მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სხვა
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
რუსეთიდან დეპორტირებული სტუდენტი საქართველოში სწავლის გაგრძელებას ითხოვს
26 ოქტომბერი, 2006
მოსკოვიდან დეპორტირებული აფხაზეთიდან დევნილი ირინე კალანდია განათლების მინისტრს სთხოვს, საქართველოში სწავლის გაგრძელების საშუალება მისცეს. მართალია, ის მოსკოვში ლეგალურად ცხოვრობდა, თუმცა ქართულ-რუსული პოლიტიკური დაპირისპირების მსხვერპლი აღმოჩნდა. 3 დღე-ღამე კამერაში და უძილო ღამეები, 3 საათი კი ბომჟებთან - ასეთია მე-3 კურსის სტუდენტის დეპორტაციის მოკლე ისტორია.
ძალადობის საწინააღმდეგო აქცია ძალადობის მსხვერპლი გახდა
23 ოქტომბერი, 2006
ქართველი ხელოვანები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრეზიდენტის კანცელარიასთან ძალადობის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. მათ მთავრობის გამოსაფხიზლებლად და ადამიანის უფლებების დასაცავად მშვიდობიანი აქცია გამართეს ლოზუნგით „არა ძალადობას“, თუმცა პატრულმა ისინი ძალის გამოყენებით დაშალა.
გორის მოსახლეობის 80%-ი ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილოა
23 ოქტომბერი, 2006
გორში ურბანულმა ინსტიტუტმა და საქართველოს ახალგაზრდული ასოციაციის გორის ოფისის წარმომადგენლების მიერ შერჩეულმა სამუშაო ჯგუფმა მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარა. შეირჩა ექვსი ახალგაზრდა, გამოკითხვებით მიღებული ინფორმაციის და მისი ანალიზის შედეგად, სამუშაო ჯგუფის მიერ რეკომენდაციები მომავალი თვითმმართველობისთვის შემუშავდა.
დეპორტაციის პირველი მსხვერპლი საქართველოში
23 ოქტომბერი, 2006
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დაძაბულობის ფონზე მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ქართული წარმოშობის გამო რუსეთის აგრესიის მსხვერპლნი ხდებიან. დეპორტაციის პირველი მსხვერპლი თენგიზ ტოგონიძე აღმოჩნდა, რომელიც პოლიციის განყოფილებაში 10 დღიანი ყოფნის შემდეგ მოსკოვის დამადედოვოს აეროპორტში გულის შეტევით გარდაიცვალა.
მოსახლეობას სასმელი წყალი კვირაობით არ მიეწოდება
12 ოქტომბერი, 2006
წყალი პრობლემად სოფელ ხუცუბნის მოსახლეობას რამდენიმე წელია რაც გადაექცათ. „წვიმის დროს წყალს რაც შეგვიძლია ვავსებთ, რომ შემდეგ სარეცხისთვის ან სხვა რაღაცაებისთვის გამოვიყენოთ. ცხოვრობ სახლში და სისუფთავე ხომ გჭირდება ადამიანს“, - აცხადებს მაგული დიასამიძე, სოფელ ხუცუბნის მკვიდრი.
საქართველოს მოქალაქეებს რუსეთიდან ერეკებიან
11 ოქტომბერი, 2006
"დიდმა რუსეთმა" საქართველოს წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება დაიწყო. რუსეთში ებრძვიან და დევნიან ყველას, ვისაც ქართული გვარი აქვს. მნიშვნელობა არა აქვს, ქართველები რუსეთში ლეგალურად ცხოვრობენ თუ არალეგალურად, მათთვის ყველა ერთია. თბილისში უკვე ორი სატვირთო და ერთი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოფრინდა, რომელმაც ბარგის ნაცვლად დეპორტირებული ქართველები ჩამოიყვანა.
ისტორიულ უფლისციხეს ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს
11 ოქტომბერი, 2006
ექკურსიების სეზონი ნელ-ნელა იწურება. უკვე რამდენიმე დღეა ისტორიულ ძეგლ უფლისციხეს დამთვავლიერებელი აღარ ჰყავს. მთელი ზაფხული მუზეუმის თანამშრომლები სტუმრებს ვერ ითვლიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულ ძეგლთან მისასვლელი თითქმის აღარ არსებობს, გასულ წელთან შედარებით უცხოელი ტურისტები წელს საკმაოდ ბევრნი იყვნენ.
გალის მოსახლეობა არჩევნებზე არ გაუშვეს და საზღვარზე სცემეს
10 ოქტომბერი, 2006
აფხაზურმა ადმინისტრაციამ 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გალში მკაცრი სანქციები შემოიღო. ქართული მოსახლეობა წინასწარ გააფრთხილა, რომ თუ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ზუგდიდში გადავიდოდნენ, მკაცრად დაისჯებოდნენ და ეს პირობა შეასრულა კიდეც.
ადამიანთა წამებისთვის გაერო საქართველოს აკრიტიკებს
5 ოქტომბერი, 2006
გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა საქართველოში ადამიანთა უფლებების დარღვევათა შესახებ არსებული ვითარება შეისწავლა და ხელისუფლებას საკმაოდ ვრცელი რეკომენდაციები გაუგზავნა. პრობლემების მოსაგვარებლად და რეკომენდაციების შესასრულებლად გაერო საქართველოს ერთწლიან ვადას აძლევს.
ვაკის მოსახლეობა ფეკალური მასებისგან გაწმენდას ითხოვს
5 ოქტომბერი, 2006
დაახლოებით ორი თვეა, ვაკის რაიონში ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები ფეკალური მასებისგან გაწმენდას ითხოვენ, თუმცა შედეგს ვერ მიაღწიეს. „თბილისის წყალი“ თითს სახლის მშენებლებისკენ იშვერს, მშენებლები კი პირიქით, პრობლემის მოგვარებას „თბილისის წყალს“ ავალდებულებს.
ექსკლუზიური ინტერვიუ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელთან საქართველოში, იგორ გაონთან
4 ოქტომბერი, 2006
როგორია დემოკრატიის ხარისხი საქართველოში? იზიარებენ თუ არა ევროპაში პრეზიდენტის აზრს დამნაშავეობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ? არის თუ არა ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი ევროპული სტანდარტების შესაბამისი? ამ და სხვა თემებზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელს საქართველოში, იგორ გაონს ვესაუბრეთ.