაზე ირაკლი ოქრუაშვილს ცეცხლი გაუხსნეს
2 ოქტომბერს, გორში, სადგურის დასახლებაში გორის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი მოსახლეობას ხვდებოდა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა მოხდა. დაჭრილია ოქრუაშვილის დაცვის წევრი კობა კოშაძე და  პარტიის წევრი ბიძინა თომაშვილი. ორივე დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია. 

2016-10-03
„თავისუფალი დემოკრატების“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატის პოლიტიკური ფერისცვალება
„ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების“ გუნდი რუსთავის №30-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, თეიმურაზ მენაფირემ მაშინ დატოვა, როდესაც პარტიას უკვე სხვა კანდიდატის წარსადგენად დრო აღარ რჩებოდა.
1 [2]
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC