16:44, Monday, 01.09.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სხვა

აირჩიეთ წელი: 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2009-03-18
რეგიონებში პოლიციამ მძღოლებს 9 აპრილს მუშაობა აუკრძალა
პოლიციის თანამშრომლებმა რეგიონებში მიკროავტობუსების და ავტობუსების მძღოლებს 9 აპრილს მუშაობა აუკრძალეს. მძღოლების თქმით, სამართალდამცავებმა ისინი გააფრთხილეს, რომ 9 აპრილს, თბილისში დაგეგმილ აქციაზე რეგიონებიდან მოქალაქეები არ უნდა ჩაიყვანონ, მიუხედავად იმისა, მომსახურებისათვის რა ოდენობის თანხაც არ უნდა შესთავაზონ. მათივე თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა ისიც უთხრეს, რომ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ მოთხოვნას არ დაემორჩილებიან, საპატრულო პოლიციასთან და სხვა სამსახურებთან სერიოზული პრობლემები შეექმნებათ.

2009-03-17
რეკეტი კახეთში პრეზიდენტის სახელით
რამდენიმე დღის წინ კახეთის გუბერნატორის პრესმდივანმა მაია ყალაბეგაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ბიზნესმენები დაიბარა და თითოეულ მათგანს ბიზნეს - საინფორმაციო ბროშურის გამოსაცემად 500 ლარის გადახდა მოსთხოვა. გუბერნატორის პრესმდივანმა ბიზნესმენებს განუცხადა, რომ პროექტის შესახებ პრეზიდენტიც ინფორმირებულია და მისი განხორციელება სავალდებულოა.

2009-03-13
კახეთის გუბერნატორმა შემოჭერის ნაცვლად ქამარი მოუშვა
საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ათობით ორგანიზაციის ათასზე მეტი თანამშრომელი კახეთის რეგიონში უხელფასოდ არის დარჩენილი. ბიუჯეტში საკმარისი თანხების არ ქონის მიზეზით, მუნიციპალიტეტების გამგეობები ერთჯერად სოციალურ დახმარებას ვერ უწევენ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს. ამ ფონზე კახეთის გუბერნატორმა სამუშაო ოთახში ძვირაღირებული საშხაპე მოიწყო.

2009-03-13
ომის შედეგ ქართული სოფლები ისევ იძარცვება
ბუფერული ზონის სოფლებიდან ჯერ კიდევ ბევრი დარჩა ისეთი ოჯახები, რომლებიც საკუთარ სახლებში დაბრუნებას ოსურ სოფლების საზღვართან ცხოვრების გამო  ვერ ახერხებენ. მართალია ამ ეტაპზე რუსეთ-საქართველოს შორის საომარი მოქმედებები შეწყვეტილია, მაგრამ მიუხედავად ამისა ოსურ სოფლებში ისევ რუსი ჯარისკაცები დგანან. ოსური მოსახლეობა კი ქართველებს გამუდმებით თავს ესხმის.

2009-03-12
მოსახლეობა ბოდბის დედათა მონასტრის იღუმენიას უპირისპირდება(ნაწილი 2)
გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნის

2007 წლის 12 აპრილს გოდერძი გორდეზიანმა საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 5 ჰექტარი საძოვარი მიწა შეიძინა, რომელსაც მანამდე, 2001 წლიდან, იჯარით ფლობდა 49 წლის ვადით. მიწის შესყიდვის განცხადებით სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს თავად გორდეზიანმა მიმართა. როგორც სამმართველოს 2007 წლის 10 მარტის #625 წერილიდან ირკვევა, გორდეზიანის განცხადებას თანდართული დოკუმენტაცია შედარებულ იქნა სამმართველოში არსებულ დოკუმენტებთან, რის შედეგადაც დადგინა დოკუმენტაციის სისწორე და რეალობა.

2009-03-12
მოსახლეობა ბოდბის დედათა მონასტრის იღუმენიას უპირისპირდება(ნაწილი 1)
ქალაქ სიღნაღში, წმინდა ნინოს ქუჩაზე, ქედელის დასახლებაში მცხოვრებნი ბოდბის დედათა მონასტრის იღუმენიას უპირისპირდებიან. ადგილობრივების განცხადებით, რამდენიმე წელია იღუმენია მონასტრის მიმდებარე ტერიტორიებს აქტიურად ისაკუთრებს, იმ ოჯახებს კი ვინც მონასტრისთვის სახლ-კარის და საკარმიდამო ნაკვეთების ჩუქებაზე ან იაფად მიყიდვაზე უარი თქვეს, გაუსაძლის პირობებს უქმნის.

2009-03-11
სამართალდამცავებმა აქცია დაარბიეს
„რატომ მოკალით როინ შავაძე“, „დაისაჯონ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელები“, „დაისაჯონ სანდრო გირგვლიანის მკვლელები“ _ ამ ლოზუნგებით დღეს, ბათუმში გამართული აქცია სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით დაშალეს. სამართალდამცავების მხრიდან ადგილი ჰქონდა აქციის ორგანიზატორებზე კამერის წართმევასაც.

2009-03-09
თავისუფალი აზრის დევნაში მსჯავრდებული მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი დავით კაპანაძე, რომელიც ლაგოდეხის რაიონულმა სასამართლომ 2008 წელს თავისუფალი აზრის დევნაში დამნაშავედ სცნო, კონტროლის პალატის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ჟურნალისტებსა და ადამიანის უფლებების დამცველებს მიაჩნიათ, რომ ეს ფაქტი სახელისუფლებო პოლიტიკის გაგრძელებაა, რადგან იმ პირებს, ვინც თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ იბრძვიან და ჟურნალისტების დაშინებას ცდილობენ, ახალისებენ და მაღალ თანამდებობებზე ნიშნავენ.

1 [2] 3
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
„მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC