10:08, Tuesday, 19.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სხვა

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2013-08-26
ღია კარის დღე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის
 
1 ივნისიდან თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში მოქმედებს უფასო იურიდიული დახმარების ცენტრი, სადაც  სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, დევნილებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, პენსიონერებს, მსჯავრდებულებს და სხვა დახურულ ინსტიტუციებში მყოფ ადამიანებს,  სახლის წევრი ორგანიზაციების - „კონსტიტუციის 42-ე მუხლისა“ და ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები უფასო იურიდიულ დამხარებას უწევენ. 

2013-08-22
ურეკი - სტიქიის ზონა
18 აგვისტოს დილის 6 საათზე დაწყებულმა გადაუღებელმა წვიმებმა დატბორა კურორტ ურეკის ცალკეული უბნები: მესხის ქუჩა, დუმბაძის ქუჩა, ე.წ პოლიციის ქუჩა. ძლიერმა უამინდობამ ასევე გამოიწვია ყოფილი მეურნეობის ბინების მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყერი.
2013-08-21
ღია კარის დღე სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში
23 აგვისტოს 12:00 საათზე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში „კონსტიტუციის 42-ე მუხლისა“ და ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები მოაწყობენ ღია კარის დღეს სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის. 
2013-08-20
აქცია ბათუმში მსხვილფეხა პირუტყვის მონაწილეობით
ნინოწმინდის სოფელ გორელოვკიდან აჭარაში ეკომიგრანტების მორიგი ჯგუფი დაბრუნდა. ექვსი ოჯახი აჭარის მთავრობის სახლთან პრობლემის მოგვარებას უშედეგოდ ითხოვდა. ეკომიგრანტებმა აქციის უჩვეულო ფორმასაც მიმართეს - მთავრობის სახლთან სატვირთო მანაქანით ის პირუტყვი მიიყვანეს, რომელთა გამოკვებისათვის საჭირო საძოვრები არა აქვთ. 
2013-08-15
„დენსუსის“ კვლევას „საია“ არ ეთანხმება
2011  წლის  26  მაისის  მოვლენებთან  დაკავშირებით აშშ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის  დაკვეთით,  კომპანია  „დენსუსმა“ დასკვნა  მოამზადა.  მ კვლევის შედეგების მიხედვით, პოლიციის მხრიდან 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლა  პროპორციული ძალის გამოყენებით მოხდა, მომიტინგეები კი, ფარებითა და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომლემაც 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელი კვლევა გამოაქვეყნა, „დენსუსის“ კვლევის რამდენიმე ასპექტს არ ეთანხმება. 
2013-08-14
21 წელი აფხაზეთის ომის შემდეგ
1992  წლის  14 აგვისტოს აფხაზეთში  ომი დაიწყო.  21 წლის  წინ დაწყებული საომარი მოქმდებების  ძირითადი ფაზა  13 თვე  და  13 დღე გაგრძელდა და  1993  წლის  27  სექტმებერს  სოხუმის  დაცემით დასრულდა. აფხაზეთის ომის  შედეგად  აღნიშნული ტერიტორიის დატოვება 300 000-მდე ადამიანს  მოუწია. საომარ  მოქმედებებს ჯარისკაცებისა  და მშვიდობიანი მოხალისეების  სახით 10 00-მდე ადამიანი შეეწირა. 
2013-08-13
,,არალეგალური მიგრაციიდან ლეგალურამდე“ - გორში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
ღია კარის სავიზო პოლიტიკის საფრთხეები და  მისი ეკონომიკური მნიშვნელობა, როგორ უნდა იყოს დაცული ქვეყნის უსაფრთხოება სავიზო რეჟიმიდან გამომდინარე,  ისე რომ ინვესტორებს ქვეყანაში საქმიანობისთვის ზედმეტი ბარიერი არ შეექმნათ? ეს ერთ-ერთი მათავარი კითხვაა რომელზეც კანონმდებლებს უახლოეს მომავალში პარტნიორ არსამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მოუწვთ მუშაობა და ამდროისთვის არსებული ლიბერალური სავიზო პოლიტიკის გადახედვა. ამ საკითხზე მომზადებული პროექტის პრეზენტაცია გორში გაიმართა. 
2013-08-13
კულტურული მემკვიდრეობა, რომელზეც უარს ვამბობთ - დაბა საყდრისის უძველესი საბადო
ბოლნისის რაიონ დაბა საყდრისში მდებარე ძვ.წელთაღიცხვის 3030-2918 წლების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წელს სტატუსი მოუხსნეს. კულტურის სამინისტროს მიერ შექმნილმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ თავდაპირველად აღნიშნული ძეგლისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი დაუსაბუთებლად იქნა გაცემული.
2013-08-12
უოტერსი და ტაქსიმი
კარგი  მოვლენები  დაუგეგმავად  ხდება. იანვრის  ჩვეულებრივი საღამო  რომ არა  და  შემთხვევით  სოციალურ  ქსელ facebook-ში აღმოჩენილი ჯგუფი - „ქართველები როჯერ უოტერსის  ლაივზე  - სტამბულში“, ახლა არც ამ ბლოგს დავწერდი, არც მსოფლიოს საუკეთესო  შოუს დავესწრებოდი, ტაქსიმის აქციების  დარბევაშიც არ  მოვხდებოდი  და  არც  განუწყვეტლივ ვიფიქრებდი, სად ვიყავი. 
2013-08-08
„ლევადა ცენტრის“ კვლევა საქართველოს მიმართ საზოგადოებრივი განწყობების შესახებ რუსეთში
რუსული საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის  „ლევადას“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა ნახევარზე ოდნავ ნაკლები რუსეთში აცხადებს, რომ მათ დადებითი დამოკიდებულება აქვთ საქართველოს მიმართ და 49% მიიჩნევს, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებამ რუსეთს არც სარგებელი მოუტანა და არც ზიანი.
2013-08-08
აგვისტოს ომი - შეფასებები ხუთი წლის შემდეგ
2008  წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს  ომიდან ხუთი წელი გავიდა. ორ  ქვეყანას  შორის  განვითარებულ მოვლენებსა და ურთიერთობის პერსპექტივებს  ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან. 
[1] 2
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC