მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
რეკომენდაციები პრემიერმინისტრს უწყებების გამჭვირვალობის შესახებ
11 თებერვალი, 2013
თვრამეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ღია მმართველობის“ (Open Government Partnership) სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით საკუთარი რეკომენდაციები პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილს 5 თებერვალს წარუდგინა.
შსს: თუ უგულავა არ გამოცხადდება ჩვენების მისაცემად, მის მიმართ იძულების ღონისძიებები გატარდება
11 თებერვალი, 2013
შინაგან საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს თბილისის მერს გიგი უგულავას, რომ თუ ის ჩვენების მისაცემად არ გამოცხადდება, „მისი უმოქმედობა მიჩნეული იქნება, როგორც მოწმის მიერ ჩვენებაზე უარის თქმა და მის მიმართ გატარდება საპროცესო კანონით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები“.
პროფკავშირების შენიშვნები შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით
11 თებერვალი, 2013
„საქართველოს გაერთიანებულმა პროფკავშირებმა“ არასამთავრობო სექტორს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ შენიშვნებისა და რეკომენდაციების პაკეტი წარუდგინა.
„მთელი ეს წლები ცისკარასავით სულ წყლის ძებნაში ვიყავით“ - უწყლობის პრობლემა დიდი ლიახვის ხეობაში
8 თებერვალი, 2013
დიდი ლიახვის ხეობის ქვემო წელის ქართული სოფლების უმთავრესი პრობლემა, წყლით მომარაგების საკითხი, ორი წლის წინ თითქოს გადაწყდა. თუმცა, სოფელ ზემო ნიქოზთან ევროკავშირის დაფინანსებით მოწყობილი წყლის გამანაწილებელი სისტემით მხოლოდ სამი ქართული სოფელი (ისიც არასრულად) სარგებლობს. დანარჩენ სოფლებს კი, სარწყავი წყლის პრობლემა კვლავაც აქვთ. თუმცა, ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ ეს პრობლემა უახლოეს მომავალში მათთვის სასარგებლოდ გადაწყდება.
გია თორთლაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
8 თებერვალი, 2013
წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატის, „დეოკუპაციის ცენტრის“ ხელმძღვანელის, გია თორთლაძის წინააღმდეგ სახელმწიფო ქონების გასხვისების საქმესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ განცხადება საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა 7 თებერვალს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.
არაკეთილსინდისიერ მომხმარებელთა ფოტოები „გუდვილში“ - ირღვევა თუ არა მათი უფლებები
8 თებერვალი, 2013
„ჩემი ინფორმაციით, თბილისის რამდენიმე სუპერმარკეტში იმ მოქალაქეთა ფოტოებია გამოკრული, რომლებმაც სხვადასხვა დროს სუპერმარკეტიდან პროდუქტები მოიპარეს. მე მგონია, რომ ეს არაკორექტულია... მაინტერესებს თქვენი, როგორც უფლებადამცველი ორგანიზაციის აზრი ამასთან დაკავშირებით“, - ამ შინაარსის წერილი ერთ-ერთი მოქალაქისგან რამდენიმე დღის წინ მივიღეთ ადამიანის უფლებათა ცენტრის ელ-ფოსტაზე.
ივანიშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებებზე ნაციონალურ მოძრაობასთან „არავითარ ვაჭრობაში არ შევალთ“
7 თებერვალი, 2013
პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი კოალიცია დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობასთან „ვაჭრობას“ არ აპირებს.
დაცულია თუ არა სატელეკომუნიკაციო კომპანიებში მომხმარებელთა მონაცემები?
7 თებერვალი, 2013
სატელეკომუნიკაციო კომპანიების მფლობელობის გამჭვირვალობა და ამ მომხმარებლების მონაცემთა დაცულობა - ის ორი საკითხია, რომელიც “ინტერნეტის თავისუფლების შესახებ” დისკუსიის დროს გამოიკვეთა.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტზე
6 თებერვალი, 2013
ვენეციის კომისიამ შესაძლოა საქართველოში მეკავშირე ოფიცერი დანიშნოს, ეს იმ ფონზე, როცა ქვეყნის ახალი ხელისუფლება კონსტიტუციის გადახედვის პროცესის დაწყებას გეგმავს.
რა ბედი ეწია „გურიის აღორძინების ფონდს“
6 თებერვალი, 2013
2011 წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გურიაში სტუმრობის დროს მოსახლეობასთან შეხვედრაზე „გურიის აღორძინების ფონდის“ შექმნის შესახებ განაცხადა და მის ხელმძღვანელად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი დაასახელა.
ხონში „ქართული ოცნების“ რაიონული ყრილობა ჩაიშალა
4 თებერვალი, 2013
28 იანვარს ხონში „ქართული ოცნების“ რაიონული ყრილობა უნდა ჩატარებულიყო, სადაც პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარის არჩევა იგეგმებოდა. თუმცა ყრილობა ჩაიშალა.
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის ცვლილებამ ხმაური გამოიწვია
4 თებერვალი, 2013
აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ 29 იანვარს მიღებულ იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც უსკო-ს (უმაღლესი საარჩევნო კომისიის) დაკომპლექტების წესი იცვლება. არასამთავრობოები ამ ცვლილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თხოვენ, რომ ნაჩქარევად მიღებულ ცვლილებას ხელი არ მოაწეროს.
საია ქარელის მუნიციპალიტეტიდან ორი საჯარო მოხელის გათავისუფლებას ეხმაურება
1 თებერვალი, 2013
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მონიტორინგს უწევს ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში მიმდინარე მოვლენებს. პრობლემების ერთი ჯგუფი, რაც ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით შეიქმნა, მუნიციპალიტეტებში მომუშავე პირთა სამსახურიდან გათავისუფლებას უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რიგ შემთხვევებში გათავისუფლების საფუძველი პირადი განცხადებებია, თუმცა შესწავლას საჭიროებს მსგავსი განცხადებები გათავისუფლებულმა პირებმა თავიანთი ნამდვილი ნების შესაბამისად დაწერეს თუ ზემდგომი თანამდებობის პირთა ფსიქოლოგიური ზეწოლის ან სხვა სახის უკანონო ქმედებათა შედეგად.
კიდევ სამი გამამტყუნებელი განაჩენი ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ
1 თებერვალი, 2013
ევროსასამართლომ სამ საქმეზე საქართველოს წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ეს საქმეებია: „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“, „ჯელაძე საქართველოს წინააღმდეგ“ და „ბაისუევი და ანზოროვი საქართველოს წინააღმდეგ“. მათგან პირველი ორის შემთხვევაში, ევროსასამართლომ დაადგინა ევროკონვენციის მესამე მუხლის დარღვევა (წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა), ხოლო მესამეს შემთხვევაში, დადგინდა ევროკონვენციის მეხუთე მუხლის მეორე ნაწილის (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) დარღვევა. სამივე საქმე ევროსასამართლოში თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი წევრი ორგანიზაციის, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენლობით შევიდა.
სპორტის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ სამსახურიდან სქესის გამო გაათავისუფლეს
1 თებერვალი, 2013
„თანამდებობის დატოვება იმ არგუმენტით მომთხოვეს, რომ სსიპ-ის ხელმძღვანელად ქალი არ შეიძლება იყოს“, - ამბობს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი თათია ელიაძე.
„გურიის“ სტადიონის რეკონსტრუქცია შეჩერებულია, მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნები კი, დაკითხვაზე დაიბარეს
1 თებერვალი, 2013
2012 წლის ზაფხულში გურიაში სტუმრად მყოფმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელი გურიის აღორძინების წელი იქნებოდა. აღორძინება კი ლანჩხუთში საფეხბურთო კლუბ „გურიის“ სტადიონის სრული რეკონსტრუქციით უნდა დაწყებულიყო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილიც ამბობდა, რომ ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქცია უახლოეს პერიოდში დაიწყებოდა და 22 ათას გულშემატკივარზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების სტადიონი გაკეთდებოდა.
Human Rights Watch: საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა დაცვა პრიორიტეტად უნდა გამოაცხადოს
1 თებერვალი, 2013
საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ თავი უნდა აარიდოს შერჩევითი სამართლის გამოყენებას, გააძლიეროს სასამართლოს დამოუკიდებლობა და გაზარდოს გამჭვირვალეობა. ამის შესახებ ნათქვამია 31 იანვარს გამოქვეყნებულ 2013 წლის მსოფლიო ანგარიშში.
ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო
1 თებერვალი, 2013
ჭიდაობის ფედერაციაში 30 იანვარს მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ, ფედერაციის ვიცე პრეზიდენტ თემურ ყაზარაშვილსა და ვეტერან მოჭიდავეს, რაიდ აბრამიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, გამოძიება დაიწყო. შსს–ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე სსკ–ის 120–ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.