მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
უსუფაშვილი: თბილისის მერის უფლებამოსილებებზე კანონპროექტში „უზუსტობებია“
4 ნოემბერი, 2013
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დედაქალაქის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის ავტორებს მათი ინიციატივის უკან გაწვევისკენ ან იმ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანისკენ მოუწოდა, რომელსაც თვითმმართველობის შესახებ კოდექსის პროექტი ეყრდნობა, რომლის ინიცირებაც პარლამენტში მომავალ კვირას იგეგმება.
ახალგორელები აქციის მოწყობას თბილისში აპირებენ
4 ნოემბერი, 2013
ახალგორში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა უახლოეს დღეებში თბლისში ჩამოსვლას და აქციის მოწყობას გეგმავს. ახალგორელთა ეს ის ნაწილია, რომელთაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დღემდე ახალგორში მუდმივად ცხოვრობს და საქართველოს ხელისუფლებისგან არანაირი დახმარება შეღავათით არ უსარგებლია.
ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი პროკურორის გამოუცხადებლობის მიზეზით გადაიდო
4 ნოემბერი, 2013
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის სასამართლო განხილვა დასასრულს უახლოვდება. 28 ოქტომბერს გასამართ სხდომაზე დაცვის მხარეს დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოეთქვა, თუმცა პროცესზე პროკურორი არ გამოცხადდა სხდომა გადაიდო. პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პრკურორი რევაზ ბაღაშვილი მივლინებაში იმყოფება. აღნიშნულს დაცვის მხარის პროტესტი მოჰყვა.
ნიკა მელიას განცხადებით, გამომძიებლები მას ადეიშვილის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემას სთხოვდნენ
3 ნოემბერი, 2013
ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის და მასთან ერთად ბრალდებულების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს. მთაწმინდის გამგებლის, ბრალდებულ ნიკა მელიას განცხადებით, მას გამოძიების ეტაპზე ადეიშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ.
თითქმის ყველა უბანზე ბიულეტენების რაოდენობა ამომრჩევლების რაოდენობაზე ნაკლები იყო
29 ოქტომბერი, 2013
ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თითქმის ყველა უბანზე, სადაც ისინი არჩევნებს აკვირდებოდნენ, სიაში ამომრჩევლების რაოდენობაზე ნაკლები ბიულეტენი იყო. საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შეფასებით, ეს საარჩევნო კოდექსის დარღვევაა და უბნებზე იმდენი ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი უნდა იყოს მიტანილი, რამდენი ამომრჩეველიცაა სიაში.
ბათუმში 2000 - ამდე ამომრჩეველი ხმის უფლების გარეშე დარჩა
29 ოქტომბერი, 2013
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით აჭარაში სულ 305 387 ამომრჩეველია. ბათუმში ხმას სულ 133 512 ამომრჩეველი აძლევს. ქედაში 15,744 ამომრჩეველი; ქობულეთი - 69,377; შუახევი - 15,200; ხელვაჩაური - 47,305 და ხულოში კი 24,249 ამომრჩეველი. ბათუმში 2000 - ამდე ამომრჩეველს არ მიეცა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, ისინი საარჩევნო სიებიდან მერიის წერილის საფუძველზე ამოიღეს.
ქარმა გორში სახლებს სახურავები ახადა
29 ოქტომბერი, 2013
გორში ბოლო ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ძლირმა ქარმა სახურავი გადახდა. კორპუსების უმეტესობას სახურავების რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა. ეს სამუშაოები იმ კომპანიებმა ჩაატარეს, რომლებმაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გაიმარჯვეს. ერთი წლის შემდეგ კი, მათ ნაწილს ვეღარ პოულობენ - კომპანიების ნაწილი საერთოდ გაუქმდა, ნაწილის პასუხისმგებელი პირები კი, ქვეყნიდან გაიქცნენ.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არჩევნების დღეს ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის ფაქტებს ეხმაურება
29 ოქტომბერი, 2013
საქართველოს ჟურნალისტური ქარტია არჩევნების დღეს ყურადღებით ადევნებდა თვალს მედიის მუშაობას. მიუხედავად იმისა, რომ გასულ არჩევნებთან შედარებით, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები გაცილებით მშვიდად წარიმართა, დაფიქსირდა ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის, ზეწოლისა და შეურაცხყოფის ფაქტები, რაც ქარტიის აზრით შემაშფოთებელია.
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია წინასაარჩევნო მედია გარემოს გაუმჯობესებაზე საუბრობს
29 ოქტომბერი, 2013
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, რომელიც მონიტორინგს უწევდა საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, მიიჩნევს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს საქართველოში მედია გარემო უფრო ღია იყო და ჟურნალისტები "ყოვლისმომცველად" აშუქებდნენ მთავარ პოლიტიკურ მოვლენებს.
ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია პროკურატურისგან მასზე განხორციელებული წამების ფაქტების გამოძიებას მოითხოვს
28 ოქტომბერი, 2013
24 ოქტომბერს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში ყოფილი პოლიტპატიმრის, ვახტანგ მაისაიას საქმესთან დავაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. სამხედრო ექსპერტმა პატიმრობის პერიოდში მასზე განხორციელებული წამების ფაქტებზე გამოძიების დასაწყებად პროკურატურას განცხადებით მიმართა.
ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიას 3,9 წლიანი პატიმრობა შეეფარდა
28 ოქტომბერი, 2013
ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიას 3,9 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილბით, იგივე სასჯელი შეეფარდათ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეში ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებულ დავით ჭაკუას, რევაზ ჭარბაძეს და მეგის ქარდავას, რომლებიც ამ დრომდე ძებნილებად ითვლებიან.
ბოლო მონაცემებით მარგველაშვილს 62% აქვს
28 ოქტომბერი, 2013
ცესკოს ბოლო მონაცემებით, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი 62%-ით ლიდერობს. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს დავით ბაქრაძეს 21,9 % აქვს, მესამე ადგილზე კი, ნინო ბურჯანაძე გავიდა და მან ხმების 10,06 % მოიპოვა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის შემაჯამებელი ინფორმაცია 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ
28 ოქტომბერი, 2013
ადამიანის უფლებათა ცენტრი 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოს 8 რეგიონში დააკვირდა (კახეთი, იმერეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, აჭარა, გურია, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო). ორგანიზაციის განკარგულებაში იყო 75 დამკვირვებელი, რომლებიც არჩევნებს 29 მუნიციპალიტეტის ქალაქებსა და სოფლებში აკვირდებოდნენ.
ადამიანის უფლებათა ცენტრი - საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილი მცირეოდენი დარღვევები არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს
27 ოქტომბერი, 2013
27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის დასრულებამდე ორი საათით ადრე ადამიანის უფლებათა ცენტრი სათაო ოფისიდან დაუკავშირდა ყველა დამკვირვებელს, ვინც ორგანიზაციის სახელით არჩევნებს აკვირდებოდა. დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის შეჯერებით, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ შერჩეულ რეგიონებში საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილი მცირეოდენი დარღვევები არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი აცხადებს,რომ საარჩევნო უბანი იძულებით დაატოვებინეს
27 ოქტომბერი, 2013
კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორის გელა მთივლიშვილის განცხადებით, მას სოფელ ჭიკაანში 14-ე საარჩევნო უბანზე შესვლის უფლება არ მისცეს და შემდეგ, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაცია საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით
27 ოქტომბერი, 2013
ადამიანის უფლებათა ცენტრი საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოს 8 რეგიონში აკვირდება. ეს რეგიონებია: კახეთი, იმერეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, აჭარა, გურია, მცხეთა-მთიანეთი და სამეგრელო. ორგანიზაციის 75 დამკვირვებელი 27 ოქტომბერს, საერთო ჯამში, 29 მუნიციპალიტეტის ქალაქებსა და სოფლებში გადანაწილდა.
პრეზიდენტობის კანდიდატების სლოგანები
27 ოქტომბერი, 2013
წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არჩევნებში მონაწილე პარტიების და პოლიტიკური გაერთიანებების სლოგანები თვალშისაცემია. ყველა პოლიტიკური ფიგურა მოხდენილი ფრაზით ახერხებს თავისი პრინციპების გადმოცემას, რაც ამომრჩევლის მიზიდვისკენაა მიმართული.
საპრეზიდენტო კანდიდატების უპრეცედენტო რაოდენობა
27 ოქტომბერი, 2013
დღეს ამომრჩეველს 23 კანდიდატს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არჩევნებზე ამდენი საპრეზიდენტო კანდიდატი არასოდეს დარეგისტრირებულა.
ციხეებში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებას მონიტორინგის ჯგუფი სწავლობს
26 ოქტომბერი, 2013
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებას მონიტორინგის ჯგუფი აკვირდება. ინიციატივა, რომელსაც ექსპერტები დადებითად აფასებენ, სასჯელაღსრულების სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ეკუთვნის.
ზედამხედველობის სამსახურმა ,,ნაციონალური მოძრაობა“ და ,,ქართული ოცნება“ გააფრთხილა
26 ოქტომბერი, 2013
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურმა ,,ნაციონალური მოძრაობის“ და ,,ქართული ოცნების“ გორის ორგანიზაციის წარმომადგენლები გააფრთხილა და დაავალა, რომ საარჩევვნო პლაკატები ჩამოეხიონ იმ შენობებიდან, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატების პლაკატების გაკვრის ნებართავა საკრებულოს არ გაუცია.