სტატია
29 სექტემბერი, 2010
ცხინვალისა და გორის გაერთიანებული უნივერსიტეტის პირველი
რექტორი ზაზა ცოტნიაშვილი, რომლის დევიზი იყო ,,ცოდნა ცხოვრებისთვის",
პასუხისგებაშია მიცემული. განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დიმიტრი
შაშკინის მოსვლის შემდეგ, ერთდროულად გათავისუფლდნენ გორის, თბილისის,
თელავისა და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები. კერძოდ, 2010
წლის 6 აგვისტოს თანამდებობა დატოვა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, 2010
წლის 13 აგვისტოს გადადგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
გიორგი ხუბუა, 2010 წლის 8 სექტემბერს თელავის უნივერსიტეტის რექტორი
გიორგი გოცირიძე, 12 სექტემბერს კი ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი
ონიანი გადადგნენ.