მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი გამოძიების მოლოდინშია
31 მარტი, 2014
გიგა ფარტენაძე, გეგუთის ციხეში 4 მარტს, ღამით გარდაიცვალა. ოჯახის წევრები თვლიან, რომ ის წამებით მოკლეს. ფაქტზე გამოძიება საქართველოს პროკურატურას უკვე დაწყებული აქვს. თუმცა, ოჯახის წევრები თვლიან, რომ გამოძიება ჭიანურდება. ოჯახს, არც ექსპერტიზის დასკვნას აცნობენ.
თელავის უნივერსიტეტის სტუდენტები თვითმმართველობის არჩევნების თარიღის გადაწევას ითხოვენ
31 მარტი, 2014
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების თარიღის შეცვლას ითხოვს. მათი განცხადებით, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა არჩევნების თარიღად 28 მარტი თვითნებურად დანიშნა, რის გამოც, წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად კანდიდატებს საკმარისი დრო არ აქვთ.
სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებებზე იქნება გათვლილი
31 მარტი, 2014
სახალხო დამცველის მრჩეველმა კონფლიქტის რეგიონებში ადამინის უფლებების საკითხებში, შიდა ქართლში რამდენიმე დევნილთა კოპაქტური ჩასახლება და ოკუპირებული ტერიტორიის გამყოფი ხაზის საზღვრისპირა სოფლები მოინახულა და იქ მაცხოვრებლების პრობლემებს გაეცნო.
სახელმწიფომ დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად სტრატეგია შეიმუშავა
31 მარტი, 2014
პრემიერმინისტრის ინიციატივით, პირველი ივნისიდან იმ რეგიონებში, სადაც დემოგრაფიული ბალანსი უარყოფითია, ოჯახი მესამე და მომდევნო შვილზე ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს. დახმარების ოდენობა მთიან რეგიონში 200 ლარი, ბარში კი 150 ლარი იქნება.
გორის საკრებულომ მხარი დაუჭირა ვარიანტს - „ერთს პლუს ხუთი“
31 მარტი, 2014
27 მარტს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგარეშე სხდომაზე დღის წესრიგით გათვალიწინებული ხუთი საკითხიდან, პირველი გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ოპტიმიზაციას ეხებოდა. საკრებულოს სხდომას 25 დეპუტატი ესწრებოდა. კენჭისყრის დროს საკითხს 21-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ოთხი წინააღმდეგი წავიდა. ხმათა უმრავლესობით საკრებულომ მიიღო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ოპტიმიზაციის ფორმატი „ერთს პლუს ხუთი“.
აქცია სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით
28 მარტი, 2014
გორის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის მოსახლეობა გასული წლის აგვისტოში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღურებას ითხოვს. სტიქიამ დიცის, ქორდის, არბოსა და ერგნეთის მოსახლეობას სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებში მოსავალი გაუნადგურა.
„ეს შენ გეხება“ - აქცია ბათუმში
26 მარტი, 2014
„ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ" კამპანიის ფარგლებში ბათუმში, 19 აპრილს აქცია გაიმართა. უკანონო, ფარული მიყურადების აკრძლავის მოთხოვნით, არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლები ჯერ 6 მაისის პარკში შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით ბათუმის უნივერსიტეტისკენ გადაინაცვლეს.
თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის პრობლემები
25 მარტი, 2014
ჯანდაცვაზე არასაკმარისი ხელმისაწვდომობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის არაადაპტირებული გარემო, სარეაბილიტაციო პროგრამების ნაკლებობა - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რაც სახალხო დამცველის აპარატმა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის მონიტორინგისას გამოავლინა.
რატომ გაათავისუფლეს თამარ მეარაყიშვილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორობიდან
21 მარტი, 2014
“აქ თუ გინდა ცხოვრება ჩუმად უნდა იყო, ან ცოტა ტაქტიანად “გაახურო”. ეს ადამიანი ყველაფერზე, რაც კი რამე უარყოფით იყო რაიონში, ხმამაღლა ამბობდა, ყველას ხმამაღლა ამხელდა. ვინ აპატიებდა?! ამიტომაც გაუშვეს სამსახურიდან,” - აცხადებს ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი პედაგოგი, ახალგორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის უკვე ყოფილ დირექტორ თამარ მეარაყიშვილზე.
ახალგორის ქართულ სკოლებში ისტორიას ცხინვალში გამოცემული სახელმძღვანელოებით შეასწავლიან
21 მარტი, 2014
ახალი სასწავლო წლიდან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო განათლების სამინისტრო ახალგორის ქართულ სკოლებში ცხინვალში ქართულ ენაზე გამოცემულ ისტორიის წიგნებს შეიტანს. მათში ახალგორის სკოლებში ისტორიის სწავლების ახალი კურსი შევა, სადაც რუსეთი “ოკუპანტად” და აგრესორად” წარმოჩენილი აღარ იქნება. ახალგორის ქართული სკოლის მასწავლებლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ისინი ამის შესახებ საქმის კურსში არიან.
გორის მუნიციპალიტეტი ზედმეტ ავტომანქანებს აუქციონის წესით გაყიდის
21 მარტი, 2014
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე, თუ რა თანხა დაიხარჯა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გორის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისა და თანამშრომლების სამსახურეობრივი ავტომობილების საწვავით უზრუნველყოფისთვის, პასუხად მივიღეთ, რომ ამ მხრივ, 2013 წელს ხარჯებმა ჯამურად 96 421 ლარი შეადგინა.
ივანიშვილი ცდილობდა პრეზიდენტის გადარწმუნებას, არ დაედო ვეტო კანონპროექტზე
20 მარტი, 2014
ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის გაოცებულია და „იმედგაცრუებულია“ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილით. ივანიშვილმა, რომელიც ადრე ხშირად მოიხსენიებდა მარგველაშვილს თავის ერთ–ერთ უახლოეს მეგობრად, განაცხადა, რომ მას აღარ აქვს „არაფორმალური ურთიერთობები“ პრეზიდენტთან.
პატიმარი მამუკა ტოლიაშვილი გოგა ონიანს პირად ანგარიშწორებაში ადანაშაულებს
20 მარტი, 2014
18 მარტს, პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრმა პატიმარ მამუკა ტოლიაშვილის საქმეზე პრესკონფერენცია გაიმართა. მსჯავრდებულის მიერ ორგანიზაციისათვის გამოგზავნილ წერილში, აღნიშნულია, რომ იგი ყოფილი მაღალჩინოსანი სამართალდამცველების - გიორგი ონიანისა და გია დონაძის ანგარიშსწორების მსხვერპლია.
უკანონო მოსმენების წინააღმდეგ გორში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
20 მარტი, 2014
19 მარტს კამპანია „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ ფარგლებში, საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად, მშვიდობიანი აქცია გორშიც გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
პანკისის ხეობაში მცხოვრებმა მუსლიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს
17 მარტი, 2014
პანკისის ხეობაში მცხოვრებმა მუსლიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ გადაადგილებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არაოფიციალურად დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს. სოფელ ჯოყოლოს იმამის აიუფ ბორჩაშვილის განაცხადებით, პანკისის ხეობაში მცხოვრებ ახალგაზრდებს, ასევე ქალებს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში იბარებენ და მათზე ზეწოლას ახდენენ.
ახალგორში ფორმა 9 სპეციალური საშვით იცვლება
11 მარტი, 2014
ახალგორში ოსური პასპორტის შემცვლელი დოკუმენტი ფორმა 9, რომელიც დე ფაქტო საზღვრის გადასაკვეთად ახალგორელებისთვის ერთადერთი საბუთია, საშვით შეიცვლება. ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და ძალაში დაახლოებით 2 თვეში შევა. ცნობილია ისიც, რომ საშვს ის პირი აიღებს, ვისაც ოფიციალური რეგისტრაცია ახaლგორში აქვს და ფორმა 9-ც აქვს აღებული. თუმცა ფორმა 9-ის მქონე ყველა პირს ამ ახალ საშვს არ მისცემენ.
პატრიარქი: 'ეკლესია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს'
10 მარტი, 2014
5 მარტს ევროპის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისართან შტეფან ფულესთან შეხვედრაზე საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ ეკლესია „ყველაფერს გააკეთებს“, რათა დაეხმაროს საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი.
ჩრდილოკავკასიელების დევნა გრძელდება
7 მარტი, 2014
ადამიანის უფლებათა ცენტრი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ საქართველოში ჩრდილოკავკასიელების დევნისა და გაუჩინარების ფაქტებთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართავს. „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სამი კონკრეტული ფაქტის თაობაზე გამახვილდა ყურადღება.
ხუთი წლის წინ გაუჩინარებული სამი ოსი მოქალაქის ბედი ისევ გაურკვეველია
7 მარტი, 2014
ალან ხუგაევის, ალან ხაჩუროვისა და სარმატ პლიევის ოჯახების წევრთა ინფორმაციით, ახალგაზრდები სოფელ მერეთში 2008 წლის 13 ოქტომბერს დააკავეს. ისინი ნასვამ მდგომარეობაში მსუბუქი ავტომანქანით „ვაზ 21 07“-ით მოძრაობდნენ. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და მერეთის ბლოკსაგუშაგოსთან პოლიციამ დააკავა.