01:32, Friday, 25.04.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2008-03-17
საქართველოში მომხმარებლის უფლებებს აღარავინ იცავს
„დღევანდელი მოტანილია, დარდი ნუ გაქვთ“, - თუ თბილისის რომელიმე ბაზარში, ანტისანიტარულ პირობებში გასაყიდად გამოტანილი გაუგებარი წარმოშობის ძეხვი გამყიდველმა ასე დაგიხასიათად, ჯობს რჩევას ნუ ენდობით და ნუ იყიდით. მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღეს, 15 მარტს კავშირი „21-ე საუკუნე“ მორიგი კვლევით გამოეხმაურა და სწორედ იმ ვითარებაზე გააკეთა აქცენტი, რაც ამ სფეროში საქართველოში ხდება.

2008-03-17
ნინო ბურჯანაძე - გაბათილებული არჩევნების მაჟორიტარი
ხელისუფლებას ამომრჩეველი მხოლოდ არჩევნების დროს რომ ახსენდება, ეს ცხადია. ის ქალბატონი საერთოდ არ კითხულობს, რა გვიჭირს და გვილხინს. არადა, წინასაარჩევნოდ რას არ გვპირდებოდა. შევარცხვინე მე მაგის  ქუთაისელობაც და ქართველობაც“, - ეს მცირე ამონარიდია 74 წლის ნათელა გორგაძის ბლიც-ინტერვიუდან. პათოსი ქუთაისელთა საერთო განწყობისგან თითქმის არაფრით განსხვავდება. „ის ქალბატონი“ კი, მის მიერ არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ბურჯანაძეა.

2008-03-14
რას ცვლის საკონსტიტუციო ცვლილება?
აფხაზეთის მაჟორიტარებისთვის პარლამენტში  ადგილები აღარ რჩება

152 მომხრე, 2 წინააღმდეგი. ასეთი შედეგით მიიღეს საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც პარლამენტში მაჟორიტარების რაოდენობის გაზრდას ითვალისწინებდა. ამ ცვლილებას ოპოზიცია ჯერ კიდევ მიღებამდე აპროტესტებდა.

2008-03-14
პოლიციამ პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების" მხარდამჭერთა სიები გაიტაცა
პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების" 30 000 მხარდამჭერთა სია 9 მარტს ზუგდიდი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალიდან გაქრა. თბილისის მიმართულებით მიმავალი სამარშრუტო ტაქსის მძღოლი აბაშის რაიონთან ორმა პირმა გააჩერა და დოკუმენტები იძულებით გამოსტაცა. "თავისუფლების" რეგიონალურმა წამომადგენლებმა აბაშის პოლიციის განყოფილებას საჩივრით უკვე მიმართეს.
2008-03-13
ბიუჯეტი ნარკოტიკების მომხმარებელთა ხარჯზე იზრდება
წელს სასამართლოს მიერ ნარკოტიკის მომხმარებლების მიმართ დაკისრებული ჯარიმების რაოდენობამ 14 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ ორი მუხლით დაკისრებულ ჯარიმებზე. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სასამართლოების მიერ ჯარიმების ასეთი მასშტაბით დაკისრება პირდაპირი დაკვეთაა. შეღავათები, რომლებსაც ნარკოტიკებთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს, ნარკოტიკების შესახებ  კანონპროექტიდან ამოღებულია. ის ჯარიმების გაოთხმაგებას ითვალისწინებს.
2008-03-13
"შეფერხებული" დაპირებული ვაუჩერი
"სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში, ოჯახები 100 ათასამდე სარეიტინგო ქულის დაგროვების შემთხვევაში, ყოველი შვილის გაჩენისას 1000-ლარიან ვაუჩერს იღებენ. თუმცა, მათი განაღდება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

2008-03-12
არც ერთი გამამართლებელი განაჩენი
აჭარაში არსებულ სასამართლოებში, ბოლო ორი წლის მანძილზე არც ერთი გამამართლებელი განაჩენი არ დამდგარა. სტატისტიკის მიხედვით კი, თანდათან მატულობს საპროცესო შეთანხმებათა ოდენობა. „სასამართლოში გამართლებული არავინ მინახავს. უსამართლო ქვეყანაში რა სამართალზე უნდა ისაუბრო“, - ასეთია ბათუმელთა დამოკიდებულება და შეფასება სასამართლოსადმი.

2008-03-12
ტრეფიკინგი თუ ოჯახური ტრაგედია?
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის  საქმეთა პალატა ერთ ოჯახურ  ტრაგედიად ქცეულ პროცესს იხილავს. საქმე ახალდაბადებულის შვილება-გაშვილებას ეხება. მართლმსაჯულება ცდილობს დაადგინოს, მიანიჭოს თუ არა საქმეს ტრეფიკინგის კვალიფიკაცია.

2008-03-12
კანონპროექტი ნარკოტიკების შესახებ: წინ გადადგმული ნაბიჯი თუ ხელისუფლების წინასაარჩევნო PR კამპანია?
ვისთვის ან  რისთვის იქმნება კანონპროექტი?

საქართველოში, სავარაუდოდ, 250 ათასი ნარკოტიკზე დამოკიდებული პირი ცხოვრობს. ექსპერტების აზრით, კანონი, რომელიც დღეს მოქმედებს, მხოლოდ დასჯაზეა ორიენტირებული და შეცვლას საჭიროებს. თუმცა კანონპროექტზე, რომელსაც ამჟამად პარლამენტის სხვადასხვა კომოტეტში განიხილავენ, შეთანხმება უჭირთ. ვინ არის დაინტერესებული მომხმარებლის „ბარიგად“  „გასაღებაში“?   რატომ არის მიუღებელი კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის?  და საერთოდ, რას ცვლის კანონპროექტი?

2008-03-11
მოდერატორები შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერნეტცენზურაში ადანაშაულებენ
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 12 მარტს ინტერნეტში სიტყვის თავისუფლების დაცვის დღედ აცხადებს. დაცვა თავისუფალ სიტყვას უკვე ელექტრონულ სივრცეშიც სჭირდება. ნოემბრის მოვლენების შემდეგ შეუნიღბავი თვალითაც აშკარა იყო, რომ ინტერნეტ-ფორუმებზე ოპოზიციური აზრი იდევნებოდა. ერთმანეთის მიყოლებით ქრებოდა 7 ნოემბრის ამსახველი ჩანაწერები. ინტერნეტ ცენზურაზე წერდა ცოტა ხნის წინ გაზეთი „ბასტა“. სტატიას ამავე გაზეთიდან ჩვენს მკითხველსაც ვთავაზობთ.

2008-03-11
„სტრასბურგში ჩასვლა რომ დამჭირდეს, მიწას არავის დავუთმობ“
"გადაცემისა და სანაცვლოდ გადაცემის" შესახებ დავა გრძელდება

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის #16 ა-ში მდებარე შპს "შერემეთს" ბათუმის მერია ტერიტორიას ედავება. ბათუმის მერიამ, ის დადგენილება სცნო ბათილად, რომლის თანახმადაც, "შერემეთმა" სხვა ფართის სანაცვლოდ, აღნიშნულ მისამართზე 277 კვ/მეტრი არასასოფლო დანიშნულების ფართი მიიღო.

2008-03-11
საქართველოს მოქალაქე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ
რუსული პოლიციის თანამშრომლებმა, ოთხი შვილის დედა, 31 წლის ლია შიოშვილი, 2006 წლის 20 ოქტომბერს, ქალაქ რუზაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს ისე, რომ არავისთვის შეუტყობინებიათ, 8 თვის ფეხმძიმე  ქალბატონი, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, პოლიციის რაიონული განყოფილების წინასწარი დაკავების იზოლატორში გამოკეტეს.

2008-03-11
დასაქმებულ ქალთა აქცია
8 მარტს, ბათუმელმა ქალებმა შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანისა და დასაქმებულ ქალთა უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია გამართეს. აჭარის პროფკავშირის წარმომადგენლებმა კი საქართველოს პრეზიდენტს სპეციალური მიმართვა გაუგზავნეს კოდექსში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით.
2008-03-11
ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვთა სკოლა–პანსიონის აღსაზრდელები უწყლობით იტანჯებიან
ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა გურჯაანის სკოლა-პანსიონი, საქართველოში, ამ ტიპის ერთადერთი სახელმწიფო დაწესებულებაა. სკოლას 100-მდე ცერებრალური დამბლით დაავადებული აღსაზრდელი ჰყავს. უკვე მეშვიდე თვეა, პანსიონი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი, რაც ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვების ჯანმრთელობას, კიდევ უფრო აუარესებს.
2008-03-11
დავიწყებული დეპორტირებულები
შარშან, „დიდი დეპორტაციის“ დროს რუსეთიდან გამოძევებული ნატო შავშიშვილის ოჯახი დღეს ვარკეთილში ცხოვრობს. ქალს, რომელსაც მაშინ დამბლა დაემართა და სომხეთის გავლით სამშობლოში უმძიმეს მდგომარეობაში დაბრუნდა, ცხოვრების აწყობა ძალიან გაუჭირდა. ინდმეწარმეობამ და პატარა მაღაზიის გახსნამ უფრო მეტი პრობლემა და თავისტკივილი გაუჩინა, ვიდრე პირიქით.  უკეთეს მდგომარეობაში არც დანარჩენი დეპორტირებულები არიან.
2008-03-10
როგორ მიჰყავთ გორიდან თურქეთში სამუშაოს მაძიებლები
"24 დღე სტამბულში ვიყავით  გამომწყვდეულები. ერთ ადგილას ვიმუშავე დაახლოებით 2-3 დღე, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ვიყავით დაახლოებით 10 კაცი და გვაჭმევდნენ მხოლოდ დღეში ერთხელ და ეს საკვები იყო მხოლოდ ერთი პური, რომელიც 10 კაცზე ნაწილდებოდა. თვითონ მთელი დღე იკარგებოდა. პასპორტები ჩამორთმეული გვქონდა. ნინო გელაშვილი და კიდევ ერთი ქალი, რომელსაც ლელა ერქვა, წამოსვლისას გვემუქრებოდნენ, ამ პასპორტებს დაგიხევთ და აბა, როგორ წახვალთ, გნახავო..."
2008-03-08
პოლიციის უფროსის მოადგილეს მოქალაქის ცემაში ადანაშაულებენ
ოქალაქე გელა კუტიბაშვილი, სიღნაღის პოლიციის უფროსის მოადგილეს ოთარ დიღმელაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. ცემის შედეგად კუტიბაშვილმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. მოტეხილი აქვს 8 კბილი, აღენიშნება - ტუჩზე ნახეთქი ჭრილობა და ქვედა ყბის ძვლის მოტეხილობა. დაზარალების მიუხედავად, სამართალდამცავებმა, დაუმორჩილებლობის მიზეზით, ის მაინც დააკავეს. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულს 7 დღე – ღამით პატიმრობა მიუსაჯა. 6 მარტს, საღამოს, დაკავებულთან შესული ადვოკატი, რაიონული პროკურორის დავალებით, სამართალდამცავებმა გარეთ გამოაძევეს.
2008-03-08
გორის საკრებულოს გაუგებარი ბიუჯეტი
შიდა ქართლის რწმუნებული ვლადიმერ ვარძელაშვილი დიდი ხანია იაპონური გრანტით ტრაბახობს და დღემდე ვერ მოუძებნია გზა, თუ რაში დახარჯოს იგი „ეფექტურად“. ერთი თვის წინ გუბერნატორი  არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. შეხვედრა   პრესისთვის დახურული იყო, თუმცა ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ინფორმაცია მაინც მოიპოვა.
 
2008-03-08
პრობაციის ბიურო - უფუნქციო სამსახური
ქუთაისში, სადგურის მოედნის №3-ში არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის იმერეთის ბიუროა განთავსებული. ამ მისამართზე ისეთი ხალვათობაა, რომელიც მსგავსი ტიპის არც ერთ ორგანოს, არც ერთ ქვეყანაში არ ახასიათებს. მოქალაქეეთა უმეტესობამ არ იცის, რას ნიშნავს და რას ემსახურება აღნიშნული სამსახური.
2008-03-06
5 წელი ციხე ნაგავსაყრელზე ჯართის პოვნისათვის
I ჯგუფის ინვალიდს, 38 წლის თამაზ ნადირაშვილს, ნაგავსაყრელზე ჯართის პოვნისათვის, გურჯაანის სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რაიონული სასამართლოს განაჩენი უცვლელი დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც. შრომისუუნარო ინვალიდი, რომელიც სასჯელს თბილისის #5 საპყრობილეში იხდის, შეწყალებას საქართველოს პრეზიდენტს სთხოვს. პატიმარს ორი ბავშვი ჰყავს, 15 წლის გოგონა და 6 წლის ბიჭი. ორივე მათგანი ეპილეფსიის მძიმე ფორმით არის დაავადებული.
1 [2] 3
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები?
ირღვევა არ ირღვევა არა ვარ ინფორმირებული მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არჩვენებს 2003 წლიდან ვაკვირდები. არც ერთი არჩევნები არ გამომიტოვებია, რასაც ვერ ვიტყოდი ჩემი საარჩევნო ხმის უფლების გამოყენებაზე - ყველა არჩევნებზე, იმის გამო რომ
ვრცლად...
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
პირველად დამკვირვებლის სტატუსით
არქივი
    

რედაქტორის აზრი

პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
ბოლო ხანს მედიაში ერთ-ერთი აქტუალური თემაა პატიმართა პროტესტი გეგუთის კოლონიაში. ასობით პატიმარი პროტესტის სხვადასხვა ზომებს მიმართავს და კოლონიის დირექტორის გადაყენებას მოითხოვს. ისინი საპატიმროს
ვრცლად...
შემოდგომის ბუზი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC