მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
დაკავებულებს სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე უარს ეუბნებიან
19 ივნისი, 2009
ვაკო გრძელიშვილისადმი სამართალდამცავების განსაკუთრებული სისასტიკე მისი წარსულითაა გამოწვეული პოლიციელების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევას, მათი დაპატიმრებაც მოჰყვა. დაკავებული 39 დემონსტრანტიდან, ამჟამად პატიმრობაში 5 რჩება. დანარჩენს კი ჯარიმის სახით 400 ლარის გადახდა დაეკისრა.
თავდასხმა მედიაზე
16 ივნისი, 2009
გუშინ პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარი ინციდენტის შედეგად აქციის მონაწილეებთან ერთად ჟურნალისტებიც დაზარალდნენ. დაზარალებული ჟურნალისტები ყვებიან, რომ ძალოვნები მიზანმიმართულად სდევნიდნენ მედიის წარმომადგენლებს და განსაკუთრებული სისასტიკით „ნადირობდნენ“ მათზე, რათა არ დარჩენილიყო დარბევის ამსახველი კადრები თუ ფოტომასალა. ამ მოტივის დამაჯერებლობაზე მეტყველებს ისიც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოგვიანებით დაბრუნებული ფოტო და ვიდეო კამერებიდან დარბევის ამსახველი კადრები წაშლილი იყო.
რეგიონებში პედაგოგებს პოლიტიკური ნიშნით დევნიან
16 ივნისი, 2009
საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო აქტებით პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებებისთვის ადამიანის დევნა აკრძალულია. მიუხედავად ამისა, რეგიონებში, ადგილობრივი და სამხარეო ხელისუფლების ხელმძღვანელები, ასევე მაჟორიტარი დეპუტატები პედაგოგებს და საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, რომელთა პოლიტიკურ მორჩილებაშიც ეჭვი ეპარებათ, განცხადებებს აწერინებენ და ხსნიან. გამოთავისუფლებულ ადგილებზე მმართველი პარტიის წარმომადგენლები ნათესავებსა და მეგობრებს ნიშნავენ.
გორში პოლიტიკური დაჭერები გრძელდება
16 ივნისი, 2009
გუშინ ღამის 11-დან 12 საათამდე "ალიანსი საქართველოსთვის" წევრი ზაალ გუდაძე და ამავე ალიანსის აქტიური მხარდამჭერი თამაზ ტლაშაძე დააკავეს. “ალიანსის” გორის ორგანიზაციის ხლმძღვანელი დავით რაზმაძე აცხადებს, რომ ზაალ გუდაძეს, ხელყუმბარები "აღმოუჩინეს", ხოლო თამაზ ტლაშაძეს სუბოტექსის ნატეხზე ედავებიან, თუმცა სუბოტექსის ნატეხი მტკიცებულებად საქმეში ჯერ არ დევს.
თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მორიგი დაპირისპირება მოხდა
15 ივნისი, 2009
InterPressNews თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობის წინ შეკრებილი ახალგაზრდები პოლიციის თანამშრომლებმა დაარბიეს. ინციდენტის შედეგად დაჭერილია ახალგაზრდული მოძრაობების ათეულობით აქტივისტი, უფრო მეტი კი სასტიკადაა ნაცემი, დაზარალდნენ ასევე მედიის წარმომადგენლები.
ჟურნალისტი გოგონა პოლიციის უფროსის კაბინეტში გალახეს?
12 ივნისი, 2009
ჩოხატაურის პოლიციის შენობასთან და გაზეთ „გურია ნიუსის“ რედაქციასთან გუშინ ადგილობრივი ჟურნალისტების მიერ მშვიდობიანი აქცია გაიმართა. ჟურნალისტებმა 10 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩოხატაურის რაიონის სამმართველოს თანამშრომლების მიერ გაზეთ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტის, ნატო გოგელიასთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება გააპროტესტეს.
შსს “კუდ”-ის თანამშრომელმა მამაკაცი სცემა
12 ივნისი, 2009
შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ ახალგაზრდა მამაკაცის ცემის თვითმხილველი ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნიკა პაჭკორია გახდა. მან ვიდეოკამერით ინციდენტის დეტალების გადაღება ფარულად მოახერხა და presa.ge-ს მიაწოდა.
ფეშქაშად პრეზიდენტის მასპინძლობისათვის
11 ივნისი, 2009
ლევან ახალაურმა, რომელიც 2005 წელს თელავის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს ხელმძღვანელობდა, სახელმწიფოს 305 ათასი ლარის ზარალი მიაყენა. მიუხედავად ამისა, ახალაური დაწინაურდა. 2006 წელს ის თელავის რაიონის გამგებლის თანაშემწედ დაინიშნა, 2007 წლის თებერვლიდან დღემდე კი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა. გამოძიება, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაიწყო, კახეთის საოლქო პროკურატურამ საქმეზე "სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების" არ არსებობის მოტივით შეწყვიტა.
კოლხების მითიური წარმატებები
10 ივნისი, 2009
მიხეილ სააკაშვილის რეგიონალური ტურები ადგილობრივი მოსახლეობისთვის უკვე ღიმილის მომგვრელი ხდება. presa.ge-ს დაუკავშირდა ერთ-ერთი ფოთელი ახალგაზრდა, რომელიც ამბობს, რომ ფოთში ვიზიტისას სააკაშვილმა დახურული საწარმო გახსნა, ხოლო წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრა ადგილობრივებს რეზინის შლანგიდან მომავალი წყლით მიულოცა.
ინვესტორი თანამშრომლებს ხელფასს ვერ უხდის
10 ივნისი, 2009
ლიტვური კომპანია "ახემა ჯგუფი", რომელმაც სააქციო საზოგადოება "კახეთის ენერგოდისტრიბუცია" 2009 წლის იანვარში შეიძინა, ენერგოკომპანიაში დასაქმებულ 600-მდე თანამშრომელს ხელფასს ვერ უხდის.
მძიმე ავადმყოფს ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
9 ივნისი, 2009
განსასჯელ თემურ ახმედოვს მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლე ვერა დოლიძემ განაჩენის გამოტანისას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება სასჯელის გადავადებას შესახებ არ გაითვალისწინა.
სიბაშვილის გამოცდები
8 ივნისი, 2009
რამდენიმე დღის წინ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებული 47 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსი ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობისათვის სულ 210 განცხადება იყო რეგისტრირებული, თუმცა ტესტურ გამოცდაზე მხოლოდ 176 განმცხადებელი გამოცხადდა. კონკურსის 176 მონაწილიდან საკონკურსო – საატესტაციო კომისიის დებულებით დადგენილი გამსვლელი მინიმალური 75 ქულა მხოლოდ 13-მა მონაწილემ დააგროვა, მათ შორის ისეთებმაც, რომლებიც იურისპუდენციის გაგებაში არ არიან.
ოპოზიციის აქტივისტ გოგონებს გაუპატიურებითა და ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდნენ
8 ივნისი, 2009
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ წევრები უცნობმა პირებმა გაიტაცეს. ორ მანდილოსანს 6 საათის განმავლობაში ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ გამტაცებლები. თამარ ნავერიანი და დარეჯან გუჯეჯიანი უცნობებმა, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ძალის გამოყენებით აიყვანეს და გაჩიანის მიმართულებით წავიდნენ. გამტაცებლებმა ისინი 21 საათზე, სატელეფონო ზარის შედეგად გაათავისუფლეს, თუმცა მათ არ შეუძლიათ იმის თქმა, თუ ვისთან ისაუბრეს უცნობებმა და კონკრეტულად რა ბრძანება მიიღეს მათგან.
ოსების აბარგება უკვე მასობრივი გახდა
8 ივნისი, 2009
მძიმე სოციალურ - ეკონომიკური პირობების გამო კახეთის სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები ოსები საცხოვრებელს მასობრივად ტოვებენ. მათგან ზოგი ცხინვალში მიდის, ზოგი კი ვლადიკავკაზში. ამის მიზეზად კონფლიქტოლოგები და უფლებადამცველები, ეკონომიკურთან ერთად, ეთნიკურ ფაქტორსაც ასახელებენ.
4 კანონიერი იარაღის მფლობელი ყოფილი პოლკოვნიკი, იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით, წინაპატიმრობაში იმყოფება
4 ივნისი, 2009
თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, პოლიციის პოლკოვნიკს, ბრალდებულ ზაზა ბრეგვაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, წინასწარი გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებების თანახმად, ზაზა ბრეგვაძეს ბრალი დაედო ვალტერის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღისა და ხუთი საბრძოლო ვაზნის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის.
გორში, ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების ოჯახის წევრებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან
4 ივნისი, 2009
შიდა ქართლის საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელს, ნათია მარტინენკოს სამსახურის ხელმძღვანელობა, განთავისუფლებაზე განცხადების დაწერას სთხოვს. მარტინენკოსთვის 27 მაისს გახდა ცნობილი, რომ მისი გათავისუფლება იგეგმებოდა პოლიტიკურ ნიადაგზე.
სახელმწიფოზე მიყენებული ზიანი, თუ პოლიტიკური ნიშნით დევნა
3 ივნისი, 2009
ზურაბ ბერიძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის მიერ დანიშნული კადრი იყო ბათუმში. ბერიძე შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის უფროსი იყო. დღეს, მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი. მას სახელმწიფოს წინააღმდეგ 1 471 322 ლარის ზიანის მიყენება ბრალდება. განსასჯელის ადვოკატების თქმით, ბერიძეს იმ დანაშაულს ედავებიან, რაც არ არსებობს.
იმ ტყვიებს რომელიც სპეცნაზმა 6 მაისს გამოიყენა ადამიანის მოკვლაც შეუძლია
3 ივნისი, 2009
შინაგან საქმეთა სამინისტრომ როგორც იქნა აღიარა, რომ 6 მაისს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომიტინგეებთან მომხდარი დაპირისპირების დროს არალეტალური ტყვიები გამოიყენა. ეს ინფორმაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა დაუდასტურა.
საბავშვო ბიბლიოთეკას გაუქმება ემუქრება
3 ივნისი, 2009
საბავშვო ბიბლიოთეკაში მყოფი 200 000-მდე წიგნი სატვირთო მანქანებით, ორ სხვადასხვა მისამართზე დროებით, ორი თვით მოათავსეს. თუ რატომ გახდა აუცილებელი მშენებლობის დასრულებამდე წიგნების ამორტიზებულ შენობაში გადატანა, არსებობდა თუ არა ამის შესრულებაზე ოფიციალური ნებართვა და და სხვა შეკითხვებზე, ბიბლიოთეკის დირექტორ გენო მახარაძეს პასუხი არ აქვს. კომენტარზე უარით გვიპასუხა ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია სურგულაძემაც.
ნიღბიანების თავდასხმა მომიტინგეებზე
1 ივნისი, 2009
შსს-ს თანამშრომლებმა ფურცელაძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პირი დააკავეს. ნანა კაკაბაძის ინფორმაციით, რამაზ ჯაშიაშვილი, ლუკა გვარამაძე, დავით კენჭაძე, ლევან ლოლუაშვილი და დათო კაპანაძე საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ აიყვანეს. მისივე თქმით, აღნიშნული პირების გარდა, დაკავებული იქნა კიდევ ექვსი ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ამ პირების დაკავების შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა.