07:24, Saturday, 19.04.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სხვა

აირჩიეთ წელი: 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2007-08-30
მივეძალოთ ლაღიძის წყლებს
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებისაგან მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა გაერკვია მოხვდა თუ არა შპს. „ლაღიძის წყლები“ ეკონომიკის სამინისტროს საპრივატიზაციო ნუსხაში.
2007-08-27
,,კასპიცემენტი“ კასპელებს მალე შავ კვამლში გახვევს
კასპელებს ჯერ ,,კასპიცემენტის“ თეთრი კვამლი ვერ მოუნელებიათ, მაგრამ როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში მათ ახლა შავ კვამლში გახვევა ელით. ,,საქცემენტის“ გენერალური დირექტორის გელა ვარძიაშვილის განცხადებით, ,,კასპიცემენტი“ საწვავის სახით ბუნებრივი აირის ნაცვლად ქვანახშირს გამოიყენებს.
2007-08-23
ხალხის აზრი - "მარტო ჰაერით ვერ გამოვიკვებებით"
საქართველოში პურის ფასის გაზრდამ ცხოვრება გააძვირა. დღეს ამ ფაქტით შეწუხებულ მოქალაქეებს განსაკუთრებით სასურსათო დაწესებულებებსა თუ მის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდები. საოჯახო კალათის გასავსებად თანხა რომ არ ყოფნით, ზოგი თავბედს იწყევლის, ზოგიც ქვეყნის მთავრობას უთვლის "ლოცვა-კურთხევას."
2007-08-22
ბახმაროდან ხალხი უნდა აყარონ
ადგილი, სადაც წელიწადის 7 თვე ზამთარია, სადაც თოვლი ზაფხულამდე სძლებს, სადაც მუდმივი სიგრილეა და უნიკალური სასმელი წყალი მოდის, ,,ეკონომიკური განვითარების“ მოლოდინშია.
2007-08-22
სახელმწიფო ენის არმცოდნე სკოლის დირექტორად ინიშნება
ახალქალაქის მეორე რუსულ საჯარო სკოლაში დირექტორის დანიშვნას ცხარე კამათი და დაპირისპირება მოჰყვა. დირექტორის ადგილი რაიონის დეპუტატის მეუღლეს - ტესტირებაზე ჩაჭრილ კანდიდატს ხვდა წილად.
2007-08-20
გუბერნატორი ქვახვრელელ ბავშვებს სამაგიეროს უხდის?
,,თითქმის 2 წელია სტადიონის აშენებას გვპირდებიან, მაგრამ გვატყუებენ. ვიცით, რომ გუბერნატორი სამაგიეროს გვიხდის, შარშან რომ მისი ნაქები ტყვიავის გუნდი დავამარცხეთ ფინალში... მოედნის, ბუცების, ბურთების გარეშე მაინც ვივარჯიშებთ და კიდევ გავიმარვებთ. 23 აგვისტოს გუბერნატორის მშობლიური სოფლის გუნდის დამარცხების ერთი წლისთავს ავღნიშნავთ." - ამბობენ გორის რაიონის სოფელ ქვახვრელის ახალგაზრდები.
2007-08-20
დაგვას სკოლის პედაგოგები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლაში პედაგოგთა და სამეურვეო საბჭოს წევრები ორ ბანაკად გაიყვნენ. დაპირისპირების მიზეზი სკოლაში გახსნილი კომპიუტერული სწავლების ფასიანი კურსები გახდა.
2007-08-18
"ნადირობა" სოციალურად დაუცველებზე
10 აგვისტოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმერეთს ახალი ამბით ეწვივნენ. ქვეყანაში და უშუალოდ, იმერეთის რეგიონში სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობისთვის ვაუჩერიზაციის საპილოტე პროგრამა დაიწყო. ერთი შეხედვით ეს, არცთუ ურიგო ამბავი ზუსტად 15 დღის შემდეგ დიდ უსიამოვნებაში გადაიზარდა და განხეთქილების საგნად იქცა.
2007-08-15
„თქვენთან ტერაქტი არ მომხდარა“ - არწმუნებენ გორის პოლიციის გვერდით მცხოვრებ ოჯახებს
"აფეთქება ისეთი ძლიერი იყო, ქუჩაში მდგარი მანქანები ჩვენს ეზოში გადმოყარა. მიწა დამსხვრეული მინით იყო დაფარული. სახლს შიფერი აღარ შერჩა. 500 მეტრის მოშორებით მდგარი თეატრის ჭერიც კი დააზიანა და ჩვენ რას გვიზამდა? რემონტი იმ წელს გავაკეთეთ, არც წყალი ჩამოგვდიოდა, ახლა სამივე ოთახში და აბაზანაში წყალი წვეთავს. გარეთ რომ გაწვიმდება ჩემს გულზეც წვიმს. ჩემი ქმარი, აქვე ჯიხური გვაქვს და, იქ იჯდა, ნაცნობს გამოუვლია და გარეთ გამოსულა შემთხვევით, თორემ, შიგნით რომ ყოფილიყო აუცილებლად მოკვდებოდა“, - ამბობს გორში მცხოვრელი ჟუჟუნა ცარციძე და ცდილობს ზუსტად გაიხსენოს ტერაქტის დღე, 2005 წლის 1 თებერვალი...
2007-08-15
გორის სკოლების სამეურვეო საბჭოებს " შავი დღე" უთენდებათ
,,7 ივლისს სამეურვეო საბჭოს წევრებმა ჩვენი სიხარული გაანადგურეს და ჩვენს ბავშვურ იმედებს ფრთები შეაკვეცეს თავიანთი მოქმედებით. ვიდექით ცრემლიანი თვალებით და ვერაფერი მოგვეფიქრებინა. ერთი მოსწავლის, ინგა ეგაძის ხმის გადასაწყვეტი ნუ გახდება გიული მასწავლებლის ბედი. დაგვეხმარეთ, რომ ჩვენი უფლებები დაირღვეს და სკოლას მართავდეს არა უკანონოდ, რევოლუციით მოსული დირექტორი, არამედ ჩვენი საყვარელი გიული მასწავლებელი", – ეს არის ამონარიდი წერილიდან, რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ გორის რაიონის სოფელ ფხვენისის სკოლის მოსწავლეებმა გაუგზავნეს (სტილი დაცულია).
2007-08-14
გორიდან ქურთამდე...
გორიდან ხეობაში ჩასასვლელად მიკროავტობუსით ტირძნისმდე უნდა იმგზავრო, შემდეგ ჩაჯდები ავტობუსში, რომელიც დიდი ლიახვის ხეობისკენ შეუდგება დამღლელ გზას.
2007-08-13
ხილაძეები უკანონოდ დანგრეული სახლის კომპენსაციას ამაოდ ელიან
ვარდო ხილაძეს, ხუთ წელზე მეტია, რაც საცხოვრებელი სახლი მისმა ყოფილმა მფლობელმა, ჯემალ შავაძემ დაუნგრია. მას შემდეგ დაზარალებული სასამართლოსა და სამართალდამცავების მეშვეობით ზარალის ანაზღაურებას ამაოდ ცდილობს. პროკურატურამ შავაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე მოულოდნელად, საეჭვო გადაწყვეტილებით შეწყვიტა.
2007-08-10
გაძვირებული ცხოვრება
ფქვილის ფასი დღითიდღე იზრდება, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა ხორბალს ვერ თესავს, ამიტომაც ადგილობრივების უმეტეს ნაწილს ფქვილის ყიდვა უწევს. გაძვირებული ცხოვრება გლეხსა და ქალაქელს ამ შემთხვევაში ერთნაირად აწუხებს. მეწარმეები პურის ღირებულების შენარჩუნებას ვეღარ ახერხებენ.
2007-08-08
გორის უნივერსიტეტში დენთის სუნი დგას
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უყურადღებობის გამო უჩივიან. უნივერსიტეტის რექტორი კლარა ელჩიბეგაშვილი „ადამიანის უფლებათა ცენტრთან" საუბარში აცხადებს, რომ სტუდენტების უფლებები არ ირღვევა და სტუდენტებს საპრეტენზიო არაფერი აქვთ.
2007-08-06
დავა მიწაზე - ხელვაჩაურელ ტარიელაშვილებს ბათუმის მერიამ მიწა გაუყიდა
ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ანგისას მცხოვრები ნევრესტან ტარიელაშვილი ბათუმის მერიას მიწის ნაკვეთზე ედავება. მერიამ მიწა გასულ წელს გაყიდა და ფირმა „ედელვაისს“ ჩააბარა მშენებლობის წამოსაწყებად. აღმოჩნდა, რომ ტარიელაშვილების ოჯახი ამ ნაკვეთზე მიწის გადასახადს 2003 წლამდე სულ ტყუილად იხდიდა.
2007-08-03
მახინჯაურის ახლადგახსნილ სამკერვალო ფაბრიკას მკერავები ტოვებენ
ორიოდე თვის წინ, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ საზეიმოდ გახსნილ მახინჯაურის სამკერვალო ფაბრიკაში დასაქმებული მკერავების უმეტესობა სამუშაოს მიტოვებას აპირებს.
2007-08-03
გონიოელებს მშენებლობის უფლებას უზღუდავენ
ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გონიოს ზღვისპირა ზოლში მცხოვრებმა შაქრო და მერი ქოქოლაძეებმა სასტუმრო სახლის აშენება რამდენიმე წლის წინ დაიწყეს. ამჟამად ეზოში ორსართულიანი, კეთილმოწყობილი შენობა უდგათ, რომელსაც სახურავი ჯერ არა აქვს. “ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს სახლს რამდენიმე სართული დავაშენოთ. შესაბამისი პროექტიც მოვამზადეთ, მაგრამ გაურკვეველი მიზეზებით გამგეობამ მშენებლობა სექტემბრამდე შეგვაჩერებინა. ამიტომაც იძულებულები ვართ, სექტემბერს დაველოდოთ’’, - აცხადებს მერი ქოქოლაძე.
2007-08-02
უფლისციხეში ტურისტები სიბნელეში ,,იკარგებიან’’
უფლისციხეში ტურისტების ბუმია. სიცხის გამო მათ უმრავლესობას ძეგლის მონახულება საღამოს საათებში ურჩევნია, მაგრამ ისტორიული ძეგლის მიმდებარე ტერიტორია ჩაბნელებულია. სად წავიდა ჯერ კიდევ შემოდგომაზე თბილისიდან გორში ჩატანილი 80 ლამპიონი, არავინ იცის. კითხვები ზაფხულის დადგომის და ტურისტების მომრავლებული ვიზიტების შემდეგ გაჩნდა, როდესაც ტურისტებს ძეგლის დათვალიერების პრობლემა შეექმნათ.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები?
ირღვევა არ ირღვევა არა ვარ ინფორმირებული მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არჩვენებს 2003 წლიდან ვაკვირდები. არც ერთი არჩევნები არ გამომიტოვებია, რასაც ვერ ვიტყოდი ჩემი საარჩევნო ხმის უფლების გამოყენებაზე - ყველა არჩევნებზე, იმის გამო რომ
ვრცლად...
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
პირველად დამკვირვებლის სტატუსით
არქივი
    

რედაქტორის აზრი

პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
ბოლო ხანს მედიაში ერთ-ერთი აქტუალური თემაა პატიმართა პროტესტი გეგუთის კოლონიაში. ასობით პატიმარი პროტესტის სხვადასხვა ზომებს მიმართავს და კოლონიის დირექტორის გადაყენებას მოითხოვს. ისინი საპატიმროს
ვრცლად...
შემოდგომის ბუზი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC