მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
საყდრისში გამოსატუტი მოედანი უნებართვოდ აშენდა
29 ნოემბერი, 2013
საყდრისში გამოსატუტი მოედნის აშენებაზე ნებართვა არავის გაუცია, თუმცა მოედანი მაინც ფუნქციონირებს. ამ საკითზე ინფორმაცია გარემოსდამცველა ორგანიზაციებმა გარემოს დაცვის სამინიტსროს ინფრომაცია აგვისტოში მიაწოდეს, თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა და გამოსატუტი მოედანი ისევ ფუნქციონირებს. 22 ნოემბერს გარემოს დაცვის სამინისტროში საყდრისის საკითხზე გამართულ შეხვედრაზე ,, მწვანე ალტერნატივა“ სწორედб აღნიშნულ საკითხზე განმარტებებას ითხოვდა
სააპელაციო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისიტრის, ბაჩანა ახალაია საქმის განხილვა დასრულდა
28 ნოემბერი, 2013
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბაჩანა ახალაიას საქმის განხილვა დასრულდა. მოსამართლეთა შემადგენლობამ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართლებული პირების საბოლოო სიტყვები მოისმენა. სასამართლო განაჩენს 4 დეკემბერს გამოაცხადებს.
უჩა ნანუაშვილი: საქართველომ გაეროს რეკომენდაციების უმეტესი წილი გაითვალისწინა
28 ნოემბერი, 2013
სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს მონაწილეობას გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) პროცესში და კმაყოფილებას გამოთქვამს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საქმეში საქართველომ გაეროს რეკომენდაციების უმეტესი წილი გაითვალისწინა.
GNCC-სა და „სუპერ TV“-ს შორის დავა მორიგებით დასრულდა
28 ნოემბერი, 2013
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა (GNCC) და საკაბელო კომპანია „სუპერ TV“-ს შორის დავა მორიგებით დასრულდა - კომისიამ ჯარიმა შეამცირა და „სუპერ TV“-ს მხოლოდ 3 ათასი ლარის გადახდა მოუწევს.
ბათუმის მოსახლეობა ხელისუფლების ერთწლიან მუშაობას აფასებს
26 ნოემბერი, 2013
როგორ აფასებს ბათუმის მოსახლეობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ერთწლიან პერიოდს? მათი აზრით, რა გამოწვევების წინაშე დგას ახალი პრეზიდენტი, პრემიერი და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა? ამის შესახებ humanrights.ge - მ ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა.
სტრასბურგის სასამართლო იუსტიციის სამინისტროს ჯემალ წიკლაურის საქმის ხელახალი განხილვის რეკომენდაციით მიმართავს
26 ნოემბერი, 2013
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, იუსტიციის სამინიტროს საქმეზე ,,ჯემალ წიკლური საქართველოს წინააღმდეგ“ საქმის ხელახალი გამოძიებისკენ მოუწოდა. წიკლაური საქართველოს წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, კერძოდ კი, ირაკლი ოქრუაშვილს და შიდა ქართლის გუბერნატორ მიხეილ ქარელს ქონების ჩამორთმევაში ადანაშაულებს.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა და დეპუტატების შეცვლილი აზრი
25 ნოემბერი, 2013
სოფლის რწმუნებულებს და სპეციალიტებს უმაღლესი განათლება აღარ მოეთხოვებათ, აღნიშნული ცვლილება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგარეშე სხდომაზე დამტკიცდა. ადგილობრივ თვითმმართველობის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ დადგენილებაში შესატან ცვლილებას მხარი 7 დეპუტატმა არ დაუჭირა, წინა სხდომაზე კი ყველა დეპუტატი მოითხოვდა რწმუნებულების უმაღლეს განათლებას და საკითხი ჩავრდა.
ქუთაისის მერის მოვალეობას შოთა მურღულია შეასრულებს
25 ნოემბერი, 2013
ქუთაისს ახალი მმართველი ჰყავს. შოთა მურღულია, რომელიც დედაქალაქიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის თანამშრომლებთან გაცნობითი შეხვედრები გამართა, მერის მოვალეობის შესრულებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგება.
რა ხდება ქუთაისის ციხეში? - GCRT კვლევის შედეგებს აქვეყნებს
22 ნოემბერი, 2013
"არასათანადო სამედიცინო მომსახურება, ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემები, არაჰუმანური დამოკიდებულება მედ-პერსონალის მხრიდან, C ჰეპატიტით და დიაბეტით დაავადებული ათობით ადამიანი" - "წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი" (GCRT) სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულებაში არსებული ვითარების კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
სააპელაციო სასამართლოში ბაჩო ახალაიას საქმის განხილვა სრულდება
22 ნოემბერი, 2013
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბაჩო ახალაიას საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება. შემდეგ პროცესზე მოსამართლე საქმეზე გამართლებული პირების საბოლოო სიტყვებს მოისმენს, რის შემდეგაც სასამრთლომ განაჩენი უნდა გამოიტანოს. ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულებისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოში 1 აგვისტოს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გაასაჩივრა.
ICOMOS საქართველო კულტურული მემკვიდრეობის კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს
22 ნოემბერი, 2013
ICOMOS საქართველო შეშფოთებას გამოთქვამს "კულტურული მემკვიდრეობის კანონში" ცვლილებებთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით ICOMOS საქართველო განცხადებას ავრცელებს და საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს მოუწოდებს, არ დაუჭიროს მხარი წარმოდგენილ რედაქციას. ამასთან უზრუნველყოს კანონპროექტის ფართო განხილვა და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ შეტანილ საკანონმდებლო ცვლილების პროექტთან დაკავშირებით.
მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშს მტკიცებულებად განიხილავენ
21 ნოემბერი, 2013
ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, ვანო მერაბიშვილის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებად არის წარდგენილი. აღნიშნული შესახებ, 19 ნოემბრის სხდომაზე, ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა ნუსხის წარდგენის ეტაპზე განაცხადა.
კახეთის რეგიონში საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა დასრულდა
21 ნოემბერი, 2013
კახეთში არსებითი დარღვევები, რომლებიც საარჩევნო უბნების შედეგების ბათილობას გამოიწვევდა, არ დაფიქსირებულა. ძირითადი პასუხისმგებლობის სახეები, რაც დარღვევებისთვის კომისიის წევრებს დაეკისრათ, შენიშვნა და სიტყვიერი გაფრთხილებაა.
ახალგორში გამოკეტილ ბინებს შესაძლოა, ახალი პატრონი გამოუჩნდეს
21 ნოემბერი, 2013
დაბა ახალგორის იმ ბინებში, რომლებიც 5 წლის განმავლობაში არ გაღებულა და არავის უცხოვრია, შესაძლოა, ცხინვალიდან ჩამოსული პირები შეასახლონ. ამის შესახებ ადგილობრივებმა გვაცნობეს. საქმე ეხება კორპუსის ბინებს.
ტექნიკური მიმართულება - ბიჭებს, ჰუმანიტარული - გოგონებს
21 ნოემბერი, 2013
22 წლის ნიკა ფაჩულიამ წელს ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის მიმართულება დაამთავრა. ამბობს, რომ მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, მან ეს პროფესია მაინც შეარჩია: „ლექტორებს უკვირდათ და ხშირად მეკითხებოდნენ, თუ რატომ ავირჩიე ჰუმანიტარული მიმართულება, ტრადიციულად, ამ მიმართულებაზე გოგონები დომინირებენ ხოლმე, ბიჭები მხოლოდ ხუთნი ვიყავით.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს
21 ნოემბერი, 2013
20 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ემზარ გოგუაძემ პრესკონფერენცია გამართა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა. გოგუაძე ღარიბაშვილს უსაფრთხოების საკითხებში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩევლის, ირაკლი ციბაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას სთხოვს.
ღარიბაშვილის თქმით, ადამიანების უგზოუკვლოდ დაკარგვის საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს
20 ნოემბერი, 2013
მომავალმა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს „რამდენიმე ასეული ადამიანი“ უგზოუკვლოდ გაუჩინარდა.
გურიაში საჯარო სამსახურებში ჩასატარებელ კონკურსს აპროტესტებენ
20 ნოემბერი, 2013
საჯარო სამსახურის შესახებ კანონში მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს შეტანილი ცვლილება, სადაც ნათქვამია, რომ 2014 წლის პირველ იანვრამდე საჯარო სამსახურებში უნდა ჩატარდეს კონკურსი, გურიაში არაერთმა ადამიანმა და მათ შორის, საჯარო მოსამსახურემ გააპროტესტა. მიმდინარე წლის 15 ნოემბრის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეს ამ საკითხის გატანაში ხელი „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრმა შეუშალა.
სერგო თეთრაძის გარდაცვალების ეპიზოდზე სასამართლოში ბრალდებულები დაიკითხნენ
20 ნოემბერი, 2013
თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 ნოემბერს მეგის ქარდავას და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე სერგო თეთრაძის გარდაცვალების ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდებულები, ოლეგ ფაცაცია, ვიქტორ ყაჭეიშვილი, რატი მგელაძე, ზვიად კაპანაძე და სერგო ბიწაძე დაიკითხნენ.
სასამართლომ ნიკა გვარამია და ალექსანდრე ხეთაგური თელასის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო
20 ნოემბერი, 2013
14 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და მასთან ერთად ბრალდებულების წინააღმდეგ სასამართლო განხილვა დასრულდა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და ბრალდებულები ყველა წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო.