მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
სამართლიანობის მოთხოვნა საქართველოში პატიმრობით ისჯება
30 ივნისი, 2006
„თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრები ირაკლი კაკაბაძე, ჯაბა ჯიშკარიანი, ლაშა ჩხარტიშვილი, ზურაბ რთველიაშვილი და დავით დალაქიშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, 30 დღით დააპატიმრეს.
სასტუმრო „მესხეთიდან“ დევნილები სპეცნაზით გამოყარეს
30 ივნისი, 2006
29 ივნისიდან სასტუმრო „მესხეთიდან” ლტოლვილთა გამოსახლება ძალის გამოყენებით დაიწყეს. მობილიზებულმა სპეცნაზმა და კრიმინალურმა პოლიციამ მოსახლეობა სასტუმროდან ძალით გამოიყვანა.
ნაცემი ჟურნალისტები შიმშილობის აქციით იმუქრებიან
30 ივნისი, 2006
გუშინ, სიღნაღის რაიონული პროკურატურის წინ, 15 ივნისს, სოფელ ანაგაში, პარლამენტის წევრის ნუგზარ აბულაშვილის დავალებით დარბეულმა და შეურაცხყოფილმა ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
დევნილი საქართველოს ხელისუფლებას ევროსასამართლოში უჩივის
29 ივნისი, 2006
აფხაზეთიდან დევნილი აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობას უჩივის. მართალია, მან საქმე პირველ ინსტანციაში მოიგო, თუმცა იუსტიციის სამინისტრო სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებას არ აპირებს.
დღეს წამების მსხვერპლთა მხარდასაჭერი საერთაშორისო დღეა
26 ივნისი, 2006
თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციებმა 26 ივნისს წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისი დღე აღნიშნეს. საქართველოს გარდა ამ დღეს მსოფლიოს 80-მდე ქვეყანა ეხმიანება. თბილისში გამართული აქცია კი 25 ივნისს ღამე დაიწყო და 26-ში სიმბოლურად უშიშროების სამინისტროს ყოფილ შენობასთან დასრულდა.
ბუნებრივი აირის აფეთქებით დაზარალებული შველას ითხოვს
26 ივნისი, 2006
2005 წლის 9 დეკემბერს გლდანში აფეთქება მოხდა, რომელსაც 2 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სიკვდილს გადაურჩა ზედა მეზობელი, მაგრამ ის სერიოზულად დაზარალდა. მას შემდეგ დაზარალებული პეტრიაშვილების ოჯახი დამნაშავის დასჯასა და ზიანის ანაზღაურებას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.
თელავის ინტელიგენცია „ხულიგან“ პროფესორებს და აკადემიკოსებს სოლიდარობას უცხადებს
23 ივნისი, 2006
21 ივნისს, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პატრულის მიერ გამოძევებულ და განათლების მინისტრის მიერ „ხულიგნებად“ შერაცხულ პროფესორ-მასწავლებლებს თელაველი კოლეგები სოლიდარობას უცხადებენ.“
დეპუტატი ნანეტაშვილი საკუთარი ტელეკომპანიით არასასურველ ჟურნალისტებს აშანტაჟებს
21 ივნისი, 2006
დეპუტატ ბადრი ნანეტაშვილის უფლებამოსილების შეუთავსებლობის საკითხს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის მუშა ჯგუფი იხილავს. ბადრი ნანეტაშვილს სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის „ბრალდებით“ ემუქრება პარლამენტიდან გაძევება.
პატრულმა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ორჯერ დაარბია
21 ივნისი, 2006
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები უკან დახევას არ აპირებენ და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის გია ხუბუას გადადგომას ითხოვენ.
ჟურნალისტზე თავდამსხმელს 10 წელი მიუსაჯეს
21 ივნისი, 2006
„ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ შიდა ქართლის წარმომადგენლზე, საბა წიწიკაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტიდან 9 თვე გავიდა. სამი თავდამსხმელიდან ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთია დაკავებული.
ბათუმის #3 საბყრობილეში პატიმარმა პირი ამოიკერა
20 ივნისი, 2006
ბათუმის #3 საპყრობილეში პატიმარმა გიორგი ახალაიამ პირი ამოიკერა. მას ბრალად ძარცვასა და 5 ყაჩაღობაში მონაწილეობა ედება. ახალაია აცხადებს, რომ იგი უდანაშაულოა და პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლია.
ლაგოდეხის საბაჟოზე ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა
20 ივნისი, 2006
მიუხედავად საბაჟო - გამშვებ პუნქტზე - „ლაგოდეხი“ გატარებული საკადრო ცვლილებებისა, მებაჟეები საბაჟო კანონმდებლობას და ადამიანის უფლებებს კვლავ უხეშად არღვევენ.
პატრული სასწრაფო დახმარების ფუნქციებში უხეშად ერევა
20 ივნისი, 2006
მართალია, უფასო სასწრაფო დახმარება „03“ უმწეო მოსახლეობისთვის თავიდან ერთგვარი შვება იყო, თუმცა დღეს მოსახლეობა იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც სასწრაფოს გამოძახებასთან არის დაკავშირებული.
სასტუმროდან დევნილებს იძულებით ასახლებენ
19 ივნისი, 2006
სასტუმრო „მესხეთში“ შესახლებული დევნილები შენობის ეზოში მჯდომარე აქციით სასტუმროს დემონტაჟის დაწყებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეთა თქმით, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე შენობის დატოვებას არ აპირებენ. ამიტომაც დემონტაჟს მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
კახეთში ნაციონალებმა ჟურნალისტები დაარბიეს
16 ივნისი, 2006
გუშინ სიღნაღში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „იურისტთა განვითარების ცენტრის“ მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციის გასაშუქებლად მიმავალ ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საქართველოს პარლამენტის წევრის, ნუგზარ აბულაშვილის დავალებით, თავს ნაციონალური მოძრაობის სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის წევრები დაესხნენ.
პატიმრები ამანათებისა და პაემნების გარეშე დატოვეს
15 ივნისი, 2006
არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას პატიმართა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ და საკანონმდებლო ხარვეზების შეცვლას ითხოვენ. არსებულ პრობლემებს ისიც ართულებს, რომ პატიმრებისთვის ამანათების გადაცემა აიკრძალა და ხანგრძლივი პაემნების ინსტიტუტი გაუქმდა.
ვინ სდევნის თელავში განსხვავებულ აზრს?
14 ივნისი, 2006
„თელავის რაიონში ადგილობრივი ხელისუფლება განსხვავებულ აზრს სდევნის. ყველა, ვისაც მმართველი გუნდისაგან განსხვავებული შეხედულებები აქვს და საკუთარ აზრს ხმამაღლა აფიქსირებს, წნეხის ქვეშ იმყოფება...“ – აცხადებს პარტია “კონსერვატორების” კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი.
პრეზიდენტს ხელშეკრულების დარღვევისთვის სასამართლოში უჩივიან
14 ივნისი, 2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა როცა ის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, ვეტერანებთან გააფორმა დოკუმენტი. პრეზიდენტი ვალდებულებას კისრულობდა, რომ დაიცავდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ ვეტერანთა ღირსებას და შექმნიდა ვეტერანთა რეაბილიტაციისა და დასაქმების ცენტრს. პირობა არ შესრულდა. ვეტერანები კი სასამართლოში ჩივიან.
„მე უკანონო პატიმარი ვიყავი“
13 ივნისი, 2006
კასპის ქონების მართვის სამმართველოს ყოფილი უფროსი ლუიზა თითირაშვილი 6 თვიანი წინასწარი პატიმრობიდან რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს. იგი აცხადებს, რომ სამართალდამცავებს უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული.
გამგებლის წინააღმდეგ ჟურნალისტის სარჩელის განხილვა ჭიანურდება
9 ივნისი, 2006
გურჯაანისა და სიღნაღის რაიონული სასამართლოებიდან, აცილების წესით, ყვარლის რაიონულ სასამართლოში შესული ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის სარჩელი გურჯაანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის აკაკი სიხარულიძის წინააღმდეგ მოსამართლე ვაჟა ტურაშვილმა უნდა განიხილოს.