მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ქვეყანა, სადაც პრეზიდენტის ბრძანებულებებიც არ სრულდება
30 აპრილი, 2009
დიდი და პატარა ლიახვის სოფლებიდან დევნილი მოსახლეობისთვის, ასევე ახლგორიდან გამოსახლებული ადამიანებისთვის საქართველოს მთავრობას ჯერ ოფიციალური სტატუსი არ მიუნიჭებია. ომის შემდეგ 8 თვე გავიდა, თუმცა დევნილებისთვის სტატუსის მინიჭება ჯერ ისევ ეჭვქვეშაა.
გორში ოქრუაშვილის პარტიის წევრებს ხელკეტებით უსწორდებიან
30 აპრილი, 2009
“მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის" გორის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი გიორგი მარტინენკო 25 აპრილს ღამით, სახლში მიმავალი ოთხმა დაუდგენელმა ნიღბიანმა პირმა სადარბაზოსთან ხელკეტებით სცემა. ნიღბიანებს მარტინენკოსთვის არ უთქვამთ, რას ითხოვდნენ მისგან ან რისი გულისთვის სცემდნენ. თავდამსხმელებმა ოქრუაშვილის პარტიის წევრზე ფიზიკური ანგარიშსწორება მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც მარტინენკოს ყვირილზე მეზობლები გარეთ გამოვიდნენ.
პრეზიდენტის ბრძანების შესრულებისთვის მამა და შვილი დაიჭირეს
28 აპრილი, 2009
„გასულ წელს, პატარკაციშვილის ოფისში არყის სმისას შემნიშნეს და ეს ინფორმაცია ლევან ვარშალომიძეს მიაწოდეს“.
დაღუპული ჯარისკაცის მეუღლე თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ
27 აპრილი, 2009
43 წლის ჯარისკაცი ჯუმბერ კვარიანთაშვილი, რომელიც ხონის ბატალიონში მსახურობდა, აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე დაიღუპა. ჯარისკაცის მეუღლე ლიანა გულიაშვილი აცხადებს, რომ კვარიანთაშვილმა ფეხის ტრავმა ვარჯიშის დროს მიიღო. მიღებული ტრავმის შემდეგ მან მკურნალობა გორის ჰოსპიტალში გაირა, თუმცა მისი მდგომარეობა გართულდა, რის შედეგადაც ჯარისკაცი გარდაიცვალა.
სოციალურად დაუცველ მოქალაქეს განცხადების უარყოფას აიძულებენ
24 აპრილი, 2009
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის განყოფილების უფროსს ლეილა მურაკაშვილს, სოციალურად დაუცველ მოქალაქეზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
პრეზიდენტის ბრძანება რომელსაც აჭარაში არ ითვალისწინებენ
23 აპრილი, 2009
120-ზე მეტ ოჯახს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიწის ნაკვეთებზე გაცემული საკუთრების უფლება გაუუქმდა. ფაქტი იმითაა საინტერესო, რომ საკუთრების უფლების გაუქმების თაობაზე მესაკუთრეებს თვეების შემდეგ ეცნობათ და მხოლოდ ადვოკატის ჩარევის შედეგად მიიღეს კომისიის წინა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის დადგენილება. ერთ-ერთი ყოფილი მესაკუთრის, ვერა ბეჟანიძის საქმეს ქობულეთის რაიონული სასამართლო განიხილავს.
სადახლოს მოსახლეობა „საზღვრისპირა სავაჭრო ცენტრის“ გახსნას ითხოვს
23 აპრილი, 2009
საქართველო-სომხეთის საზღვარის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ბაზრობის დახურვამ 5000.მდე ადამიანს შემოსავლის წყარო მოუსპო. დღეს ისინი ამ სადახლოს ბაზრის აღდგენას საჯაროდ მოითხოვენ, რადგან წლების მანძილზე, შესაბამის ინსტანციებში წერილობითმა თხოვნამ, შედეგი ვერ გამოიღო. მოსახლეობას ამ წერილების საპასუხო ბარათი უკან ჯერ არ დაბრუნებია. მათ თხოვნით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, ნინო ბურჯანაძეს (როცა ის ხელისუფლების სათავეში იმყოფებოდა) და სხვა კომპეტენტურ პირებს, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ბაზრის დახურვის მიზეზად, საზღვრის ტერიტორიაზე, სომხეთსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის, კონტრაბანდული საქონლის გაცვლა სახელდება.
გორის საპატრულო პოლიციის თვითნებობები
23 აპრილი, 2009
საპატრულო პოლიცია გორში საგზაო ნიშნებს საკუთარი ნება-სურვილით ამონტაჟებს, თანაც ისეთ ადგილებში, სადაც თვითონ სურს. ნიშნების მიმაგრების ადგილებიც არაჩვეულებრივადაა შერჩეული _ ხეები. მძღოლები ხშირად გაურვეველ ვითარებაში ხვდებიან, რადგან ხეებზე მიმაგრებული საგზაო ნიშნების შემჩნევა ძნელია, მძლოლების დაჯარიმებით კი ქვეყნის "სიამაყე" - საპატრულო პოლიცია ბიუჯეტს ავსებს.
ბუნტი ქალთა კოლონიაში ძალით ჩაახშეს.
22 აპრილი, 2009
თბილისის ქალთა კოლონიაში მომხდარი ბუნტის შემდეგ, რუსთავის პირველ საპყრობილეში გადაყვანილი პატიმარი ქალები, მძიმე ყოფით პირობებში იმყოფებიან. როგორც საქართველოს ადვოკატთა პროფკავშირების პრეზიდენტი ზაზა ხატიაშვილი აცხადებს მათი უფლებები დარღვეულია.
კარვების ქალაქად ქცეული თბილისი
21 აპრილი, 2009
ოპოზიცია პროტესტის გამოხატვის ახალ ხერხს მიმართავს. მომღერალ "უცნობის" მიერ წამოყენებული "მკვდარი ქალაქის" იდეა, პრეზიდენტის რეზიდენციის წინ კარვების დადგმის იდეამ შეცვალა. კარვებმა თბილისი მოიცვა.
ბერბუკში ჩასახლებული დევნილები
16 აპრილი, 2009
ხელისუფლება მუდმივად იწონებს თავს, რომ დევნილებს კოტეჯები და ნაკვეთები პირად საკუთრებაში გადაეცათ, თუმცა დღემდე მათთვის არც კოტეჯი და არც ნაკვეთი არავის დაუკანონებია. მათი ყოველდღიურობა ერთფეროვანია. მიუხედავად იმისა, რომ დევნილები სისტემატურად ითხოვენ დასაქმებას, მათი უმრავლესობისთვის ეს პრობლემა გადაუჭრელად რჩება.
ძალადობის ქრონიკა 9 აპრილამდე და შემდეგ
16 აპრილი, 2009
მიუხედვად ხელისუფლების მცდელობისა და სურვილისა, აქციების მიმდინარეობის პროცესში ინციდეტების რიცხვი მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი, არ გახდა შესაძლებელი. ოპოზიცია თითქმის ყოველ ღამით ავრცელებს ინფორმაციას აქტივისტების დაკავებებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ. აქციამდე და აქციის შემდეგ ნაცემი და დაჭერილი ადამიანების რიცხვმა საგანგაშო რაოდენობას მიაღწია.
ნაცემია ბიზნესის და შოუბიზნესის წარმომადგენელი
15 აპრილი, 2009
მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობა 14 აპრილის ღამესაც დაფიქსირდა. „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ მიიღო ინფორმაცია, თბილისის რამდენიმე უბანში თავდასხმების შესახებ. 14 აპრილს დაახლოებით 19 საათზე მომღერალ ზურა მანჯავიძეს თავს დაესხნენ. მანამდე კი „კოკა-კოლას“ გენერალურ დირექტორს ვახტანგ ლაღიძეს ავტომანქანა წაართვეს და სასტიკად სცემეს. ასევე ნაცემია ხალხის პარტიის”, პარტია “თავისუფლებისა” და “ალიანსი საქართველოსთვის” სამი წევრი.ოპოზიციის წარმომადგენლები გიზო სართანია, ჰამლეტ გულორდავა და მალხაზ ჩარკვიანი ისე სცემეს, რომ ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კარვები თელავშიც გაიშლება
14 აპრილი, 2009
კარვები თელავში, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთანაც გაიშლება. პროტესტის ამ ფორმით გამოხატვას რეგიონში ამ დროისთვის არა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, არამედ ხელისუფლების საქმიანობით უკმაყოფილო და უსამართლობით დაზარალებული რიგითი მოქალაქეები გეგმავენ. თუმცა, კონსერვატიული პარტიის თელავის შტაბის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მოსიაშვილი, რომელიც თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობს, ირწმუნება, რომ რეგიონებში საპროტესტო აქციების დაწყებას ოპოზიციის მიერ ორგანიზებული გამოსვლების საორგანიზაციო საბჭოც განიხილავს.
ბათუმში მძღოლებს მარშუტკები ჩამოართვეს
13 აპრილი, 2009
აჭარაში საპატრულო პოლიციამ, მარშუტის მძღოლებს, მართვის მოწმობა ჩამოართვა. ყველა „დასჯილი“ მძღოლი ოპოზიციის აქციებში ხალხის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა. ჩამორთმეულია ის მარშუტკები, რომლითაც ბათუმში გამართულ 9 აპრილის აქციაზე ხალხი გადაადგილდა. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტებთან საუბარში, მძღოლები აცხადებენ, რომ საპატრულო პოლიცია მათ განმარტებას ვერ აძლევს.
დარბევაში ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ
13 აპრილი, 2009
როგორც მოსალოდნელი იყო ხელისუფლებას "ნერვებმა" უმტუნა. 11 აპრილის ღამეს პარლამენტის წინ, მომიტინგეები დაარბიეს. ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მოპოვებული ინფორმაციების საფუძველზე დასტურდება, რომ დარბევაში ძალოვანი უწყებები მონაწილეობდნენ.
პოლიტიკური ნიშნით ძალადობა გრძელდება
11 აპრილი, 2009
პოლიტიკური ნიშნით აქტივისტებზე თავდასხმებით 10 აპრილის ღამეც გამოირჩეოდა. ძალადობის შემთხვევები პარალელურად თბილისის რამდენიმე უბანში დაფიქსირდა. „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გვიან ღამით მიიღო ინფორმაციები დაშინების, ცემისა და დევნის ფაქტებზე.
თბილისში საყოველთაო, ეროვნული დაუმორჩილებლობა გამოცხადდა
11 აპრილი, 2009
დღეს, 18:00 საათიდან თბილისში საყოველთაო, ეროვნული დაუმორჩილებლობა გამოცხადდა. ამის შესახებ პარლამენტის შენობის წინ გამართული მიტინგის მონაწილეებს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ განუცხადა.
ლტოლვილებზე სამგზავრო დოკუმენტების გაცემა დაიწყო
10 აპრილი, 2009
საქართველოში პირველად ლტოლვილებზე სამგზავრო დოკუმენტების (პასპორტების) გაცემა დაიწყო, რომლითაც ისინი საზღვარგარეთ გასვლას შეძლებენ. პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები საქართველოს ხელისუფლებისგან სამგზავრო დოკუმენტებს დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ.
რეგიონებიდან მომიტინგეებს გადაადგილება აუკრძალეს
10 აპრილი, 2009
დღეს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული იყო. სამარშუტო ტაქსები ვერ გამოვიდნენ ზუგდიდიდან, გურჯაანიდან და ხაშურიდან.