მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
სამოქალაქო საზოგადოების ღია წერილი ფოტორეპორტიორთა საქმესთან დაკავშირებით
18 ივლისი, 2011
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება და საჯარო გახადოს დაკავებული ფოტორეპორტიორების პროცესი; განახორციელოს მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
„უბედურება ის არის, რომ მკვლელი სამართალდამცველია... გესმით, ეს რას ნიშნავს?“ - ეკითხება სამხატვრო აკადემიის რექტორი პრეზიდენტ სააკაშვილს
18 ივლისი, 2011
8 ივლისს თელავის რაიონის სოფელ წინანდალში 21 წლის გიგა გემაზაშვილი და შოთიკო ბატიაშვილი მოკლეს. პოლიციის ცნობით, ახალგაზრდებს ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელმა დავით ჩოთალიშვილმა მიაყენა. ჩოთალიშვილმა ესროლა გიორგი დათუკიშვილსაც, რომელიც დაჭრილების დახმარებას ცდილობდა, მაგრამ ააცილა. გიორგი დათუკიშვილმა გაქცევა მოახერხა.
კითხვები, რომლებსაც უნდა გაეცეს პასუხი 21-ე საუკუნეში ფოტორეპორტიორების ჯაშუშობის ბრლდებით დაპატიმრების დროს
18 ივლისი, 2011
რატომ დააკავეს ფოტორეპორტიორები ღამის 3 საათზე? ნუთუ მდგომარეობა იმდენად გადაუდებელი ხასიათისა იყო, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა დღის განმავლობაში? კერძოდ, რაში მდგომარეობდა ასეთი გადაუდებელი აუცილებლობა? თუ ვითარება გამორიცხავდა მეორე დილამდე მოცდას, რატომ არ გაკეთდა ეს წინა საღამოს? გახსოვთ, რომელი რეჟიმების დროს აპატიმრებდნენ ხალხს უპირატესად ღამის საათებში?
სამოქალაქო საზოგადოება დაკავებულ ფოტორეპორტიორებს თავდებში უდგება
15 ივლისი, 2011
„ალია ჰოლდინგის“ ინიციატივით, ჟურნალისტებმა მორიგი საპროტესტო აქცია პრეზიდენტის რეზიდენციის წინ მოაწყვეს და დაკავებული ფოტორეპორტიორების გათავისუფლება მოითხოვეს. ამავე დროს, ჟურნალისტებმა დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება დაკავებულთა თავდებით გათავისუფლებაზე.
„ესაც ჩვენი მოგებული ომი“, ანუ სისასტიკეს არ სჭირდება ეროვნება
15 ივლისი, 2011
2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ უამრავი სტატია დაიწერა, მრავალი სიუჟეტი მომზადდა და ფილმებიც გადაიღეს. თუმცა, სრულიად განსხვავებულია დოკუმენტური ფილმი - „ესაც ჩვენი მოგებული ომი“, რომელიც გამომძიებელმა ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ გადაიღო. ეს ფილმი მისთვის საბედისწეროც აღმოჩნდა. ამ ფილმის გადაღების პროცესში ხელისუფლებიდან დევნის გამო, მან შვეიცარიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
კვლევა ადამიანის უფლებებისა და წამების შესახებ
15 ივლისი, 2011
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა 2003, 2007 და 2011 წლებში ადამიანის უფლებებსა და წამებასთან დაკავშირებულ საკითხებზე თბილისის მოსახლეობის ეტაპობრივი გამოკითხვა ჩაატარა.
ჩვენი დაკავების ნამდვილი მიზეზი 26 მაისს გადაღებული კადრებია
14 ივლისი, 2011
დაკავების მერე სულ ვფიქრობ, რა გახდა ჩვენი - ხუთი ფოტორეპორტიორის დაპატიმრების მიზეზი; რა გვაკავშირებდა ჩვენ ერთმანეთთან ისეთი, რასაც შეიძლებოდა ხელისუფლების მაღაჩინოსნების გაღიზიანება გამოეწვია და რისთვის შეიძლებოდა ჩვენ დავესაჯეთ.
“ვერ დაადგინეს რომელი ქვეყნის ჯაშუში ვიყავი“
13 ივლისი, 2011
ჯაშუშობისთვის და სამშობლოს ღალატისთვის 2006 წელს გასამართლებულმა სიმონ კილაძემ, რომელიც მაშინ პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციაში მას-მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარ მრჩეველ-კონსულტანტად მუშაობდა, გასამართლებიდან ხუთი წლის თავზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეთითხნილი ბრალდებით დააპატიმრა, ხოლო გამოძიებამ საერთოდ ვერ დაადგინა, თუ რომელი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობდა.
სერგეი ჩირიკოვი: მზად ვართ ავხსნათ, რომ ჩვენი ფოტოგრაფის საქმიანობა კრიმინალური არ ყოფილა
13 ივლისი, 2011
7 ივლისს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორების ამბის გაშუქებისას მედია ხშირად ახსენებს ისეთ ჟურნალისტურ ტერმინებს, როგორიცაა ”სტრინგერი”, ”პული”, რომელთა მნიშვნელობა საზოგადოებისათვის ბოლომდე ნათელი არ არის.
აშშ-ს საელჩოს ჟურნალისტებმა ფოტორეპორტიორების თავდებით გათავისუფლების თხოვნით მიმართეს
11 ივლისი, 2011
11 ივლისს ჟურნალისტებმა აშშ-ს საელჩოში შეიტანეს „ალია ჰოლდინგის“ მიერ ინიცირებული განცხადება დაკავებული ფოტორეპორტიორების - გიორგი აბდალაძისა და ზურაბ ქურციკიძის თავდებით გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ. განცხადებას ხელს 100-მდე ჟურნალისტი აწერს.
საქართველოს საპატიმროებში წამების ფაქტები გახშირდა
8 ივლისი, 2011
„მინდა, წინასწარ განვაცხადო - ვარ ღრმად მორწმუნე ადამიანი და თავის მოკვლას არ ვაპირებ. თუ ციხეში მკვდარი მიპოვეს, ე.ი მომკლეს“, - ასე იწყება მსჯავრდებულის წერილი, რომელიც ერთ-ერთია იმ პატიმართაგან, რომლებიც დღეს საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლნი არიან.
დაკავებული ფოტორეპორტიორები ბრალს არ აღიარებენ
7 ივლისი, 2011
7 ივლისს, გამთენიისას, 3:00 / 5:00 საათის შუალედში ერთდროულად დააკავეს ჟურნალისტთა წრეებში ცნობილი ფოტოკორესპონდენტები: „ასოშეიტედ პრესის“ ფოტორეპორტიორი შახ აივაზოვი, ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში ზურაბ ქურციკიძე, საქართველოს პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, ნათია გედენიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე.
„პრეზიდენტისთვის არ შემიგინებია, პატრულთან მქონდა არასასიამოვნო საუბარი“ - ამბობს რეჟისორი ირაკლი გოგუაძე
6 ივლისი, 2011
საინფორმაციო სააგენტო „პირველის“ ცნობით, რადიომსმენელმა განაცხადა, რომ ირაკლი გოგუაძე პოლიციამ 28 ივნისს დააპატიმრა. ამის მიზეზი კი მის მიერ ხელისუფლებისა და უშუალოდ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გახდა.
ევროსაბჭოს პრეს-რელიზი: „საქართველო - ადამიანის უფლებები უკეთ უნდა იქნას დაცული სასამართლო სისტემაში“
6 ივლისი, 2011
სტრასბურგი. 05/07/2011. „უფრო მეტი ძალისხმევა უნდა იქნას მიმართული სასამართლო სისტემის სერიოზული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად და მისი გამჭვირვალობისა და სამართლიანობის გასაზრდელად“, - აცხადებს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამერბერგი 5 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ასახავს მის ვიზიტს საქართველოში 2011 წლის 18-20 აპრილში.
პარლამენტი საპატრიარქოს წინააღმდეგ
6 ივლისი, 2011
საქართველოში მოქმედი რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის შესახებ კანონი პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა. პროექტს მხარი დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობის 70-მა დეპუტატმა არც ერთის წინააღმდეგ. კენჭისყრას ოპოზიცია არ ეწრებოდა, რადგან ისინი საკითხის განხილვის გადადებას ითხოვდნენ და კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.
მურმან დუმბაძე: „მირტყამდნენ ფეხებით, მათრახით, ხელკეტით... ფეხის ქუსლი ფრჩხილზე დამაბიჯეს...“
5 ივლისი, 2011
30-დღიანი ადმინისტრაციული სახდელის მოხდის შემდეგ მურმან დუმბაძე აჭარას დაუბრუნდა. 26 მაისს, რუსთველზე დაკავებული და ნაცემი პოლიტიკოსი ჯერ კიდევ მკურნალობს. იგი აცხადებს, რომ რეპრესიების მიუხედავად, გაჩერებას და უკანონობებზე თვალის დახუჭვას არ აპირებს.
ქართულ სოფლებს დატბორვა ემუქრება - „საბჭოთა პერიოდში დაწუნებული პროექტები ხელისუფლებამ განაახლა“
5 ივლისი, 2011
„საქჰიდროინსტიტუტის“ არქივი გაიყიდა. საბჭოთა დროს დაწუნებული პროექტების რეალიზებას კი ამჟამინდელი ხელისუფლება ინვესტორებს სთავაზობს“, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძე. რა საფრთხეს შეიცავს ეს პროექტები და ემუქრება თუ არა უძველეს ქართულ სოფლებს დატბორვა?
რატომ ფინანსდება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან პოლიცია
4 ივლისი, 2011
აჭარის მუნიციპლიტეტეტის ბიუჯეტებში სოფლის მეურნეობა 0 ლარით არის დაფინანსებული, პოლიციის სამსახურებისათვის კი ათასობით ლარია გამოყოფილი. დაფინანსების ოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით სხვადასხვა ოდენობისაა: 10 000-დან 40 000 ლარამდე.
დავა ბიზნესმენის სახლზე
1 ივლისი, 2011
თელავის რაიონულმა სასამართლომ აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის ნოდარ საქუაშვილის შვილის, ინგა საქუაშვილის სარჩელის განხილვა დაიწყო. ინგა საქუაშვილი სასამართლოს იმ დოკუმენტის ბათილად ცნობას სთხოვს, რომლის საფუძველზეც თელავის რაიონის სოფელ სანიორეში მდებარე ბინა 2007 წელს საკუთრებად მისმა ბებიამ დაირეგისტრირა.