მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
პოლიციელთა სავარაუდო გადაცდომის მორიგი ფაქტი
31 ივლისი, 2015
29 ივლისს ადამიანის უფლებათა ცენტრმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და ხელისუფლებას დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდეს.
ვინ უნდა გამოიძიოს პოლიციელთა შესაძლო დანაშაული
30 ივლისი, 2015
პოლიციის განყოფილებებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების სათანადო გამოძიებისკენ მოუწოდებს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და ადვოკატთა ასოციაცია ხელისუფლებას. ერთობლივ პრესკონფერენციაზე მოქალაქე მაია კეკელიას მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის თაობაზე ისაუბრეს.
უბინაოდ დარჩენილი მოქალაქე
24 ივლისი, 2015
„1992 წელს სოხუმიდან თბილისში ჩამოვედით და დანაზოგით ავლაბარში, აბდუშელიშვილის ქუჩაზე 249 კვ.მ. ფართის ბინა 3 000 დოლარად ვიყიდეთ. 2004 წელს, საპრეზიდენტო რეზიდენციის მშენებლობის გამო, ბინა უკანონონ, კომპენსაციის გარეშე გაგვისხვისეს“,- აცხადებს humanrights.ge -სთან საუბარში იზა გვაჯაიამ.
ადამიანის უფლებათა ცენტრი პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს
24 ივლისი, 2015
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები ქალ პატიმართა მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობენ. უფლებადამცველთა თქმით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის ახლებური რედაქციის ჩამოყალიბება ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვისა და გადაზიდვის გამიჯვნას გასაღებისაგან, რაც მისასალმებელია, მაგრამ მსგავსი ცვლილებები არ შეეხო სსკ–ის 262–ე მუხლს, რამაც ქალ მსჯავრდებულებში უსამართლობისა და პროტესტის განცდა გააჩინა.
მრგვალი მაგიდა - საქართველოში მცხოვრებ ბოშათა პრობლემები
24 ივლისი, 2015
20 ივლისს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში საქართველოში მცხოვრებ ბოშათა პრობლემებზე მრგვალი მაგიდა გაიმართა. უფლებადამცველებმა და ბოშათა თემის წარმომადგენლებმა არსებული პრობლემების შესახებ იმსჯელეს.
მრგვალი მაგიდა რეპატრირებული მესხების ბინადრობის პრობლემებზე
24 ივლისი, 2015
13 ივლისს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენლებმა რეპატრირებული მესხების ბინადრობის პრობლემებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გამართეს. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი სამართლებრივ დახმარებას უწევს იუნუს არიფოვსა და დილარა არიფოვას, რომელთა ბინადრობის შესახებ უფლებადამცველთა მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საკრებულოს გადაწყვეტილებას ,,თავისუფალი დემოკრატები“ სასამართლოში გაასაჩივრებენ
23 ივლისი, 2015
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20 ივლისის სხდომის დღის წესრგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გადაყენებაც იყო. თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან .,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, გიორგი ცხადიაშვილი 18 ხმით გადაირჩიეს. ცხადიაშვილის გადაყენებას საკრებულოს ცხრა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი.
არასრულწლოვან პატიმართა შეწყალება და რესოციალიზაციის პროგრამები
20 ივლისი, 2015
ადამიანის უფლებათა ცენტრმა საქართველოს პრეზიდენტს მსჯავრდებულების - რაფიკ არუთინიანისა და ლაშა შენგელიას შეწყალების თხოვნით მიმართა. არუთინიანიც და შენგელიაც მსჯავრის გამოცხადებისას არასრულწლოვნები იყვნენ.
ადამიანის უფლებათა საზაფხულო სკოლა დასრულდა
17 ივლისი, 2015
ადამიანის უფლებათა ცენტრის, საქართველოს სახალხო დამცველისა და უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისის ერთობლივი პროექტი - ადამიანის უფლებათა საზაფხულო სკოლა - 10 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
სასამართლომ სუროგატი დედების მიერ გაჩენილ ტყუპებთან დაკავშირებით პრეცენდენტული გადაწყვეტილება მიიღო
15 ივლისი, 2015
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, ბავშვთა საუკეთესო უფლებების დასაცავად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს. მათივე განმარტებით, სუროგატი დედების მიერ სხვადასხვა დღეს გაჩენილი ტყუპების დაბადების თარიღად, სააქტო ჩანაწერში ერთი კალენდარული დღე დაფიქსირდება.
საოკუპაციო ხაზის ახალი მდებარეობა
14 ივლისი, 2015
10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. ,,საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერები საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე 300 მეტრით გადმოწიეს.
ქუჩაში მოწყალების მისაღებად გამოსული ბავშვები
14 ივლისი, 2015
„ხალხი ბავშვს რომ ხედავს უფრო ვებრალებით და გვეხმარება“, -ეს განცხადება მეტროს გადასასვლელში მოწყალების სათხოვნელად მდგარ ქალბატონს ეკუთვნის. მისი თქმით, საბურთალოზე საკუთარ ბინაში ცხოვრობდა, რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ბინა გაყიდა და ამჟამად ქირით ცხოვრობს. იგი მარტოხელა დედაა, სოციალური დახმარება მოუხნსეს და ბავშვთან ერთად ქუჩაში დახმარების სათხოვნელად გამოსვლა გადაწყვიტა.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა
14 ივლისი, 2015
ადამიანის უფლებათა ცენტრმა საკანონმდებლო წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს, მიიღოს ამნისტიის კანონი 2006-2012 წლებში სისხლის სამართლის კოდექსის 262–ე მუხლით გასამართლებული მსჯავრდებულების გათავისუფლების მიზნით.
ჯილეხის გავრცელების გამო კარდენახში კარანტინი გამოცხადდება
14 ივლისი, 2015
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში საქონლის ხორცში აღმოჩენილი ჯილეხის გამო სოფელში კარანტინი გამოცხადდება.
„ლიტერატურა ნდობის აღდგენისათვის“
9 ივლისი, 2015
7 ივლისს, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამართა საჯარო დისკუსია - „ლიტერატურა ნდობის აღდგენისათვის“. დისკუსიამდე გაიმართა ქართველი, ოსი და აფხაზი მწერლების მოთხრობების ერთობლივი კრებულის პრეზენტაცია და სტამბოლის პენ მარათონის თაობაზე გადაღებული ფილმის ჩვენება.
მძიმედ დაავადებულ პატიმრებს კომისია არ ათავისუფლებს
8 ივლისი, 2015
მსჯავრდებული ინგა წულაძე მეხუთე წელია, სასჯელაღსრულების №5 დაწესებულებაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, ინგა წულაძის უფლებებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, თამარ ავალიანი იცავს.
საქართველოს სახალხო დამცველის შენიშვნები საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების ანგარიშზე
8 ივლისი, 2015
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, 2015 წლის ივნისში საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის 12 ინსტიტუტის, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის შეფასებას მოიცავს და ამ სტრუქტურებში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ დადებით თუ უარყოფით ცვლილებებს ასახავს.
„საქართველოს მოქალაქეები უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
7 ივლისი, 2015
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 12 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №547) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - უჩა ნანუაშვილმა და მიხეილ შარაშიძემ. სარჩელი მომზადდა ადამიანის უფლებათა ცენტრში. საკონსტიტუციო სასამართლომ პირველი კოლეგიის 2013 წლის 4 აპრილის №1/1/547 საოქმო ჩანაწერით, №547 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო.
პარლამენტში მარიხუანას დეკრიმინალიზაციის კანონ-პროექტის განხილვა დაიწყო
7 ივლისი, 2015
30 ივნისს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გოგა ხაჩიძემ მარიხუანას დეკრიმინალიზაციის კანონ-პროექტი წარადგინა.
წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღე
3 ივლისი, 2015
26 ივნისს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დისკუსია გამართა. შეხვედრაზე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა სხვადასხვა კუთხით განიხილეს და იმ გამოწვევებსა და წინ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს, რომლებიც საპატიმროების პრობლემებსა და რეაბილიტაციის საკითხებს ასახავს.