სტატია
26 დეკემბერი, 2008
,,წამების პრევენცია-საერთაშორისო კანონმდებლობის იმპლემენტაციის საკითხები” - ეს ის თემაა, რომელიც ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა” და ,,წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა” სამართალდამცავებთან ერთად ზუგდიდში განიხილა. სემინარის მუშაობაში ევროკავშირის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტები პოლიციის, პროკურატურისა და სასამართლოს თანამშრომლებს საქართველოს კანონმდებლობასთან ერთად იმ საერთაშორისო დოკუმენტების მნიშვნელობას აცნობდნენ, რომლის რეალიზებაც ამ სტრუქტურებში აუცილებლობას წარმოადგენს.
23 დეკემბერი, 2008
გელა მთივლიშვილი, გურჯაანი
ოფიციალური ინფორმაციით, კახეთში, მუნიციპალიტეტების
ბიუჯეტებიდან ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაწეული საქმიანობის
გასაშუქებლად ყოველწლიურად 350 ათასამდე ლარი იხარჯება. გარდა იმისა, რომ
ამ თანხიდან ფინანსდებიან გამგეობასთან არსებული რაიონული გაზეთები,
,,საინფორმაციო – სარეკლამო მომსახურებისათვის“ თანხის მნიშვნელოვან
ნაწილს იღებენ დამოუკიდებელი ელექტრონული და ბეჭდვითი მედიასაშუალებებიც.
დამატებით, ე.წ ,,სხვა“, კულტურის და გამგეობის ოფისის ხარჯებიდან
ფინანსდება ღონისძიებები, რომელიც მიზნად ასევე ადგილობრივი ხელისუფლების
პიარს ისახავს. მიუხედავად იმისა, რომ რაიონების პირველი პირები თითქმის
ყოველდღიურად ხვდებიან ტელეკომპანიების ეთერში თუ საგაზეთო გვერდებზე,
გამოკითხულთა 82 პროცენტზე მეტმა არ იცის, ვინ არის მისი რაიონის
გამგებელი.