მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
უმცირესობები
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს პროგრესი და ხარვეზები განიხილეს
13 დეკემბერი, 2013
10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, სახალხო დამცველმა და ზოგიერთმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ძირითადი ტენდენციები შეაფასეს, აღნიშნეს პროგრესი და პრობლემებსა და გამოწვევებზეც ისაუბრეს.
სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ
11 დეკემბერი, 2013
2013 წლის 10 დეკემბერს სახალხო დამცველმა საზოგადოების წინაშე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანგარიში წარადგინა. აღნიშნული ანგარიში წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივას, ყოველი წლის 10 დეკემბერს შეაჯამოს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა.
ჭელის მინარეთის დემონტაჟი ადიგენის საკრებულომ გადაწყვიტა
29 აგვისტო, 2013
სოფელ ჭელის მინარეთის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო. მინარეთის უკანონოდ დადგმისთვის კი ადგილობრივ მუსლიმებს 200-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.
დაპირისპირება მატნელ და პანკისელ ახალგაზრდებს შორის
29 აგვისტო, 2013
18 აგვისტოს, გვიან ღამით პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ქისტებსა და ქართველ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, ჩხუბი სოფელ დუისში დაიწყო და შემდეგ სოფელ მატანში გაგრძელდა. როგორც მოსახლეობა ამბობს, სოფლიდან ხეობაში წასულ ახალგაზრდების ჯგუფს, პანკისის ხეობის სოფელ დუისის მცხოვრებლებთან ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდათ.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება შემოსავლების სამსახურის მიერ მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით
27 აგვისტო, 2013
არასამთავრობო ორგანიზაციები - ადამიანის უფლებათა ცენტრი, „საზოგადოებრივი დამცველი“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და მედიის ინსტიტუტი გმობენ შემოსავლების სამსახურის მიერ 26 აგვისტოს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მეჩეთის მინარეთის დემონტაჟს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია დემონტაჟის დროს გამოყენებული უხეში ფორმები მუსლიმი მოქალაქეების მიმართ, რაც შეიძლება გაიგივდეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან.
შემოსავლების სამსახური მინარეთის დემონტაჟის მიზეზებს განმარტავს
27 აგვისტო, 2013
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამსახურის ინფორმაციით, 26 აგვისტოს მინარეთის დემონტაჟი შემოწმების მიზნით მოხდა, ხოლო შემოწმების შემდეგ მინარეთს შემოსავლების სამსახური დაამონტაჟებს.
მუფთი: „ძალიან შეურაცხყოფილი ვართ ჭელაში მომხდარი ფაქტის გამო“
27 აგვისტო, 2013
სამთაწყაროში პარასკევის ტრადიციული ლოცვა ადგილობრივი მუსლიმების გარეშე ჩატარდა
24 ივლისი, 2013
19 ივლისს, სამთაწყაროში მუსლიმთა სამლოცველო სახლში პარასკევის ტრადიცული ლოცვა ადგილობრივი მუსლიმების გარეშე ჩატარდა. ლოცვა ქვემო ქართლის მუფთის მოადგილემ ადამ შანთაძემ აღავლინა. პროცესს მხოლოდ ხუთი ადამიანი დაესწრო. ლოცვის პარალელურად სოფელში რამოდენიმე ადგილას მობილიზებული იყო პოლიცია. ადგილზე იმყოფებოდა ლაგოდეხის პოლიციის უფროსი გიორგი გუგუნაური და მისი მოადგილე. სამთაწყაროში ასევე თბილისიდან ჩასულები იყვნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.
მარეკ დუდაევი გაათავისუფლეს
10 ივნისი, 2013
ორ სასულიერო პირს 17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ბრალი წაეყენა
23 მაისი, 2013
ევროსაბჭოს კომისარი 17 მაისს განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს
23 მაისი, 2013
გაუჩინარებული მოჯაჰედები
23 მაისი, 2013
ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემდეგ, საქართველოდან 2 მოჯაჰედი გაუჩინარდა. მიქაელ ქადოევი გასული წლის ბოლოს დაიკარგა, როცა შს სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებს ბათუმიდან თბილისში გადმოჰყავდათ. მაგამედ მაგამედოვს კი 19 აპრილიდან ვეღარ პოულობენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოიკვლია, მიდის თუ არა დაკარგული მოჯაჰედების კვალი შსს-მდე.
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
21 მაისი, 2013
გაუჩინარებული მოჯაჰედის დედა პრემიერთან შეხვედრას ითხოვს
21 მაისი, 2013
ადამიანის უფლებათა ცენტრი ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, მაგამედ მაგამედოვის გაუჩინარების საქმით დაინტერესდეს. მაგამედოვი საქართველოში დაღესტნიდან 2012 წელს შემოვიდა და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. ის თავშესაფრის მაძიებლად იყო დარეგისტირებული. მაგამედოვი 2013 წელს თბილისიდან გაუჩინარდა. მის შესახებ დღემდე არაფერია ცნობილი.
ძალადობა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებული აქციის წინააღმდეგ
20 მაისი, 2013
ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით 17 მაისს დაგეგმილი აქცია მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ათასობით მართლმადიდებელი აქტივისტები და სასულიერო პირები რამდენიმე ათეულ ლგბტ აქტივისტებს და მათ მხარდამჭერებს დაუპირისპირდნენ.
პრემიერ-მინისტრი ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე კომენტარს აკეთებს
15 მაისი, 2013
სექსუალური უმცირესობებს ისეთივე უფლებები აქვს როგორიც სხვა მოქალაქეებს და საზოგადოება „ნელ-ნელა ამას შეეჩვევა“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სამშაბათს, როცა მას ჰომოფობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად 17 მაისს თბილისის ცენტრში დაგეგმილ აქციაზე კითხეს.
„იდენტობის“ პრესკონფერენციას და ტრენინგს ჟურნალისტებისთვის პოლიცია იცავდა
10 მაისი, 2013
პოლიცია იცავდა დღესб 10 მაისს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ორგანიზაცია „იდენტობის“ მიერ გამართული პრესკონფერენციის და ტრენინგის უსაფრთხოებას.
უჩა ნანუაშვილი: „ქართველი და ოსი პატიმრების გაცვლის არაოფიციალური პროცესი დაწყებულია“
25 მარტი, 2013
უკვე დაწყებულია არაოფიციალური პროცესი, რომლის ფარგლებში საქართველოს ციხეებში მყოფ ეთნიკურად ოს პატიმრებს ცხინვალში დაკავებულ ქართველებზე გაცვლიან. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ეთნიკურად ოსი მოქალაქეები საქართველოში პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლნი ხდებოდნენ, რისი ათეულობით შემთხვევა არსებობს.
სტალინის მემკვიდრეობა: ეროვნული საკითხი, შენელებული მოქმედების ნაღმი
21 მარტი, 2013
81 წლის ნიკოლაი ხაშიგი 1932 წელს დაიბადა სოხუმში. ზუსტად ერთი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც საბჭოთა დიქტატორმა სტალინმა აფხაზეთს სსრკ-ის სრულუფლებიანი რესპუბლიკის სტატუსი ჩამოართვა და საბჭოთა საქართველოს რეგიონად აქცია. დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსით აფხაზეთს დიდხანს არ უსარგებლია.
ქართველები ჩინელების შემოდინებას აპროტესტებენ
21 მარტი, 2013
საქართველოს ეროვნულ ფრონტთან დაახლოებულმა პარტიებმა 24 თებერვალს მცირე საპროტესტო აქცია გამართეს თბილისში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის წინააღმდეგ. ეს ზონა ჩინური კომპანია „Hualing Industry and Trade Group“-ის მფლობელობაში იქნება.